
ყველა ქალმა უნდა იცოდეს მაკიაჟის გაკეთება. ასე არა მხოლოდ ვიზაჟისტზე ფულს დაზოგავთ, თუ რომელიმე წვეულებისთვის მომზადება გჭირდებათ, არამედ ღირსებებს ეშმაკურად ხაზს გაუსვამთ. ამ საქმეში კოსმეტიკა თქვენი საუკეთესო მეგობარია. ბევრისთვის ნაცნობია სიტუაცია: სარკის წინ საათობით ზიხართ, ყველაფერს ვიდეო გაკვეთილის მიხედვით იმეორებთ და შედეგი მოლოდინისგან შორსაა.
არსებობს რიგი მომენტები, რომლებზეც არ საუბრობენ, მაგრამ ისინი მაკიაჟის სწორად წასმაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. დღეს გიამბობთ მაკიაჟის საიდუმლო ხრიკებზე, რომლის ცოდნით თავს პროფესიონალ ვიზაჟისტად იგრძნობთ.
იდეალური მაკიაჟი
1. წასმის რიგი
დაიმახსოვრე: თუ თვალებს ჩრდილებით იღებავთ, ჯერ წაისვით ჩრდილები, შემდეგ ტონალური და კონსილერი. წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც ჭუჭყიან მაკიაჟს მიიღებთ და ყველაფრის თავიდან გაკეთება მოგიწევთ. ტონალურის წასმისთანავე პუდრი არ გადაისვათ, ცოტა ხანი მოიცადეთ, რომ ის კარგად დაჟდეს და თქვენი კანის ფერის შესაბამისი გახდეს.
2. სქელი ტუჩები
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაკიაჟის ცენტრი სწორედ ტუჩებია. ტუჩსაცხის წასმის როგორი ტექნიკა არ მოიფიქრეს ვიზაჟისტებმა! ქალების უმეტესობას ყოველთვის ტუჩების მოცულობის გაზრდა სურს. ამის გაკეთება მარტივია: ტუჩების ირგვლივ ღია ფერის კონსილერით კონტური წაისვით, ფანქრით კონტური მოხაზეთ და ტუჩები ტუჩსაცხით შეავსეთ.
ტუჩის ცენტრში ღია ფერის ტუჩსაცხი ან ჰაილაითერი (შეგიძლიათ ბზინვარე ჩრდილები) წაისვით. ასევე შეგიძლიათ ჰაილაითერი ზედა ტუჩის ჩაღრმავებაზე წაისვათ.
3. წარბები
წარბების მაკიაჟი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტია. სარკიდან ერთი ნაბიჯი უკან გადადგით, როცა წარბებს იღებავთ. ასე მთელი ფორმის დანახვას შეძლებთ და ზედმეტი არ მოგივათ. გადაჭარბების შემთხვევაში წარბების ფუნჯით კარგად დაივარცხნეთ. ასე ზედმეტ პიგმენტს მოაშორებთ.
4. წყალგამძლე ტუში
ზღვაზე და წვიმიან ამინდში გვსურს ლამაზები ვიყოთ. თუმცა წყალგამძლე ტუჩს არა ერთი საზრუნავი ახლავს: ცუდად შორდება და წამწამებს მავთულად აქცევს. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად ჯერ ჩვეულებრივი ტუში წაისვით, შემდეგ წყალგამძლე ტუში.
5. დასვენებული იერი
თვალების ქვეშ ჩალურჯებები გარეგნობას აფუჭებს, ხოლო ტუში და შავი ლაინერი მათ კიდევ უფრო შესამჩნევს ხდის. სწორედ ამიტომ, სურათზე მითითებულ ზონებზე კონსილერი წაისვით, რომ თვალები გაანათოთ. მთავარია – ჩალურჯებები კუთხეებში შენიღბოთ.
6. ორი ერთში
თუ საჭირო ფერის ლაინერი არ გაქვთ, არ იდარდოთ. უბრალოდ სველი ფუნჯით ჩრდილი წაისვით და მზადაა. სხვათა შორის, ტუჩსაცხი შეგიძლიათ რუმიანად გამოიყენოთ. ცოტა ტუჩსაცხი ლოყებზე წაისვით და კარგად რეტუშირება გაუკეთეთ.
7. ზედმეტი ტუში მოიშორეთ
თუ თქვენი ტუშის ფუნჯი ბევრ პროდუქტს იღებს და წამწამებს ძლიერ ამძიმებს, სალფეთქი გამოიყენეთ. უბრალოდ წასმამდე სალფეთქზე რამდენჯერმე გადაატარეთ. შესაძლოა ეკონომიური არაა, მაგრამ მაკიაჟი ბინძური არ გამოჩნდება.
8. წრეები დამალეთ
თუ მარტივი კონსილერი თვალების ქვეშ ჩალურჯებებს არ მალავს, ეს ხრიკი გამოიყენეთ. მუქი წრეების დასამალად თვალების ქვეშ ცოტა წითელი ტუჩსაცხი ფუნჯით წაისვით. ამის შემდეგ ამაზე ზონაზე კონსილერი გამოიყენეთ. წითელი ლურჯს ანეიტრალებს. სწორედ ამიტომ სჯობს ატმისფერი შეფერილობის კორექტორი და კონსილერი გამოიყენოთ.
9. მოცულობითი წამწამები
ფუმფულა და მოცულობითი წამწამების მიღებას დამაგრძელებელი ტუშითაც შეძლებთ, რომელიც ჩვეულებრივ ასეთ ეფექტს არ იძლევა. ტუში ვიბრაციული მოძრაობით წაისვით, წამწამების ძირებიდან დაიწყეთ, თითქოსდა ფუნჯით ზემოთ წევთ.
10. მონოქრომული მაკიაჟი
მოდური მაკიაჟისთვის უამრავი კოსმეტიკის შეძენა საჭირო არაა. ახლა მონოქრომული მაკიაჟი აქტუალურია. ერთი და იმავე პროდუქტი ტუჩზე, ლოყებსა და ქუთუთოებზე წაისვით. ეს შეიძლება იყიოს ტუჩსაცხი, ჰაილაითერი ან ჩრდილები.
11. ნაკლოვანებები გაწმინდეთ
თუ წარბის საშუალება არასწორად წაისვით ან ტუში ცოტა ისრების მიღმა გადავიდა, მათი მოშორება დემაკიაჟის საშუალებით არ სცადოთ. უბრალოდ კორექტორით ან კონსილერით შენიღბეთ. ასე წასმულ მაკიაჟს არ გააფუჭებთ.
ყოველთვის მოამზადეთ კანი მაკიაჟის წასმამდე. კარგად დაატენიანეთ. ასე კოსმეტიკური საშუალება კანზე კარგად დაჯდება. ასევე კოსმეტიკის კარგად ჩამობანა არ დაგავიწყდეთ. თუ BB კრემს ან წყალგამძლე პროდუქტებს იყენებთ, სჯობს მაკიაჟის მოსაშორებლად ჰიდროფილური ზეთი გამოიყენოთ.
ჩვენი რჩევები გამოიყენეთ, რომ ლამაზი მაკიაჟი გაიკეთოთ. არ დაგავიწყდეთ, სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს გაუზიარეთ!