
საშუალოდ, თმა თვეში 1–2 სანტიმეტრით იზრდება, თუმცა ბევრ ქალს ამის მიღწევაც კი უჭირს. თმის ზრდაზე ძალიან ბევრი ფაქტორი გავლენას ახდენს. რა თქმა უნდა, თუ თმის ცუდი მდგომარეობის მიზეზი გენეტიკა ან სერიოზული დაავადებაა, ტრიქოლოგის ჩარევის გარეშე პრობლემის მოგვარება გაგიჭირდებათ. სხვა შემთხვევაში თმის სილამაზე თქვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული.
თმის მოვლის სისტემა არა მხოლოდ სხვადასხვა საშუალებები და პროცედურები, არამედ ცხოვრების წესია. მაგალითად, ინდოელ ქალებს შეხედეთ. მათ ძვირადღირებული ნიღბები და შამპუნები, სალონში წასვლის შესაძლებლობა არ აქვთ, მაგრამ სქელი და ბზინვარე თმა აქვთ. დღეს გიამბობთ, თუ შეინარჩუნოთ ლამაზი თმა.
როგორ მოვუაროთ თმას
1. კვება
კვება პირველია, რაც უნდა დაარეგულიროთ ლამაზი თმის, კანის და ფრჩხილების მისაღებად, ჯანმრთელობაზე რომ არაფერი ვთქვათ. თმის უჯრედებისთვის მთავარი საშენი მასალა და ზრდის დამაჩქარებელი ცილებია. ყოველდღიურ რაციონს დაუმატეთ თევზი, რძის და ხორცის პროდუქტები. იდეალური საუზმე: მოხარშული კვერცხი და დამატებით ჭარხლის სალათი.
ომეგა-3, 6 და 9 ცხიმოვანი მჟავები მიიღეთ. ასევე ხილი, ბოსტნეული და მწვანილი, რომ ორგანიზმი ვიტამინებით გაამდიდროთ.
2. მედიტაცია და იოგა
ქალის სილამაზეზე არაფერი ისე დამღუპველად არ მოქმედებს, როგორც განცდა და სტრესი. ნერვულმა შოკმა შეიძლება თმის ხარისხის გაუარესება გამოიწვიოს, რომ არაფერი ვთქვათ გამელოტებაზე. სწორედ ამიტომ, მედიტაციას დრო უნდა დაუთმოთ. სასიამოვნო მუსიკა ჩართეთ, ლოტოსის პოზა მიიღეთ და უბრალოდ ფიქრებისგან დაისვენეთ.
თუ უნარი და შესაძლებლობა გაქვთ, მედიტაცია სხვა პოზაში შეასრულეთ. იდეალური იქნება, იოგის შესრულება. ეს ძალიან სასარგებლოა როგორც ნერვული სისტემის, ასევე ქალის ჯანმრთელობისა და სხეულის ფორმებისთვის.
3. თავის კანის მასაჟი
ფოლიკულებში სისხლის ნაკადის გაუმჯობესება თავის კანის მასაჟს აუმჯობესებს, ამავდროულად თმის ბოლქვები ყველა აუცილებელი მიკროელემენტით იკვებება. თმა უფრო სწრაფად გაიზრდება და ჯანმრთელი იქნება. მასაჟი გაიკეთეთ თავის დაბანის, დავარცხნის დროს ან როგორც ცალკე პროცედურა.
ამისთვის თმის გაყოფის ადგილებში ბირკავას, ქოქოსის ან პიტნის ზეთი წაისვით და დაახლოებით 5 წუთით დაიმასაჟეთ. შემდეგ პოლიეთილენის პარკი დაიხურეთ და პირსახოც შემოიხვიეთ, ნახევარი საათით გაიჩერეთ და შემდეგ თამამად ჩამოიბანეთ. კიდევ ერთი სასიამოვნო რელაქსაცია.
4. ნიღბები
თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ კონდიციონერზე, მაგრამ არა ნიღბებზე. მათი დახმარებით თმას აუცილებელ ტენიანობას და მკვებავ ნივთიერებებს მიაწოდებთ. სწორედ სხვადასხვა ნიღბები გეხმარებათ ლამაზი თმის შენარჩუნებასა და ზრდის დაჩქარებაში. აუცილებელი არააა ნიღბები შეიძინოთ. მათ მომზადებას სახლშიც მარტივად შეძლებთ. მაიონეზის ნიღაბი ძალიან ეფექტურად ითვლება.
მის მოსამზადებლად 1 კვერცხის გული, 1 ს/კ ლიმონის წვენი ან ძმარი და 1 ჭიქა ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. სურვილის მიხედვით მდოგვი დაუმატეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის კანს ცოტა წვავს. ნიღაბი მთელ სიგრძეზე წაისვით. ნახევარ საათში შამპუნით და ბევრი წყლით ჩამოიბანეთ.
5. გადავლება
თმას ბზინვარების ასეთ ეფექტს არც ერთი კონდიციონერი არ მოგცემთ, როგორც ცივი წყლით გადავლება. დაბალი ტემპერატურის გამო თმა ბუნებრივ ტენიანობას არ დაკარგავს. ამრიგად, თმა არა მხოლოდ გლუვი, არამედ ელასტიკური იქნება.
შეგიძლიათ სავლებ წყალს 1 ს/კ ძმარი ან გვირილას ნახარში დაუმატოთ. ასე თმა კიდევ უფრო ბზინვარე გახდება.
6. გაყოფილი ბოლოები
მშრალი, გვერდებზე გამოყოფილი თმის ბოლოები ნებისმიერ ვარცხნილობას აფუჭებს. რა თქმა უნდა, 2-10 სმ თმის მოშორება საწყენია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში სჯობს მოიჭრათ. კარგი მოვლის პირობებში თმა იყოფა, რაც ნორმალურია, რადგან სასარგებლო ნივთიერებები ბოლოებში საჭირო რაოდენობით ვერ აღწევს.
2-3 თვეში ერთხელ პარიკმახერს ეწვიეთ და 1 სმ თმა შეიჭერით. თმის ბოლოების გამოსაკვებად სხვადასხვა ზეთები და შრატები გამოიყენეთ.
7. თერმოდამუშავება შეამცირეთ
არ ვამბობთ, რომ ფენზე და თმის დასახვევზე საერთოდ უარი უნდა თქვათ. ჩვენს ცხოვრებაში ამის გაკეთება რთულია, რადგან ზოგჯერ თმის დავარცხნა გვჭირდება, ხოლო წლის ცივ სეზონზე სჯობს თმა ფენით გაიშროთ, ვიდრე გაცივდეთ. უბრალოდ შესაძლებლობის მიხედვით დასასწორებლის და დასახვევის გამოყენება შეამცირეთ. შეარჩიეთ ტიტანით და კერამიკით დაფარული ზედაპირების და იონიზაციის ფუნქციის მქონე მოწყობილობები. ყოველთვის თერმოდამცავი საშუალებები გამოიყენეთ. საშრობად იონიზაციის ფუნქციის და ოპტიმალური ტემპერატურის მქონე ფენი შეიძინეთ, რომლითაც თმას არ დაიწვათ. ის თმას დამატებით ბზინვარებას შემატებს და ელექტრულ დამუხტვას ხელს შეუშლის.
8. ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ
ძალიან ხშირად თმა არ იზრდება, ცვივა ან ძლიერ იყოფა ჰორმონალური დისბალანსის, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის პრობლემების გამო. თუ თმის ხარისხის მკვეთრი გაუარესება შეამჩნიეთ, ექიმს მიმართეთ. შესაძლოა, ჯერ რომელიმე ორგანოს მუშაობა უნდა დაარეგულიროთ და თმის აღდგენას შემდეგ მიხედოთ.
რედაქციის რჩევა
თმის მოვლაზე დრო არ დაზოგოთ. რეგულარული ნიღბები, სწორი დაბანა და დავარცხნა ნაყოფს გამოიღებს. თუ თმის ფერის და ვარცხნილობის შეცვლა გსურთ, კარგ ოსტატს მიმართეთ. მათი მომსახურება იაფი არა, მაგრამ როგორც ცნობილია ძუნწი ორჯერ იხდის. თმა ქალისთვის ყველაზე მდიდრული დეკორაციაა. მასზე იზრუნეთ და გიყვარდეთ.
მოგვწერეთ თქვენთვის საყვარელი თმის მოვლის საშუალებების და პროცედურების შესახებ. ასევე სასარგებლო რჩევები მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!