მე დედამთილი გახლავართ. მინდა გაგანდოთ ჩემი ქცევის ტაქტიკა ყოფილ და ახალ რძლებთან მიმართებით.

0
88

ჩემი ვაჟის ქორწინება დაინგრა 14-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ. მოგვიანებით იგი კვლავ დაოჯახდა. ყოფილ რძალთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. 10 და 12 წლის შვილიშვილები მყავს. კოტეს ახალი ცოლი ყველანაირად ცდილობს, რომ იგი თავის შვილებს ჩამოაშოროს. ერთ კვირაში იუბილე მაქვს, ძალიან მინდა, რომ ყველა ოჯახის წევრი და ნათესავი მოვიპატიჟო. ახალმა მეუღლემ კოტეს ულტიმატუმი წაუყენა, რომ იგი ფეხსაც არ დაადგამდა ჩემს ოჯახში, თუკი იქ ჩემი ყოფილი რძალი და ბავშვები დახვდებოდნენ.

ვაჟს ღიად დაველაპარაკე და შემქნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ჩემი შეხედულება გამოვხატე. ჩემს ყოფილ რძალს და შვილიშვილებს აუცილებლად დავპატიჟებ, ნუკის აზრი არ მაინტერესებს. უნდა აღვნიშნო, რომ ძველი ოჯახის დანგრევაში თავად კოტეა დამნაშავე, რადგან მან ყოფილს ცოლს საყვარელთან უღალატა. უკანასკნელ ვითარებამდე ჩემი ვაჟი გონიერი და პრინციპული კაცი მეგონა. მას გარკვეული ვალდებულებები აკისრია შვილების მიმართ და ჩემმა ახალმა რძალმა ეს უნდა გაითავისოს.

ჩემს ახალ რძალს დაუფარავად ვუთხარი, რომ თითოეულ შვილიშვილის ანდერძად თითო-თითო ბინას ვუტოვებ, ამაზე მისმა ისტერიკამ გლობალური მასშაბი მიიღო. საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხი სოფოს მორიგი ულტიმატუმის შემდეგ წამოიჭრა. მან გამომიცხადა, რომ ქმრის ბინაში ცხოვორბდა. მაშინ მას სიტუაცია განვუმარტე და ავუხსენი, რომ სახლის მესაკუთრე მე ვარ. რაც შეეხება კოტეს, რომელმაც შვილები ახალი ცოლის სასარგებლოდ მიატოვა, მან თავად უნდა იფიქროს საცხოვრებლის შეძენაზე, ეს უკვე აღარაა ჩემი საზრუნავი. სიმართლე გითხრათ, რომ ოჯახის დანგრევის გამო ვაჟი ჩემს თვალში ნამდვილ არამზადად იქცა. ვიცი, რომ საკუთარი შვილი ამგვარად არ უნდა დავახასიათო, თუმცა ეს ფაქტია.

ძალიან მრცხვენია, რომ ჩემს მიერ აღზრდილი ვაჟი ასე უღირსად მოიქცა. ცხადად ვხედავ, თუ როგორ იტანჯებიან ჩემი შვილიშვილები მშობელთან ურთიერთობის ნაკლებობის გამო. არადა, ახლა მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ მამის მზრუნველობა და თანადგომა.