
–“როგორ ვილოცო სახლში იმისთვის, რომ ჩემმა ქმარმა თავი დაანებოს დალევას?” – ჰკითხა ჩემმა დამ თავის მოძღვარს ნახევარი წლის წინ. როცა თხოვნამ და სამედიცინო საშუალებებმა არ გაჭრა, სასოს ძებნა ღმერთსა და ღრმა რწმენაში დაიწყო.
–“უნდა ირწმუნოთ და ილოცოთ, ყველაფერი კარგად იქნება. რაც მთავარია, ხელები არ ჩაიქნიოთ!” – უთხრა მოძღვარმა, შემდეგ კი ჩემს დას ივერიის ღვთისმშობლის ხატი აჩუქა. მის წინაშე ლოცვების კითხვიდან 21-ე დღეს, მისი ქმარი მიხეილი, თითქოს, ვიღაცამ ჩაანაცვლაო. იშოვა სამსახური, რომლისთვისაც ყოველ დილით სიხარულით დგებოდა დილაობით. დალევისმოყვარულ ძმაკაცებთან ურთიერთობა კი, თითქოს, თავისით გაწყდა.
როგორ ვილოცოთ სახლში სწორად
დღეს ჩვენი რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი ხატი და ლოცვა დაგეხმარებათ დამღუპველი მანიების მოშორებაში. დარწმუნებული ვარ, ეს ლოცვა ძალიან ბევრს დაეხმარება ოჯახური ბედნიერების მიღწევაში.
დაუჯდომელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა “მსწრაფლშემსმენელი”
ეს ხატი პირველი დამხმარეა მათთვის, ვისაც სურს რამეზე დამოკიდებული ახლობლის ხსნა. ლოცვის კითხვა ამ ხატის წინაშე მრავალ ადამიანს დაეხმარა დამოკიდებულებებისგან გათავისუფლებაში.

“ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო „მსწაფლშემსმენელო“, მრავალ სასწაულთა მოქმედო, ათონის მთის სიწმიდეთა საუნჯეო, ყოვლადწმიდა სამების თაყვანისცემისა მასწავლელო, შევრდომით გევედრებით ჩვენ ცოდვილნი და უღირსნი ესე, მეოხ გვეყავ წინაშე ერთარსისა და სამგვამოვანისა ღმრთისა ჩვენისა, რათა შუამდგომელობითა შენითა ყოვლადსახიერმან სამებამან გარდამოგვივლინოს საღმრთო მადლი უძლურთა კურნებისა და ნაკლულევანთა აღვსებისა, სასიცოცხლო ძალთაგან დაშრეტილთა და უღონო ქმნილთა, ბოროტის მანქანებათაგან მრავალ გზის კვეთებულთა და გვემულთა, მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა.

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, „მსწრაფლშემსმენელად“ წოდებულო, ევედრე სამებასა ყოვლადწმიდასა, უცვალებელსა, გამოუკვლეველსა, ერთღმრთეებად ქებულსა, ყოველთა არსებათა წამისყოფით დამბადებელსა, გარეშეუწერელსა, მართლმადიდებელთა მაცხოვნებელსა, რათა შუამდგომელობითა შენითა სამებამან ერთღვთაებამან გარდამოგვივლინოს შეცნობა და სწრაფვაჲ ზეციურისა მოქალაქობისა, სინანული უღმრთოისა ცხოვრებისა, ძლევაჲ საცდურთა სიმრავლისა, ძალი და შეწევნაჲ დაცემათაგან აღდგომისა და აღმართებისა, რამეთუ უკეთუ არა მსწრაფლშემწეობა შენი, ვითარ განვერნეთ ბოლო ჟამის მოძალებულ უსჯულოებათა ნიაღვარსა შინა დანთქმისა და წალეკვისაგან.

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, „მსწრაფლშემსმენელო“, ნუ უგულებელსჰყოფ ვედრებასა ჩვენსა, შენდამი აღძრულ სასოებასა, შენდამი მოლტოლვილთა აღსარებასა, არამედ შუამავალ გვექმენ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა, განუყოფელისა და დაუსრულებელისა, რათა მოიხილოს ჩვენზედა წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყვარებითა თვისითა, გარე წარაქციოს რისხვაჲ მარადის ჩვენზედა მომავალი და გვიხსნას ჩვენ სამართლად ჩვენზედა მოწევნულისა რისხვისაგან და შეგვიწყალნეს ჩვენ, რათა ყოველგან და ყოველსა ჟამსა ვადიდებდეთ სახელსა მისსა წმიდასა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.”

ახლა უკვე იცით, როგორ ილოცოთ სახლში ოჯახის სიმტკიცისა და კეთილდღეობისთვის. ეს ლოცვა მართლა სასწაულებს ჩადის. მთავარია, სიტყვები წრფელი გულით წარმოთქვათ.
KOVLAWMINDA GVTIMSHOBELO SHENI MOWKALEBIS KALTA GADMOGVAPARE!!!