10 ნიშანი იმისა, რომ ქალი საკუთარ თავს არ სცემს პატივს

0
1352
Photo credit: Depositphotos

თავმოყვარე ქალი ყოველთვის დიდებულად გამოიყურება. იგი ასხივებს სინათლესა და სიცოცხლის სიყვარულს. მისკენ უნებურად მიიზიდებით, რამდენადაც იგი წმინდა სიხარულითა და ჰარმონიით ანათებს.

სამწუხაროდ, ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ სანამ თავად არ შეიყვარებთ საკუთარ თავს, არავინ შეგიყვარებთ. უფრო სწორად შეგიყვარებენ, თუმცა თქვენ არ დაიჯერებთ ამ გრძნობის სიწრფელეს და ურთიერთობას გააფუჭებთ. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, ამოგვეცნო ქალი, რომელსაც არ უყვარს საკუთარი თავი. ამაში 10 თვალსაჩინო ნიშანი დაგვეხმარება.

Photo credit: Depositphotos

ქალი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, ასე არ მოიქცევა:

1. ვერ ამბობს “არა”-ს

თვითპატივისცემის არარსებობის პირველი და ყველაზე მთავარი ნიშანია სხვებისთვის უარის თქმის უუნარობა. უმეტეს შემთხვევაში, ამას ჯერ კიდევ მშობლები გვასწავლიან. თუმცა, თუ ადამიანი ვერ ეუბნება სხვებს უარს, დიდი ალბათობით, მას გამოიყენებენ.

2. არ ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე

თუ ქალს თავი უყვარს, არ მოითმენს ტკივილს და ექიმთან ვიზიტს არ გადადებს. მისთვის ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

Photo credit: Depositphotos

3. არ უვლის თავს

საუბარი სალონის ვარცხნილობებზე ან ძვირადღირებულ მანიკურზე როდია. დაბალი თვითშეფასების მქონე ქალს უჭირს სხეულის მოწესრიგება. მას არ უყვარს საკუთარი თავი, ამიტომაც ძალა არ შესწევს გარეგნობის მისახედავად.

4. აკრიტიკებს საკუთარ თავს

თუ ქალი თავის თავს არ სცემს პატივს, მას ყოველთვის ექნება მიზეზი იმისთვის, რომ საკუთარ თავს უწოდოს მსუქანი, სულელი, მოუხერხებელი. სამწუხაროდ, ამ დროს იგი ფიქრობს, რომ თავს ობიექტურად აფასებს.

Photo credit: Depositphotos

5. თავი მახინჯად მიაჩნია

რა თქმა უნდა, მხოლოდ შეშმარიტად თავმოყვარე ქალს შეუძლია, მოსწონდეს თავისი გარეგნობა. იგი იღებს ყველა ნაკლს და ამაყობს ღირსებებით.

6. ეშინია აზრის გამოთქმის

უთავმოყვარეო ქალი სხვის აზრს, რომელსაც არ ეთანხმება, უფრო სწრაფად დათანხმდება, ვიდრე თავისაც გამოთქვამს. ეს თავდაუჯერებილობითა და წარუმატებლობის შიშით აიხსნება.

Photo credit: Depositphotos

7. რჩევებს სხვისგან ითხოვს

აგრეთვე, ასეთი ქალი უფრო ხშირად უსმენს სხვებს, ვიდრე საკუთარ გულსა და გონებას.

8. სხვისი აზრი აღელვებს

თუ ქალი საკუთარ თავს არ სცემს პატივს, მას ეშინია, რომ არ მოეწონება სხვებს, იქნება გარიყული და განსჯილი. ამიტომ, მას სხვისი აზრი თავისაზე უფრო მეტად ადარდებს.

Photo credit: Depositphotos

9. ზოგავს ფულს საკუთარ თავზე

უთავმოყვარეო ქალი არ უსმენს თავის სურვილებს. საკუთარ თავზე ფულის დახარჯვა კი თავქარიანობად და არაპრაქტიკულად მიაჩნია.

10. იტანს ცუდ მოპყრობას

სამწუხაროდ, თუ ქალს საკუთარი თავი არ უყვარს, იგი სხვებსაც მისცემს ცუდად მოპყრობის საშუალებას. ეს კი ფსიქოლოგიური პრობლემების აფეთქებას გამოიწვევს.

Photo credit: Depositphotos

ჩვენო ლამაზო მკითხველო, გახსოვდეთ, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სამყაროში ყველაზე მეტად სჭირდება თქვენი სიყვარული და ერთგულება, თქვენ ხართ. თავს მიხედეთ!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ