დედამთილის ოპერაციისათვის ფულს ვერ ვიმეტებ.

0
84

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მე და ჩემი ქმარი ფულს ვაგროვებდით ჩვენი ოცნების მოგზაურობისათვის. ამ შემოდგომაზე საზღვარგარეთ გამგზავრებას ვგეგმავდით, თუმცა ჩემი დედამთილი ავად გახდა. ახლა მას სასწაფო ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, სწორედ ამაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა იგი სამომავლოდ სიარულს. ოპერაცია გერმანიაში კეთდება და, შესაბამისად, ის საკმაოდ ძვირი ჯდება. ჩემს დედამთილს ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.

ალბათ, ცუდი ადამიანი ვარ, თუმცა გამოგიტყდებით და ქალბატონი ნუნუკასთვის საოპერაციოდ ფულის მიცემა ძალიან მენანება. ორი წლის განმავლობაში საკუთარ თავს ყველაფერზე უარს ვეუბნებოდი, რათა მეუღლესთან ერთად მოგზაურობით დავმტკბარიყავი. ამ ნიადაგზე მე და ჩემი ქმარი ბოლო დროს ხშირად ვკამათობთ. არც კი ვიცი, როგორ მოვიქცე.

დედამთილთან განსაკუთრებით თბილი დამოკიდებულება არ მაქვს. ქალბატონი ნუნუკასთვის დღემდე უცხო ადამიანი ვარ, ჩვენ საერთოდ არ ვმეგბრობთ. მისთვის ფულს ვერ ვიმეტებ და ამის აღიარების არც მრცხვენია! ქმარს ამას პირდაპირ არ ვეუბნები, თუმცა კოტესთვის არაერთხელ მითქვამს, რომ დედამისმა ოცნება დამიმსხვრია.

ჩემი მული ვერაფრით ახერხებს მშობლის დახმარებას, იგი უმუშევარია და მას, პირიქით, ქალბატონი ნუნუკა არჩენს. ჩემი მამამთილი გარდაცვლილია. გამოდის, რომ კოტეს დედა მთელს იმედებს ჩვენზე ამყარებს. ვერ ვიგებ, ჩემი მული რატომაა უმოქმედოდ, როცა მის მშობელს ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭიროება. ზოგადად, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ქირურგიული ჩარევა ქალბატონ ნუნუკას სრულად გამოაჯანმრთელებს. ოპერაციის შემდგომი ერთწლიანი რეაბილიტაცია კიდევ დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. მოკლედ, ყველაფერი მე და კოტეს დაგვაწვა მხრებზე…