წყალი უნიტაზიდან მუდმივად ჟონავდა, მაგრამ პაპაჩემის მეთოდმა სამუდამოდ მოაგვარა ეს პრობლემა. სანტექნიკოსებმაც კი არ იციან ამის შესახებ

0
62

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, საუბარია მეთოდზე, რომელიც ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.უნიტაზის ავზი ბევრი მამაკაცისათვის მტკივნეული თემაა. შეაკეთებ მას როგორც წესია და გიხარია, რომ ეს პრობლემა მოაგვარე, მაგრამ გადის რამდენიმე თვე და ისევ იწყებს გაჟონვას.თითქოსდა, არც ისე ბევრი ჟონავს. ჩვეულებრივ, ჭავლი ოდნავ შესამჩნევია და მისი დანახვა რთულია. თუმცა, ის მუდმივად მიედინება და, შესაბამისად, ბევრი წყალი იღვრება, რისთვისაც საკუთარი ჯიბიდან უნდა გადავიხადოთ.

გარდა ამისა, უნიტაზზე რჩება ყვითელი ნადების კვალი, რომელიც არაფრით არ შორდება.მართალი გითხრათ, მე უამრავი მეთოდი ვცადე ამ უსიამოვნო პრობლემის გადასაჭრელად. რაღაც მომენტში ხელებიც კი ჩამოვუშვი იმის გამო, რომ არაფერი მუშაობდა.მაგრამ, ვინც ეძებს, ის ყოველთვის იპოვის.ვფიქრობ, ბევრ თქვენგანს შეხვედრია ეს პრობლემა. გაჟონვის მიზეზი უნიტაზის ჩარეცხვის სარქველია. რეზინი მჭიდროდ უნდა ეკვროდეს ისე, რომ წყალი არ გაუშვას. დროთა განმავლობაში, ამ რეზინში ხვდება ჭუჭყი, ქვიშა და სხვა ნაწილაკები, რის გამოც რეზინი მჭიდროდ აღარ ზის და ხდება გაჟონვა.

ადრე ავზიდან სარქველს ვიღებდი და რეზინს ჭუჭყისა და ლორწოსგან ვწმენდდი. კარგია, რომ სარქველის ავზიდან ამოღება არც ისე რთულია. გაჟონვა წყდებოდა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ იწყებოდა.ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ამ რეზინის ახლით შეცვლა შეიძლება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ის ცალკე არ იყიდება. იყიდება მხოლდ სარქველთან ერთად. ეს კი არც ისე იაფი ღირს.პრობლემის გადაწყვეტაში დამეხმარა პაპაჩემი, რომელიც რამდენიმე დღით იყო ჩენთან სტუმრად ჩამოსული.მან შემომხედა, გაიღიმა და თქვა, რომ “ეს პრობლემა ასობით წლისაა, მისი გადაჭრა კი ადვილზე ადვილია. სარქველზე რაიმე დამამძიმებელი ჩამოკიდე და მორჩა.”

ეს შემდეგნაირად მუშაობს: სარქველი ავზში წყლის წნევის გამო იხურება. როდესაც რეზინი ახალი და ხელუხლებელია, ეს წნევა საკმარისია ავზში წყლის შესაკავებლად. მაგრამ თუ მას რაიმე ნაკლი აქვს, მაშინ წყლის შეკავება ვეღარ ხერხდება. ამიტომ, ნებისმიერი სიმძიმე, სარქველს აძლევს მჭიდროდ დახურვის საშუალებას.მართალი გითხრათ, არ მეგონა, რომ ამ პრობლემის ასე მარტივად გადაჭრა შეიძლებოდა. წელიწადზე მეტი გავიდა და ავზიდან წყალს ერთხელაც კი არ გამოუჟონია.