ებრაული კერძი სოკოს ორი სახეობისგან: ერთი ტაფა სიამოვნება

0
1174

არ გიყვართ სოკო? ალბათ, უბრალოდ არ იცით, როგორ მოამზადოთ იგი სწორად! დედაჩემის ნაცნობმა, ებრაელმა ძია თიმამ, რომელიც 1 კვირით ჩამოვიდა ჩვენს ქალაქში, გვასწავლა სოკოს სწორად შეწვა ისე, რომ მივიღოთ დაბრაწული, არომატული და დაუჯერებლად გემრიელი კერძი.

მანამდე, სოკოს მხოლოდ სალათებისთვის ვიყენებდი ხოლმე: ოდნავ ვწვავდი მცენარეულ ზეთზე, ხახვთან ერთად, ან ვამზადებდი ყველის სოუსში, იშვიათად ნაღებში. ეს იმიტომ, რომ მანამდე ვერ გამომდიოდა ოქროსფერი და ოდნავ ხრაშუნა კერძი.

დღეს კი ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ შემწვარი სოკოს მომზადების სუპერსასარგებლო რეცეპტს. სულ რამდენიმე პატარა ხრიკი სრულად შეგიცვლით წარმოდგენას ამ კერძთან დაკავშირებით!

როგორ შევწვათ სოკო

ინგრედიენტები

  • 0.5 კგ შამპინიონები
  • 2.5 ს.კ. ერბო
  • 0.5 ჩ.კ. მარილი (კოშერის უკეთესია)
  • 5-7 ც პილპილის მარცვალი

მომზადება

1. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სოკოს შერჩევაა. არ აიღოთ დიდი ზომის ნაყოფი. ისინი კარგი მხოლოდ პირველ დღესაა, შემდეგ კი უბრალოდ სითხეს იწოვს. აიღეთ მცირე ზომის სუფთა სოკოები.

Photo credit: Depositphotos

2. გარეცხეთ სოკოები, გაასუფთავეთ და დაჭერით კუბებად. თუ ფირფიტებად დაჭრით, არც ისეთ გემრიელ შედეგს მიიღებთ. შემდეგ ისევ გარეცხეთ სოკო, ოღონდ ცოტა ხნით. ნაყოფს არ უყვარს ბევრი სითხე. შემდეგ დაალაგეთ ისინი ხელსახოცზე, ჭარბი სითხის მოსაშორებლად.

Photo credit: Depositphotos

3. ძია თიმამ კოშერის მარილი მირჩია. თუმცა, თუ ასეთი არ გაქვთ, გამოიყენეთ ზღვის, ოღონდ ცოტათი უფრო მეტი დაგჭირდებათ. რაც შეეხება ცხიმს – ერბო საუკეთესო არჩევანია. თუ კარაქს აიღებთ, მხოლოდ საუკეთესო ხარისხისა უნდა იყოს. აი, პილპილი კი საფქვავით პირდაპირ ტაფაში უნდა ჩააფქვიოთ.

4. გადავიდეთ მომზადებაზე. დადგით ტაფა ქურაზე და აცადეთ ცხიმს დადნობა მაღალ ცეცხლზე. შემდეგ თანაბარ ფენად დაყარეთ სოკოები. მოაყარეთ მარილი და აცადეთ 5 წუთით.

სამწუხაროდ, მომზადების დროს ფოტოების გადაღება ვერ მოვასწარი, ამიტომ ისინი ინტერნეტიდან ავიღე. შემდეგ ჯერზე გამოვასწორებ.

Photo credit: Depositphotos

5. მოურიეთ და შეამცირეთ ცეცხლი. ასე გააჩერეთ კიდევ 3 წუთით. ახლა დაუმატეთ პილპილი, კარგად მოურიეთ და კიდევ 1 წუთი ადროვეთ.

6. სულ ესაა. ასე მზადდება არომატული შემწვარი სოკო. შეგიძლიათ, მოუმზადოთ გარნირიც, ან პური მიატანოთ, ბუტერბროდივით.

Photo credit: Depositphotos

ახლა უკვე იცით, როგორ მოამზადოთ სოკო ისე, რომ არომატული და დაბრაწული კერძი მიიღოთ. რაც ყველაზე სასიამოვნოა – ხახვისა და ნივრის დამატებაც არაა საჭირო. მათ გარეშეც ძალიან გემრიელ შედეგს მიიღებთ.

სოკოს კერძი განსაკუთრებით სასარგებლოა მარხვის დროს – სწორედ ისინი ანაცვლებს ხორციან საკვებს. მალე დადგება საშობაო მარხვა, ეს რეცეპტი კი ნამდვილად გამოგადგებათ. ჩაინიშნეთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ