რატომ უნდა ჭამოთ 1 კბილი ნიორი ყოველდღე

0
1201

ნიორი უძველესი ბოსტნეულის კულტურაა, რომლის შესახებ ჯერ კიდევ ძველი შუმერები 4,5 ათასი წლის წინ წერდნენ. მთელმა მსოფლიომ იცის მისი სპეციფიკური არომატის და გასტრონომიული თვისებების შესახებ. რატომ არის ნიორი ასეთი პოპულარული? ყველაფერთან ერთად სასარგებლოცაა!

Photo credit: Depositphotos

დღეს ერთად განვიხილოთ მცენარის დადებითი და უარყოფითი თვისებები და გავიგოთ, რატომ ძვირდება ნივრის ფასი ზამთარში.

რას აკეთებს ნიორი

ისტორია

თუ ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ადამიანს ნიორი არაერთხელ გამოადგა. მას ჯადოსნურ თვისებებს მიაწერდნენ და მცენარის მავნებლების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. ეგვიპტელი ფარაონები მუშებს ნიორს აჭმევდნენ, რომ მათ პირამიდების ასაშენებლად ძალა ჰქონოდათ. ძველი ბერძნები ნიორს და თაფლს ურევდნენ და მამაკაცის ძალის გასაზრდელად და ფილტვების გასაწმენდად იღებდნენ. რომაელებს ბრძოლაში 1 თავი ნიორი, როგორც თილისმა ისე მიჰქონდათ.

Photo credit: Depositphotos

დღეს ესპანეთის ქალაქი ლას–პედრონერასი ნივრის მსოფლიო დედაქალაქად ითვლება. ნახეთ, რა თვისებებს ფლობს ნიორი.

სურდოს საწინააღმდეგო საშუალება

ნიორი შეიცავს ალიცინს. რაც უფრო არომატულია ნივრის კბილი, მით უფრო მეტ ალიცინს შეიცავს. სხვადასხვა ლაბორატორიების კვლევებმა ალიცინის ანტივირუსული თვისებები დაადასტურა. უფრო მეტიც, ნივთიერება ადამიანის იმუნურ სისტემას აძლიერებს.

პროფილაქტიკის მიზნით ნივრის ზუსტი დოზის დადგენა შეუძლებელია. ზოგადად რეკომენდებულია, რომ დღეში 1–2 კბილ ნიორზე მეტი არ მიიღოთ. სჯობს ნივრის კბილი დანით ან ხელისგულით დაჭყლიტოთ და შემდეგ პატარა ნაჭრებად დაჭრათ. ასე ალიცინის დოზა თქვენს ორგანიზმში მოხვდება.

Photo credit: Depositphotos

სტომატოლოგის დამხმარე

ნივრის თვისებების გამო პირის ღრუს და ღრძილების ანთებითი დაავადებების განვითარების შანსი მკვეთრად მცირდება. უფრო მეტიც, ნიორს უკვე არსებული ანთებითი პროცესების გაქრობაც შეუძლია. ნივრის თითოეულ კბილში შემავალი ფიტონციდები ძლიერ ბაქტერიოციდულ მოქმედებას ფლობენ. ისინი ადამიანისთვის სახიფათო პათოგენებს ებრძვიან.

Photo credit: Depositphotos

ანტიალერგიული საშუალება

კიდევ ერთი სასარგებლო ნივთიერება ეთილაცეტატი თრგუნავს ჰისტამინის ცილებს, რომელიც ორგანიზმში ალერგენების შეყვანის შედეგია. მოკლედ, ნივრის კბილს სეზონურ ალერგიაზე რეაქციების (ცრემლი, ოფლდენა, კანის სიწითლე და ა.შ.) შემცირება შეუძლია.

Photo credit: Depositphotos

ახალგაზრდობის გამაახანგრძლივებელი

იგივე ალიცინს, რომელიც სურდოს ებრძვის, ძლიერი ნატურალური ანტიოქსიდანტის მოქმედება აქვს. ამ ნივთიერების საკმარისი რაოდენობით მიღებისას ადამიანის კანი უჯრედულ დონეზე ნაკლებ ზიანდება და დიდხანს ჯანმრთელი და ახალგაზრდა რჩება.

ღვიძლს კურნავს

ნიორი ღვიძლს მუშაობაში, კერძოდ დეტოქსიკაციაში ეხმარება. სანამ ორგანო მთელი ორგანიზმის წმენდით დაკავებულია, ნიორი გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც დეტოქსში მონაწილე ღვიძლის ფერმენტების წარმოებას სერიოზულად ზრდის.

შეუძლებელია არ ვახსენოთ, რომ ნივრის მუდმივი მოხმარება ქალის ორგანიზმში ბაქტერიების და მიკრობების გამრალვებას ანელებს. მთლიანობაში ორგანიზმს ებრძვის იმ ფაქტორებთან ბრძოლაში, რომლებიც რძიანას იწვევენ.

Photo credit: Depositphotos

რა ზიანის მოყენება შეუძლია ნიორს

პირველ რიგში, ნიორს მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოში ხშირად იყენებენ. ამასთან მადას აძლიერებს. თუ დიეტაზე იმყოფებით ან სპორტით დაკავებული ხართ, ამის ცოდნა ზედმეტი არ იქნება. მაგალითად, ბოსტნეულის სალათაში დამატებულ რამდენიმე კბილ ნიორს შეუძლია რამდენიმე პორციით მეტის მირთმევა გაიძულოთ.

Photo credit: Depositphotos

ნიორი უკუჩვენებულია კუჭის, ნაწლავების, თირკმლების და ღვიძლის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. ასევე ნივრის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ ორსულებმა და მეძუძურე დედებმა. ჯანმრთელმა ადამიანმაც დღეში 3-5 კბილ ნიორზე მეტი არ უნდა მიიღოს.

Photo credit: Depositphotos

აი, ასეთია ჩვენი ნიორი. ნიორს ხშირად ღორის ქონთან ერთად მიირთმევენ. სხვათა შორის, ასე არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა. ღორის ქონი, როგორც ნიორი, ცხიმებს აქტიურად შლის და ზედმეტ წონასთან, მათ შორის ცელულიტთან ბრძოლაში გვეხმარება.

ვიმედოვნებთ, ნივრის გასტრონომიული თვისებების შესახებ იცით!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ