ჩემი ქმრის მშობლები ჩვენს ახალგაზრდა ოჯახს მხრებზე დააწვნენ.

0
83

გათხოვების შემდეგ სხვა ქვეყანაში გადავსახლდი, დროებით დედამთილთან და მამამთილთან მიწევს თანაცხოვრება, მათ საკუთარი საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ. ყველას ჩემი ქმრის ბიძასთან გვაქვს დადებული ბინა, გრიგოლის მშობლები არ მუშაობენ, მამამისი ეპილეფსიითაა ავად, დედამისი კი სრულიად ჯანრმთელია და მთელს დღეებს ტელეფონზე ტლიკინსა და ტელევიზორის ყურებაში ატარებს. მე და გრიგოლი ვფარავთ მათ კომუნალურ ხარჯებს, ფინანსურ დახმარებაზე აღარაფერს ვამბობ. აქედან გამომდინარე, ფულის გადადება და მოგროვება არ გამოგვდის.

მე და ჩემს ქმარს საცხოვრებლად ცალკე გადასვლა გვსურს, თუმცა მეუღლეს მშობლების “გასაჭირში” მიტოვება არ შეუძლია. თავიდან ბოლომდე დედამითილისა და მამამთილის დახმარების მომხრე ვარ, თმცა ზომიერების ფარგლებში. ვცდილობ, რომ გრიგოლს რაიმე შევასმინო, თუმცა ამაოდ. მას მეც ვუყვარვარ და თავისი მშბლების, შესაბამისად, იგი ორ ცეცხლშუაა.

გრიგოლის ბიძა ცოტა არ იყოს უცნაური კაცია, მას აშკარად არ მოსწონს, რაც მის გარშემო ხდება, ზოგჯერ იგიც კი ეხმარება ფინანსურად ჩემს დედამთილსა და მამამთილს. უკვე მეშვიდე წელია, რაც ისინი ამგვარად ცხოვრობენ. გრიგოლს ყოველდღიურად 12 საათის განმავლობაში უწევს მუშაობა მცირეოდენი თანხის მოსაგროვებლად. ჩემი მეუღლე და მამამისი აშშ-ის მოქალაქეები არიან, ხოლო დედამისი რეზიდენტია, რადგან იგი ინგლისურად ვერ საუბრობს. არაერთხელ ვეცადეთ, რომ ჩემი მამამთილისათვის ინვალიდობის ჯგუფი მიგვენიჭებინა, თუმცა არ გამოგვივიდა. სიმართლე გითხრათ, სინამდვილეში იგი გრიგოლის მამინაცვალია.

მე და ჩემს ქმარს გვინდა, რომ მისმა მშობლებმა შემოსავლის წყარო გაიჩინონ, რათა დამოუკიდებლად თავის რჩენა შეძლონ. მათ ყოველთვის აღმოვუჩენ შემწეობას, თუმცა ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს.

გრიგოლს ყველაფერი ესმის, იგი ბრაზობს  შექმნილი სიტუაციის გამო, თუმცა რბილი ხასაითის გამო მას ხალხისათვის დახმარებაზე უარის თქმა უჭირს. მინდა, რომ ჩემმა ქმარმა თავის მშობლებს გარკვევით აუხსნას, რომ ჩვენ ქველმოქმედებას არ ვეწევით და საკუთარი ხარჯები გვაქვს. ჩემი დედამთილი და მამამთილი კომფორტულად მოეწყვნენ, მათ ასეთი ცხოვრება გაუტკბათ.

ალბათ, ბევრი ადამიანი იტყვის, რომ ოჯახის მიტოვება საუკეთესო და ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა, თუმცა თავის დროზე სიყვარულით გავთხოვდი, ამიტომ მომავალშიც შევეცდები გრიგოლის დარწმუნებას და შეძლებისდაგვარად ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა ოჯახის ბიუჯეტი ხელში ჩავიგდო.