ვხარჯავ მხოლოდ 5 წუთს და გაზქურის სახელურები სისუფთავით ბრწყინავს. (გახეხვის და გაფხეკვის გარეშე). სამწუხაროა, რომ ადრე არ ვიცოდი, თუ რამდენად მარტივია გაზქურის სისუფთავის შენარჩუნება

0
95

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – საუბარია გაზქურის სახელურების გასუფთავების ერთ საინტერესო მეთოდზე.რა შეიძლება იყოს მომზადების შემდეგ გაზქურის გაწმენდაზე უარესი? მართალია! გაზქურის სახელურების გაწმენდა! ვერ მოასწრებ მათ წესრიგში მოყვანას და მათზე ისევ ცხიმის ლაქებია.

რა თქმა უნდა, მე ყოველ ჯერზე ვცდილობ, გაზქურის სახელურების გაწმენდას, როდესაც გაზქურას ვასუფთავებ. მაგრამ, ჩვენს სახლში მარტო მე არ ვამზადებ და ოჯახის დანარჩენი წევრები ასეთი წვრილმანებით თავს არ იწუხებენ. მოამზადებენ, გაათბობენ და მიდიან თავიანთ საქმეებზე.ცოტა ხნის წინ ჩემს დას ვესტუმრე, ის ჩვენგან 250 კმ-ში ცხოვრობს. ერთი კვირაა სახლში არ ვყოფილვარ. და აი, როგორი სიურპრიზი მელოდა სამზარეულოში! ჩემი ქალიშვილი რეგულარულად წმენდდა გაზქურის ზედაპირს, მაგრამ სახელურები არასოდეს გახსენებია.ადრე, რა თქმა უნდა, გავბრაზდებოდი, მაგრამ ახლა ვიცი, როგორ უნდა გავწმინდო სახელურები, რომ მათზე ამ საშინელების კვალიც კი არ დარჩეს. თანაც, ამ ყველაფრისთვის მხოლოდ 5 წუთი დამეხარჯება.

1. ვხსნი ჩემს საიდუმლო ყუთს და ვიღებ სასწაულებრივ კომპონენტებს:

  • სპირტი (არაყიც შეიძლება);
  • ამიაკი 10%-იანი;
  • გლიცერინი.

2. ყველაფერს თანაბარი პროპორციებით ვურევ, აქცენტს ვაკეთებ ზედაპირის ფართობზე, რომელიც უნდა მოწესრიგდეს.ამჯერად, ყველა კომპონენტი თითო დესერტის კოვზი ავიღე. თუმცა, სახელურების გასაწმენდად მიღებული ნარევის ნახევარიც საკმარისი იქნებოდა. თუ სპირტის ნაცვლად არაყს გამოიყენებთ, აიღეთ 2-ჯერ მეტი, ე.ი. არა 1 ნაწილი, არამედ 2 ნაწილი.აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები – გაუფრთხილდით ხელებს! იდეალური იქნება თუ გაიკეთებთ ნიღაბს ან რესპირატორს, რადგან ამიაკის აქვს მკვეთრი სუნი, რომელიც სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს აღიზიანებს.

3. შემდეგ, მიღებული ნარევი, კბილის ჯაგრისით უნდა წავუსვათ სახელურებს და მათ გარშემო ზედაპირს.ვაჩერებ 5 წუთის განმავლობაში, რათა პროდუქტმა იმოქმედოს, ძნელად მისადგომ ადგილებს კი ჯაგრისის მეშვეობით ვამუშავებ. გლუვი ზედაპირები შესანიშნავად იწმინდება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.როცა ვხედავ, რომ ჭუჭყი და ცხიმი დაიშალა, ვიღებ სუფთა, სველ ჩვარს და ვწმენდ ნარევს ზედაპირიდან.

4. შემდეგ, გაზქურას მშრალი პირსახოცით ვწმენდ, მის გაპრიალებამდე.

მნიშვნელოვანია! გაწმენდის დროს, სამზარეულოში საკმაოდ მძაფრი ამიაკის სუნი დგება, ამიტომ ყოველთვის ვხსნი ფანჯარას ან გამწოვს ვრთავ.იგივე პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას გაზქურის ზედაპირის, ჭვარტლიანი მინანქრის ქვაბების, ელექტრო ჩაიდნის გარე ნაწილისა და კერამიკული ფილების გასაწმენდად, სადაც შეწვის დროს ყოველთვის ხვდება ცხიმის წვეთები. ეს საშუალება შესანიშნავად უმკლავდება ცხიმსა და ჭვარტლს და ტოვებს იდეალურად სუფთა ზედაპირს.

ნამდვილად ღირს ამ საშუალების გამოყენება! თვალებს უხარია და სული მღერის! არაფრის ხეხვა და ფხეკა საჭირო არ არის. ხუთი წუთი და სახელურები ახალივით სუფთაა!