
დიასახლისისგან ხშირად გაიგონებთ: „სულ წამით გადავერთე და მურაბა დამეწვა. როგორ გავწმინდო ქვაბის ძირი და რა ვუყო გაფუჭებულ პროდუქტებს?“

დღეს ვეცდებით, ამ კითხვებზე პასუხი გაგცეთ. ასევე გიზიარებთ ბებიების მარტივ ხრიკებს, რომელთაც არასდროს არაფერი ეწვებოდათ.
დამეწვა მურაბა – როგორ გავწმინდო ქვაბი?
ეპიკური მასშტაბის მიმწვარს ძველი, ხალხური მეთოდი უშველის. როგორც უკვე მიხვდით, თქვენ დაგჭირდებათ სისუფთავის დედოფალი – სოდა!
5 ლ (ქვაბის ზომის მიხედვით) ცხელ წყალში 100 გრ სოდა, 100 გრ სილიკატის წებო და 100 გრ მდოგვის ფხვნილი აურიეთ. ქვაბი ან ტაფა წყალში ჩადეთ. 15-20 წუთით ხარშეთ, თუ მიმწვარი საშუალო დონისაა.
თუ მიმწვარი მკვრივი და ძველია, 45 წუთიდან 1 საათი დაგჭირდებათ. წყალი გააგრილეთ და ტაფა ამოიღეთ. მიმწვარს დანის ან მეტალის ღრუბლის დახმარებით ადვილად მოაშორებთ.

მეტალის ღრუბლის გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. თუ ემალის ზედაპირზე მიკრონაკაწრები გაჩნდება, ასეთ ქვაბში მომზადება უკვე სასურველი არაა. ისღა დაგრჩებათ, დეკორატიული ელემენტის და სასარგებლო ნივთის სახით მეორე სიცოცხლე მიანიჭოთ.
რა ვუყოთ დამწვარ მურაბას?
დამწვარი მურაბის გემო უიმედოდ გაფუჭებულია, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება შეიძლება. მურაბა სუფთა ჭურჭელში გადაიტანეთ, ამასთან დამწვარი ნაჭრები მოაშორეთ.

შემდეგ ლიმონის წვენი დაუმატეთ. 1 ლიმონი 3 ლ მურაბაზე საკმარისი იქნება, რომ უსიამოვნო სუნი სრულად გააქროთ. სხვათა შორის, ლიმონს წარმატებით იყენებენ მაცივარში უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად და შენობის სადეზინფექციოდ.
რატომ არ მეწვება ქვაბი არასდროს?
აქ, პრობლემის გადაჭრის რამდენიმე მეთოდი არსებობს. პირველ რიგში, სუსტ ცეცხლზე ვამზადებ. მეორეც, სქელძირიან ჭურჭელს ვიყენებ. გადაწყვეტილება სწორია, მაგრამ როგორ უნდა მოიქცნენ მათ, ვისაც ასეთი ქვაბი არ აქვთ? ან ზომა მათთვის მისაღები არაა?
ჩვენი ბებიები ასეთ შემთხვევაში იყენებდნენ ნივთს, რომელთაც უმეტესობა ჩვენგანი უსარგებლო საგნად მიიჩნევს. ეს არის ალის დეფლექტორი გაზქურისთვის.
ერთი შეხედვით მფრინავი თეფშის მაკეტს ან რაღაც იდუმალი მექანიზმის ჟანგიან ნაწილს ჰგავს. ამ სამზარეულოს ვეტერანის მთავარი ამოცანაა ალის დიდი ნაკადის განაწილება. ამასთან კიდევ ერთი პრობლემა გვარდება: იმ ჭურჭლის ძირის დაცვა, რომელიც გაზქურისთვის განკუთვნილი არაა, სითბოს დიდხანს შენარჩუნება, ჭუჭყისგან ჭურჭლის დაბინძურების შემცირება.
სასარგებლო ნივთია. ყაბაყის ხიზილალას ან მურაბის მომზადებისას გაზქურასთან მუდმივად ყოფნა და მორევა არ მიწევს. შემიძლია ცოტა ხნით სხვა საქმეს მივხედო.
მოკლედ, ზოგიერთმა საზრიანმა დიასახლისმა დიფუზორის გარეშე ცხოვრება ისწავლეს. არ გაქვთ სქელძირიანი ქვაბი? უბედურება არაა! თუჯის ტაფა ცეცხლზე დადეთ, მასზე კი ჩვეულებრივი ქვაბი და ესეც ასე! არაფერი დაგეწვებათ!