
ჩვენ არ ვართ უბრალოდ ორგანიზმები, რომლებიც არსაიდან გაჩნდნენ. როგორც არ უნდა განვითარდეს ბედი, როგორი სიუპრიზებიც არ უნდა მოგვიტანოს ცხოვრებამ, თითოეულ ჩვენგანს წარმომავლობა აქვს. მაშინაც კი, თუ მშობლებს არ იცნობდით, თქვენში წინაპრების ძალა ასე თუ ისე ცხოვრობს, რომელმაც არა მხოლოდ გენები, არამედ უნარების და განსაკუთრებული კურთხევისადმი მიდრეკილებაც გადმოგცათ.

ვფიქრობთ, ეს შეიძლება კარმას მივაკუთვნოთ. ყველაფერი, რაც წინაპრებმა შეიმუშავეს, ამ დროში თქვენ შეგხვდათ. კარგი იქნება, თუ გაიგებთ, რა ბონუსი შეგხვდათ ამ კავშირებიდან.
წინაპრების ძალა
კონკრეტულ და კერძო შემთხვევებზე ვერ ვისაუბრებთ, ამისთვის ხალხი წლები საკუთარ ფესვებს სწავლობს. ვინ არიან და საიდან მოვიდნენ, იქნებ აქ ცხოვრობდნენ საუკუნეების განმავლობაში. მოდით გამოვიყენოთ ეზოთერიკოსების და იმ ადამიანების ცოდნა, რომლებიც კარმას ადამიანის ცხოვრების განმსაზღვრელ ვექტორად მიიჩნევს. არსებობს 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც წარმოდგენაც არ აქვთ, რომ წინაპრების საჩუქარს იყენებენ.

წინაპრების ძალა
1. კირჩხიბი
ამბობენ, რომ კირჩხიბმა წინაპრებისგან ძლიერი ინტუიცია მიიღო. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა კარგად იციან, თუ საით წავიდნენ და როგორ მიიღონ გადაწყვეტილებები. საკუთარ ძალებში თავდაუჯერებლობამ და წაგების ბანალურმა შიშმა შეიძლება მათი წინსვლა შეანელოს.
აღსანიშნავია, რომ ასაკთან ერთად, ცხოვრებისეულ გამოცდილების მიღებისთანავე შიში თანდათან იკლებს და თავდაჯერებულობა კიდევ უფრო იზრდება. სწორედ ამიტომ, კირჩხიბი შინაგან ჰარმონიას და გარე კეთილდღეობას აღწევს და ამაში მათ საკუთარი გაძლიერებული ინტუიცია ეხმარებათ.

2. მორიელი
ამ სადავო ნიშანს საკმაოდ ცუდი რეპუტაცია აქვს. ალბათ, მართალია, რადგან მორიელი ჯინის ბოთლს ჰგავს, სადაც ჯინი ცხოვრობს. ვერასდროს გამოიცნობთ, რას ფიქრობს მორიელი, სამაგიეროდ თავად კარგად გიცნობთ. მორიელის წინაპრების ძალა სხვა რამეშია: ის მიწიერი ცხოვრების მანძილზე სხვებზე მარტივად მოგზაურობს.
რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში არანაირი დაბრკოლება არ ხდება, მაგრამ უნიკალური ზეშესაძლებლობის წყალობით სასტიკი მორალური სიკვდილის შემდეგ აღდგომა შეუძლია. მას წარმატების და ცხოვრების მმართველობის შანსი ყოველთვის აქვს. აი, ასეთი კარმული საჩუქარი წინაპრებისგან.

3. თხის რქა
ალბათ, წინაპრების ძალა ყველაზე მეტად თხის რქას გადაეცა. მასში ერთდროულად სამი ასპექტი გამოიყოფა: სიფრთხილე, რაციონალობა და ფული. სიფრთხილე საჭირო მომენტის გათვლაში ეხმარება, რაციონალობა ძალების სწორად განაწილების საშუალებას აძლევს.
თხის რქა სხვებზე უფრო მეტად აღწევს წარმატებას, რადგან მესამე შესანიშნავი ბონუსი აქვს – ფულის კეთების უნარი. მას საუკეთესო ფინანსური ენერგია აქვს პლანეტაზე. მშვენიერი საჩუქარია წინაპრებისგან, ასე არაა?

4. მერწყული
მერწყულის წინაპრების ძალა კირჩხიბის ძალის მსგავსია. ესაა ინტუიცია, ოღონდ სხვა კუთხით. მერწყულს მომავლის განჭვრეტის უნარი აქვს. ეს ძალიან რთული გრძნობაა, რომლის ახსნაც თავად არ შეუძლიათ, მაგრამ მათ ხშირად ეხმარებათ.
ასე ჩანს, „ვიცი, სად და როდის დავეცემი, ამიტომ წინასწარ ჩალას დავაწყობ, აქ და აქ დავდებ“. ეს იმას ნიშნავს, რომ მერწყულს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეუძლია, რომელიც მის გზაზე წარმოიშვება.

წინაპრების ძალა თითოეულ ადამიანს გადაეცემა, მაგრამ მათზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ამის გამოყენება. შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, თუ ადამიანი საკუთარ ფესვებს უარს იტყვის, მისი ძალა შესუსტდება.