თეთრი ფერის ფეხსაცმელს არ უყვარს მზე: ხრიკები სპეციალისტებისგან, თუ როგორ დავუბრუნოთ საყვარელ ბოტასებსა თუ კედებს თვალისმომჭრელი სიქათქათე.

0
111

თეთრი ფერის ფეხსაცმელი – ზაფხულის სეზონის სტილური, თუმცა არახანგრძლივი ტრენდია. მტვერი, ჭუჭყი, მცხუნვარე მზე – ქათქათა ბოტასებისა თუ კედების მთავარი მტერია. მოცემულ სტატიაში შეიტყობთ, თუ როგორ დაუბრუნოთ მათ თვალისმომჭრელი ბზინვარება.

გამოიყენეთ ფეხსაცმლისათვის განკუთვნილი თეთრი კრემი – ჩვეულებრივი თეთრი კრემი შესანიშნავად გამოდგება ტყავის ფეხსაცმლისათვის. ის კვებავს ტყავს და აღადგენ ბუნებრივ ფერს. იგი თანაბრად დაიტანეთ ზედაპირზე, ადროვეთ გაჯერება, ზედმეტი ნარჩენები კი მშრალი ქსოვილით მოაშორეთ.

ვაშორებთ გაჯდარ ლაქებს – ამაში დაგვეხმარება წყალბადის ზეჟანგი ან ძმარი. შერჩეული საშუალება დაიტანეთ ბამბის დისკზე, დაამუშავეთ პრობლემური ადგილები, შემდეგ კი ჩამოწმინდეთ ისინი სველი ხელსახოცით.

კბილის პასტა სიყვითლის წინააღმდეგ – თეთრი ბოტასები თუ კედები არ დააწყოთ ისეთ ადგილას, სადაც მათ მზის სხივები მოხვდება: ტყავი შეიძლება გამოიწვას და მოყვითალო შეფერილობა მიიღოს. ამ პრობლემის გადაჭრა სახლის პირობებში შეიძლება კბილის პასტისა და ჯაგრისის საშუალებით.

წყალგაუმტარი ხსნარი მტვრის საწინააღმდეგოდ – ზაფხულის ცხელ დღეებში მტვერი თითქმის ყველაფერს ეკვრის. წყალგაუმტარი ეფექტის მქონი აეროზოლი საიმედოდ დაიცავს ბოტასებს ჭუჭყის, მტვრისაგა და ნესტისგან.

“უარი” ვუთხრათ ნაკაწრებს  – ქათქათა ზედაპირზე არსებული ნაკაწრების შენიღბვა შეიძლება ფრჩხილებისათვის განკუთვნილი ლაქის მეშვეობით. ეცადეთ, რომ ფეხსაცმლის საფარველის და საშუალების შეფერილობები ერთმანეთს მაქსიმალურად ემთხვეოდეს.

სუფთა თასმები – თასმებისათვის სიქათქათის დასაბრუნებლად დაგჭირდებათ ცხელი წყლით სავსე ტაშტი, სარეცხი ფხვნილი და ლაქების გამომყვანი საშუალება.

შამპუნი – ყოველდღიური მოვლა – თეთრი ბოტასებისა თუ კედების ყოველი ხმარების მერე მოაშორეთ მას მტვერი, ჭუჭყი წყლისა და შამპუნის გამოყენებით. რეგულარული მოვლა ფეხსაცმელს უნარჩუნებას პირვანდელ იერსახეს.