
ზოგჯერ გამოცდილი მეყვავილის სახლშიც საყვარელი მცენარეები ვერ ხარობს და პირდაპირ ქოთანში ჭკნება. სამწუხაროდ, ხშირად ასეთ შედეგს არასწორი მოვლა იწვევს.
დღეს გიზიარებთ სახლის პირობებში მცენარის გაზრდის დროს დაშვებულ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომ მსგავსი სიტუაციები მინიმუმამდე დაიყვანოთ.

როგორ მოვრწყათ მცენარე
დავიწყოთ ყველაზე მარტივი და ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაწილით – მორწყვა. დამწყებ მეყვავილეს მორწყვის საკითხის სწორად გამოცნობა უჭირს. ამისთვის ცალკეული მცენარის ყველა მახასიათებელი დეტალურად უნდა შეისწავლოთ.

3 ყველაზე გავრცელებული შეცდომა მორწყვის დროს
1. წყალი სადგამზე – კარგია
ბევრი დიასახლისის გასაკვირად, ტენის მარაგი და დაგუბება სხვადასხვა ცნებებია. გახსოვდეთ, თუ ქოთანში წყალი დაგუბდა, ის ზედმეტია. მორწყვიდან ნახევარ საათში უნდა გადაასხათ და დღეებს ან კვირებს არ ელოდოთ იმ იმედით, რომ შეიწოვს.
გამონაკლისის სახით შეგიძლიათ წყლის მცირე მარაგი სადგამზე დატოვოთ, თუ აპირებთ მცენარე რამდენიმე დღე უყურადღებოდ დატოვოთ. ამ შემთხვევაშიც კი უფრო უსაფრთხო იქნება, თუ ავტომატურ სარწყავ სისტემას შეიძენთ ან ამ მისიას მეზობელს ანდობთ.
2. უნდა მორწყათ, თუ ზემოდან მიწა მშრალია
ის, რომ მიწის პირველი ფენა პირველი შრება, ლოგიკურია. ამასთან ქოთნის შუა ნაწილში დიდი ალბათობით საკმარისი ტენიანობაა. ამის შემოწმება წვრილი ჩხირით შეგიძლიათ. მიწაში ჩაარჭეთ, ეცადეთ ფესვები არ დააზიანოთ და ამოიღეთ. თუ ჩხირის 2/3 ნაწილი სველია, მორწყვა ნაადრევია.
3. მორწყვა გრაფიკის გარეშე
როცა მცენარე სითხეს გარკვეული პერიოდულობით იღებს, თანდათან მკვებავი ნივთიერებების შინაგან სინთეზს იმუშავებს და ამრიგად საკუთარ იმუნიტეტს ავითარებს, უსიამოვნებები ნაკლებად აწუხებს. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია მორწყვის გრაფიკის შედგენა ან სმარტფონში სპეციალური აპლიკაციის გამოყენება, რომელიც მორწყვას შეგახსენებთ.

სხვა გავრცელებული შეცდომები და პრობლემების მოგვარების მეთოდები
1. ჭარბი სითბო
ეს პრობლემა ზამთარში აქტუალურია, როცა გათბობის სისტემა ჩართულია. მცენარეების უმეტესობისთვის, რომელთაც 10-15 გრადუსი ტემპერატურა კომფორტულია, ძალიან თბილი გარემო არ უყვართ – ეს სტრესის წყაროა. ასე ყვავილის ცხოვრების წესი იკარგება და ის სუსტდება.
თუ მცენარე ტროპიკულია, მას სითბო მუდმივად სჭირდება. განსაკუთრებით მათ, რომელთა ყვავილობაც ზამთრის პერიოდს ემთხვევა. ასეთი მცენარეები საკმაოდ ტენის მოყვარულები არიან, ხოლო გათბობის მოწყობილობები ჰაერს აშრობენ. სწორედ ამიტომ, ხშირად დანამეთ ან ოთახში დამატენიანებელი დააყენეთ.

2. ნაკლები სინათლე
პირველი ნიშანი, რომ მცენარეს სინათლე არ ყოფნის – მცენარე გაჯერებულ ფერს კარგავს. ამ შემთხვევაში ისეთი ადგილი უნდა შეურჩიოთ, სადაც ბევრი სინათლეა. ზოგჯერ სიტუაციას სპეციალური ნათურის დაყენება შველის.

3. ჭარბი სინათლე
ასეც ხდება. ჭარბი სინათლის პირობებში დეკორატიული იისფერი ან წითელი ფოთლების მქონე მცენარეები აქტიურად მწვანდება. აი, პრეტენზიულ ორქიდეას მზის დამწვრობისას ფოთლები საერთოდ ცვივა. თუ მსგავსი რამ შეამჩნიეთ, სჯობს მცენარე ოთახის სიღრმეში, ფანჯრებიდან შორს გადაიტანოთ.

4. მავნებლების მიმართ უყურადღებობა
მათი ზომა ზოგჯერ იმდენად პატარაა, რომ შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია. ოთახის მცენარეებს ქუჩის მცენარეების მსგავსად თავს ესხმიან ბუგრები, ობობის ტკიპები, ფარიანები და ფრთათეთრები. მავნებლების თავიდან ასაცილებლად მცენარე ყოველ 2-3 კვირაში შეამოწმეთ.
თუ „დაუპატიჟებელი სტუმარი“ ძალიან პატარაა, მცენარე სხვადასხვა ნიშანს მოგცემთ: ფოთლების დახვევა, ფოთლებზე წერტილების გამოჩენა, ობობის ქსელი ან წებოვანი სეკრეცია. მათი დაჭერა ან მექანიკურად მოშორება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ შემთხვევაში მავნებლები უნდა გამოავლინოთ, შემდეგ კი სპეციალური საშუალება გამოიყენოთ. დამუშავება დადებულ კვერცხუჯრედებზე გავლენას არ იმოქმედებს, ამიტომ პროცედურა 2–ჯერ უნდა გაიმეოროთ.

5. არასწორი გამოკვება ან მისი დეფიციტი
სასუქის შერჩევისას მცენარის ინდივიდუალური მახასიათებლები უნდა გაითვალისწინოთ. საერთო რეკომენდაციები მოგიწოდებთ, რომ მინერალური და ორგანული სასუქები მონაცვლეობით გამოიყენოთ. რომ არ აგერიოთ, მორწყვის გრაფიკს სასუქის გრაფიკიც დაუმატეთ.

ცრურწმენები და ნიშნები
ზემოთქმულის გარდა უძველესი დროიდან არსებობს ცრურწმენები ოთახის მცენარის ჭკნობის მიზეზების შესახებ. ითვლება, რომ მიზეზი ყოველთვის არასათანადო მოვლა არაა. მცენარეზე ხშირად უარყოფით გავლენას ახდენს ხმამაღალი ხმები. თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ზოგიერთმა ყვავილმა ვერ გაიხაროს სახლში, სადაც სკანდალები ხშირი მოვლენაა.
საინტერესოა, რომ ყვავილების დახმარებით ბინაში უარყოფითი ენერგეტიკული ზონების გამოვლენა შეიძლება. მაგალითად, თუ მცენარე გადაადგილებამდე თავს კარგად გრძნობდა, შემდეგ კი დაჭკნა, სჯობს ამ ზონაში ნაკლები დრო გაატაროთ. ამავე მიზეზით მცენარე ახალ სახლში ვერ ხარობს, რაც სახლის ცუდ ენერგეტიკაზე მიუთითებს.

იმის მიუხედავად, ცრურწმენები მართალია თუ არა, მცენარე დიდი ალბათობით თავს კარგად იგრძნობს, თუ მასზე სათანადოდ და სიყვარულით იზრუნებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რჩევების დახმარებით სახლში მწვანე ოაზისის გაზრდას შეძლებთ. წარმატებები!