
40 წელს გადაცილებული ქალი ენდოკრინული სისტემის მუშაობის პრობლემებს აწყდება. ჰორმონები მერყეობს, წონა იმატებს, გაღიზიანება და ძალების ნაკლებობა იგრძნობა. ამ შემთხვევებში ენდოკრინოლოგს და გინეკოლოგს რჩევისთვის უნდა მიმართოთ!
სააფთიაქო პრეპარატების მოქმედების გაძლიერებაში დაგეხმარებათ რეგულარული ვარჯიში, კარგად მოფიქრებული კვების რაციონი, რომელშიც შედის ფიტოესტროგენით მდიდარ პროდუქტები და 3 სასმელი ჰორმონების დასარეგულირებლად. სასმელები ხელმისაწვდომი ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება, ამასთან გემრიელია. ასეთი სასმელების ყოველდღიური მიღების შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს: უახლოეს მომავალში თავს მხნედ და ახალგაზრდულად იგრძნობთ.
სასმელები ქალებისთვის
1. ლიმონიანი წყალი
თბილი წყლის და ლიმონის წვენის მარტივი ნარევი დანაყრების ჰორმონის, ლეპტინის წარმოებას შესანიშნავად უმკლავდება. თუ შიმშილის გრძნობა უმიზეზოდ ხშირად გაწუხებთ, ექიმები ამ მარტივი სასმელის დილას ან ძილის წინ დალევის რეკომენდაციას იძლევიან: 1 ჭიქა წყალში გაზავებული ნახევარი ლიმონი. კუჭის გაზრდილი მჟავიანობის დროს მდუღარე წყალი რამდენიმე ნაჭერ ლიმონს დაასხით, 2-3 წუთით დააყენეთ, შემდეგ მიღებული ნარევი დალიეთ.
2. ჟოლოს ჩაი
ჟოლოს ფოთლები ქალებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა: მასში შედის კომპონენტები, რომლებიც საშვილოსნოს კედლებს აძლიერებენ, ასევე მენსტრუაციის, კლიმაქსის და პრემენოპაუზის მდგომარეობას ამსუბუქებენ. ექიმები გირჩევენ ყოველდღე 1 ფინჯანი ჟოლოს ფოთლების ჩაი დალიოთ. მის მოსამზადებლად 2 ს/კ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 15-20 წუთით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. ასეთი ჩაის ღამით დალევა რეკომენდებული არაა, რადგან მას გამამხნევებელი ეფექტი აქვს.
3. რძე კურკუმით
„ოქროს რძე“ ქალის ორგანიზმისთვის ნამდვილად ჯადოსნურ მოქმედებას ფლობს: იმუნიტეტს ზრდის, სურდოს, დეპრესიას და სტრესს ებრძვის, ჰორმონალურ ფონზე დადებით გავლენას ახდენს. სასმელი რძის და კურკუმას ნარევისგან შედგება. ასეთი კოქტეილი შეგიძლიათ ძილის წინ დალიოთ ან დიეტის დროს წახემსება ჩაანაცვლოთ.
სამკურნალო სასმელები, როგორც ჰორმონალური ფონის დამარეგულირებელი პროდუქტები, 40 წელს გადაცილებულ ქალებს ორგანიზმის ცვლილებებთან დაკავშირებული უსიამოვნო შეგრძნებების გაქრობაში ეხმარება. ყოველდღე დალიეთ, თუ რომელიმე ინგრედიენტებზე ალერგია ან სხვა უკუჩვენება არ გაქვთ.