ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ადამიანებს ყველაზე მარტივად იშორებენ თავიდან

0
899
Photo credit: Getty images

მე-12 – თხის რქა

საპატიო ბოლო ადგილი დაიკავა თხის რქამ, რომელიც ადამიანებს თავიდან არამხოლოდ კანიან-ხორციანად, არამედ, ხანდახან, ძვლების ნაჭრებიანად იშორებს ხოლმე. რამდენადაც თხის რქა ასე საგულდაგულოდ არჩევს თავის გარემოცვას, მისთვის ნებისმიერი წამსვლელი დიდი დანაკარგია! მართალია, უნდა აღინიშნოს, რომ, თუ თხის რქა ხორციანად ვინმეს მოიშორებს, იმ ხორცს აუცილებლად დაიბრუნებს. სამართლიანობისთვის!

მე-11 – კურო

კუროსაც უჭირს ადამიანის გაშვება, თუმცა, ეს მხოლოდ სიძუნწის გამო: თანაცხოვრებისთვის გაღებული ამხელა შრომა უბრალოდ წყალში ჩაყაროს? ვინ აანაზღაურებს მას? ნუ, თუ მაინცდამაინც გაგდებაა საჭირო, ვადაგასულ ქმარს არ დაინანებს – ყოველთვის შეიძლება ახლის პოვნა, მსურველიც საკმარისად ჰყავს. აი, თუ მეგობარზეა საუბარი, ბოდიში, ვერაფრით ვერ გაუშვებს!

მე-10 – ქალწული

მეათე ადგილი მიენიჭა ქალწულს, რომელიც გულწრფელად ფიქრობს, რომ ყველა, ვის ტვინში შეძვრომა და იქ ერთგვარი წესრიგის დამყარება შეძლო, მის პირად საკუთრებას წარმოადგენს. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ ქალწული მხოლოდ პიცის კურიერების ტვინში არ ძვრება (ესეც იმიტომ, რომ ვერ ასწრებს), მის გარშემო ადამიანების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. თუმცა, მათ გასაყრელად მაინც ვერ იმეტებს.

მე-9 – კირჩხიბი

როგორც ცნობილია, კიბოს მარწუხებისგან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ, ყველას ძალიან აინტერესებს, როგორ მოიქცეს ამ “თითქმის” გასააქტიურებლად. ესე იგი, არსებობს ამის შანსი, თუნდაც ძალიან მცირე, არა? დიახ, გიამბობთ. კირჩხიბმა თავი რომ დაგანებოთ, სავსებით უიმედო და უკანასკნელი ვარიანტი უნდა იყოთ. ნუ, გამათბობელს ბენზინით სავსე ბოცით კი არ უნდა ჩაეხუტოთ, თუმცა, არც ამაზე ნაკლები… საიმედოობისთვის, კირჩხიბს სულშიც უნდა ჩააფურთხოთ. ერთი 48-ჯერ. სხვა ყველაფერს, სამწუხაროდ, ეს ნიშანი ბოლო წვეთამდე მოითმენს.

მე-8 – მორიელი

მორიელის ახლო წრეში ადამიანები ჰომეოპათიური დოზებით ხვდებიან: დაახლოებით ერთნახევარი ადამიანი ათწლეულში ერთხელ. თითქოს, მორიელი ადამიანებს დაუჯერებლად მარტივად იცილებს თავიდან, თუმცა, ეს მხოლოდ ცრუ წარმოდგენაა: რეალურად, ისინი უბრალოდ არ მიაჩნდა ახლობლებად. აი, მართლა ახლობელი ადამიანებისთვის კი მორიელი ყველაფერს ბოლომდე მოითმენს: მას საშინლად უნდა აწყენინოთ, რომ დაგკარგოთ. თუმცა, წყენინების პროცესში, შესაძლოა, სხეულის რომელიმე ნაწილი დაკარგოთ. ამიტომ რისკავს ასე ცოტა.

მე-7 – ტყუპები

მოვლენათა მოულოდნელი განვითარება: თავქარიან ტყუპებს მხოლოდ მეშვიდე ადგილი მიენიჭათ. საქმე ისაა, რომ მათ, ვისაც ტყუპების ნამდვილად ესმის, ეს ნიშანი ძალიან რთულად ეთხოვება და მზადაა, ბევრი რამ მოითმინოს ამ ადამიანთან ყოფნის სიამოვნებისთვის. აი, ცუდი მსმენელების თავიდან მოშორება კი ტყუპებს უპრობლემოდ შეუძლია. ამასთან, მისი გარემოცვა იმდენად დიდია, რომ უბრალოდ ძალიან სჭირდება მისი გაფილტრვა.

მე-6 – სასწორი

საპატიო ცენტრალური ადგილი ეკუთვნის სასწორს, რომელიც, ტრადიციულად, დიდხანს იღებს გადაწყვეტილებას – გააგდოს ადამიანი თავისი ცხოვრებიდან თუ დაიტოვოს? იქნებ გამოადგეს რამეში? მაგრამ, თუ არ გამოადგება, უგულოდ იშორებს. სხვათა შორის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გაგდებულს ამის შესახებ ეტყვის რამეს: იქნებ მაინც გამოადგეს რამეში?

მე-5 – ლომი

ლიდერთა ხუთეულს ლომი ხსნის, რომელსაც მუდმივად თან ახლას მრავალრიცხოვანი, თუმცა უსარგებლო ამალა. ამიტომ, სავსებით ლოგიკურია, რომ ლომი მარტივად შორდება ადამიანებს: როგორც წესი, ჩვენ არ ვაფასებთ იმას, რაც ბევრი გვაქვს. ახლა ლომი და ადამიანები ჩასვით ამ წინადადებაში.

მე-4 – ვერძი

თითქმის საპრიზო ადგილამდე მიაღწია ვერძმა, რომელსაც შეუძლია ადამიანის მოსროლა არამხოლოდ თავისი ცხოვრებიდან, არამედ, მაგალითად, ფანჯრიდანაც – სრულიად ჩვეულებრივ სიტუაციაში, გარშემომყოფების გადმოსახედიდან. რეალურად, ეს ასე სულაც არაა: ეს იმას ნიშნავს, რომ ვერძი ამ მდგომარეობამდე ვიღაცამ მიიყვანა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას ისიც, რომ ვერძის დუღილის წერტილამდე მიყვანა ისეთივე მარტივია, როგორც ბავშვისთვის კანფეტის წართმევა. ნუ, ეს უკვე წვრილმანებია.

მე-3 – მერწყული

ბრინჯაოს მედალს ვანიჭებთ მერწყულს – ასეთ განსაკუთრებულ ადამიანებს, რომლებსაც, პრინციპში, არ სჭირდებათ სახეობრივი საძმო, იგი თავს მარტოც შესანიშნავად გრძნობს. მერწყული თქვენ გვერდით მხოლოდ მანამდე იქნება, სანამ ეს მას სარგებელს მოუტანს, შემდეგ კი მოულოდნელად დაავიწყდება, რა გქვიათ. თუმცა, მეორე მხრივ, მისთვის სავსებით სარფიანი შეიძლება იყოს თქვენთან ერთად ცხოვრება და ერთ დღეს დაღუპვაც.

მე-2 – თევზები

ვერცხლის მედალი ერგება თევზებს – ადამიანს, რომლისთვისაც სიკვდილი უფრო მარტივია, ვიდრე კომპრომისზე წასვლა: ან გესმით და იღებთ თევზებს ისეთად, როგორიც არის, ან ნახვამდის. წასულის მუხლებზედაჩოქილი დევნა, ხვეწნა, არარსებული ცოდვების მონანიება და კითხვა “რისთვის?!” აბსოლუტურად უსარგებლოა: თევზები თავს ისე მოიჩვენებს, თითქოს საერთოდ არ გიცნობთ. გვიანია!

1-ლი – მშვილდოსანი

ტა-დამ! პირველი ადგილი, ოქროს მედალი და ყველაზე უგულო და დაუნდობელი ნიშნის ტიტული მშვილდოსანს ხვდა წილად. იმიტომ, რომ მშვილდოსანს არამხოლოდ არ უჭირს ადამიანების ამოშლა თავისი ცხოვრებიდან, არამედ ამას ცუდად დაფარული სიმარტივითა და სავსებით მკაფიო სიამოვნებით აკეთებს, და, როცა თქვენი თვითშეფასება ლამის სულს განუტევებს, მშვილდოსანი მზრუნველად დაახურებს კუბოს სახურავს და “რუჩკებსაც” ენდობა: როგორ ვწუხვარო, ამბობს. მესმის, როგორ გაგიჭირდება ჩემ გარეშეო, ამბობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ მშვილდოსანს ამისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ამით შვებას ვერავის მოვგვრით.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ