ტაროს გაშლა. თქვენ მისი თვალით, როგორ გხედავთ ის?

0
104

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: თქვენ მისი თვალით, როგორ გხედავთ ის? დღევანდელი გაშლა ვარიანტების გარეშეა, ამიტომ თქვენ არაფრის ამორჩევა არ მოგიწევთ. უბრალოდ მოდუნდით, ეცადეთ, რომ ამ მომენტში არავინ და არაფერმა შეგიშალოთ ხელი. მოიშორეთ ზედმეტი ფიქრები, დაივიწყეთ პრობლემების შესახებ, რომლებიც გაწუხებთ. იფიქრეთ დღევანდელი გაშლის თემაზე, თქვენზე, თქვენს მამაკაცზე. ახლა კი ვკითხოთ კარტს, რის თქმა შეუძლიათ თქვენს კითხვასთან დაკავშირებით. გახსოვდეთ, რომ გაშლა ზოგადია და ამიტომ, 100%-იანი დამთხვევა არ იქნება.

თქვენ ხართ რთული ადამიანი, უფრო სწორედ ქალი რთული ბედით. ის, ვინც ბევრჯერ მოატყუეს, უღალატეს, ის, ვინც მრავალჯერ გადაიტანა ღალატი ახლობელი ადამიანების მხრიდან და ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად აისახა თქვენს ხასიათზე.ახლა თქვენ ჩაკეტილი ხართ, არავის უშვებთ თქვენთან ახლოს, თავს არანაირი ემოციის უფლებას არ აძლევთ, გაქვთ ძალიან ბევრი შინაგანი ბლოკი და შეზღუდვა.თუ ვინივე თქვენთან დაახლოებას ცდილობს, მაშინვე გრძნობთ რაიმე ცუდს და ამ ადამიანის მოშორებას ცდილობთ, თქვენი ცხოვრებიდან ამოშლას.აქ, მამაკაციც თქვენი შესაფერისია. არის ადამიანი, რომელიც ახლა გადის შინაგანი ტრანსფორმაციის რთულ პროცესს, ან მის ცხოვრებაში დადგა ცვლილებების დრო. ზოგადად, ახლა მის ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ადრე იყო. მან თვითონაც არ იცის, როგორ განეწყოს ამ ცვლილებების მიმართ.

რადგან ის თვითონ ეჭვიანი ადამიანია, ჩაკეტილი, ის ვისაც არ უყვარს ცვლილებები, სკეპტიკურადაა განწყობილი მათ მიმართ. ზოგადად, ახლა ისეა საკუთარ თავში ჩაკეტილი, რომ ცდილობს არ შეამჩნიოს ის რაც ხდება და გაურბის ყველას, ვინც მის გარშემოა.ახლა თქვენს შორის, დიდი ალბათობით ახალი ნაცნობობაა, კომფორტული ურთიერთობა, თუმცა არც მას და არც თქვენ არ გსურთ ამის აღიარება. ცდილობთ სიტუაციისა და გრძნობების გაკონტროლებას, რადგან თითოეულ თქვენგანს, არც თუ ისე დადებითი პირადი გამოცდილება აქვს.

როგორ გხედავთ ის თქვენ? მის თვალში თქვენ ხართ ქალი, რომელიც საკუთარ სამსახურზეა შეყვარებული. ის, რომელიც ძალებს არ იშურებს საკუთარი საქმისთვის და თანაც არ იღლება. არის დადებითი მომენტებიც, რომლებიც მან თქვენში დაინახა.კერძოდ ის, რომ თქვენ ჯერ კიდევ მზად ხართ გრძნობებისთვის და საბოლოოდ არ დაგიკარგავთ სიყვარულისა და ურთიერთობების რწმენა, თუმცა გარშემომყოფებსაც და საკუთარ თავსაც საპირისპიროს უმტკიცებთ. იგი ხედავს, რომ თქვენ მზად ხართ ორმხრივი გრძნობებისთვის, თუმცა თქვენ ამას საიდუმლოდ ინახავთ.რაც შეეხება გარეგნობას, მამაკაცი გხედავთ, როგორც მიმზიდველ, სექსუალურ ქალს, რომელიც აშკარად უვლის საკუთარ თავს. ვერ ვიტყვი, რომ მისთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია. მას სურს, რომ ბევრად უფრო გახსნილი დაგინახოთ, ემოციონალური კუთხით.