
2021 წლის ვარსკვლავური პროგნოზი ზოდიაქოს ქალბატონებისთვის, სამომავლოდ, პირად გზამკვლევად იქცევა.
2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ქალბატონებისთვის
- ვერძი
2021 წლის პროგნოზი ვერძ ქალს სასიყვარულო იღბალს უწინასწარმეტყველებს. თუ დიდი ხანია “აქტიურ ძებნაში” ხართ, თქვენი ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდება. ახალი წლის დადგომამდე, ყურადღება დაუთმეთ წესრიგს და მოიშორეთ ყველა ზედმეტი ნივთი – ეს მეტალის ხარს მოეწონება. რამდენადაც ახალი წელი, უმეტესობისთვის, ახალი ცხოვრების დასაწყისთან ასოცირდება, ეს გვერდი სუფთა და მყუდრო სახლში უნდა გახსნათ.
2021-ე წელი ვერძებისთვის გეგმების განხორციელებისა და მტკიცე ურთიერთობის აწყობის დროა. ამასთან, ნუ მოერიდებით, ერთი შეხედვით, თუნდაც ყველაზე უაზრო ოცნებაზე, რამდენადაც თქვენ გიყვართ ექსტრიმი და ადრენალინი!
- კურო
კუროს ვარსკვლავები მრავალ მოულოდნელობას ჰპირდება. წლის დასაწყისი საქმეებში წარმატებასა და პოზიტიურ ემოციებს გიქადით, ხოლო გაზაფხულზე, შესაძლოა, რთული პერიოდი დადგეს. თუმცა, გირჩევთ, ოპტიმისტური განწყობა შეინარჩუნოთ, შემოდგომაზე ხომ ყველა უსიამოვნო სიტუაცია გაქრება. ასტრონომიული კალენდრის თანახმად, 2021 წელს, კურო ქალმა შვებულება სექტემბერში უნდა დაგეგმოს.
მომავალ წელს, კუროს ელის იღბალი და შემოსავლის ზრდა, აგრეთვე, ახლობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესება. დიდი ალბათობით, მალე მწვავე უკმაყოფილებას განიცდით თქვენი გარეგნობით, თუმცა, ეს უბრალოდ უნდა მოითმინოთ, არ მიმართოთ ისეთ უკიდურესობებს, როგორიც პლასტიკური ოპერაციაა.
- ტყუპები
დაელოდეთ ცვლილებებს – ისინი აუცილებლად დადგება! ეს ცვლილებები ძალიან სასარგებლო იქნება: თქვენ გათავისუფლდებით დისფუნქციური შეხედულებებისგან, რომლებიც ხელს გიშლიდათ ჯანსაღი ურთიერთობის აწყობაში. 2021 წლის პროგოზი ქალბატონ ტყუპებს აფრთხილებს, რომ შემდეგი წელი სიყვარულისა და რომანტიკული ნაცნობობის ნიშნის ქვეშ გაივლის.
ამ ნიშნის წარმომადგენლების ცხოვრება იჩუხჩუხებს: სასიყვარულო რომანები, იმიჯის ცვლილებები… რას არ წააწყდება ტყუპები. მართალია, ოქტომბერში ქარიშხალი ჩალაგდება, თქვენ კი სრულყოფილად დასვენებას შეძლებთ, უბრალოდ, ამისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება სამოგზაუროდ წასვლა იქნება.
- კირჩხიბი
2021 წლის ასტრონომიული კალენდრის მიხედვით,წლის დასაწყისი საკმაოდ რთული იქნება ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალებისთვის. თქვენს ძალად იქცევა სახლი: მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახსა და საოჯახო ფუსფუსს. გაზაფხულზე, თქვენ გელით უბადლო აქტივობა, რომელიც სამსახურისკენ უნდა მიმართოთ.
ახალ წელს, 2021 წლის ჰოროსკოპის მიხედვით, კირჩხიბ ქალებს, შესაძლოა, სამსახურებრივი რომანი ელოდეთ. დაქორწინებულ წყვილს ურთიერთობაში ელის მცირე კრიზისი, რომლის შემდეგაც ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
- ლომი
თქვენი მთავარი პრიორიტეტი, პროგნოზის მიხედვით, იქნება სულიერი წონასწორობა. ეცადეთ, მოერიდოთ გადაღლასა და სტრესულ სიტუაციებს. რაც შეეხება სასიყვარულო ჰოროსკოპს, გირჩევთ, უფრო მეტად გაიხსნათ ახალი ნაცნობობისთვის. ფინანსური სიტუაციები სტაბილური და ხელსაყრელი იქნება.
გაზაფხულის ბოლოს, ლომ ქალს ელის ფინანსური კრიზისი, რომელიც მას ხარჯების შეზღუდვას აიძულებს. აი, ზაფხულზე კი შეძლებს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასტროლოგიური პროგნოზი 2021 წლისთვის ლომ ქალს მოგზაურობას ჰპირდება, რომლის დროსაც მნიშვნელოვან ნაცნობს შეიძენს.
- ქალწული
ჰოროსკოპის თანახმად, 2021 წელი ქალწული ქალებისთვის კარიერულ მიღწევებთან იქნება დაკავშირებული. დიახ, თქვენ გელით დუაჯერებელი წარმატება სამსახურსა და ბიზნესში! თუ შემოსავლის გაზრდა გსურთ, იყავით უფრო დაჟინებული და, ზოგ შემთხვევაში, ჯიუტიც კი. აი, სასიყვარულო ფრონტზე კი ქალწულს ცოტათი გაუჭირდება: თუ თილისმების გჯერათ, ოთახის მცენარეები დაალაგეთ ყველგან, სადაც დიდ დროს ატარებთ – სწორედ ისინი მოგიტანთ იღბალს რომანტიკულ ურთიერთობებში. მსხვილ შენაძენს ნუ გააკეთებთ წლის დასაწყისში, აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში.
გაზაფხულზე, ქალწული დაკავდება რაღაც ახალი პროექტით, რომელიც შთაგონების მძლავრ წყაროდ იქცევა. აგრეთვე, 2021 წლის პროგნოზის თანახმად, ქალწული ქალის მხედველობის არეში მოხვდება “მისი” ადამიანი, რომელიც, თავიდან, საერთოდ არ მოგეჩვენებათ ასეთად. ფინანსური ჰოროსკოპიც საკმაოდ კეთილისმსურველია. ქალწული შეძლებს ფულის სარფიანად დაბანდებასა და რაღაც ძვირფასი შენაძენის გაკეთებას, რაც მას ძალიან გაახარებს.
- სასწორი
2021 წლის პროგნოზი სასწორ ქალს აფრთხილებს, რომ მომავალ წელს მისი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს კეთილშობილი საშინაო ატმოსფერო. მეტი დრო გაატარეთ პარტნიორთან, ბავშვებთან და სხვა ახლობლებთან. თუ ჯერ კიდევ არ გყავთ საკუთარი ოჯახი, 2021 წელს სასწაული გელით სასიყვარულო საქმიანობაშიც – მაღალია მეორე ნახევრის პოვნის შანსი, განსაკუთრებით, ზაფხულზე.
ვარსკვლავები გევედრებიან: ნუ ეცდებით სხვების სიამოვნებას თქვენი თავის ვნებით! ჰოროსკოპის თანახმად, 2021 წელს წააწყდებით მტკიცე უარის თქმისა და საზღვრების გამოკვეთის აუცილებლობას. წლის მეორე ნახევარში, სასიყვარულო თავგადასავალი იჩენს თავს ან ძველი რომანი განახლდება.
- მორიელი
ასტრონომიული კალენდარი მორიელ ქალებს მოულოდნელ ცვლილებებს უქადის, რომლებიც ნამდვილ ბედნიერებამდე მიიყვანს. თუმცა, ძალიან უნდა ეცადოთ ყველა ამ კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. შავი ღრუბელი შეიძლება გადაეფაროს ახალ ურთიერთობებს, თუმცა, თქვენ შეგიძლიათ ძალების მოკრება და ყველაფრის მოწესრიგება.
ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, ნუ გაუშვებთ მათ ხელიდან! გაზაფხულზე გელით ფინანსური ჯილდო. გაჩნდება მრავალი რუტინული სამუშაო, რომლებიც დაგღლით, ახლობლებს კი ყურადღებას ვეღარ დაუთმობთ. გადაღლას შეუძლია ქრონიკული დაავადებების გამწვავებაც. უფრთხილდით კრედიტებსა და სესხებს.
- მშვილდოსანი
წლის დასაწყისი ამ ქალმა უნდა მიუძღვნას სამსახურებრივი და ფინანსური დავალებების ამოხსნას. აპრილში შეძლებთ ფოკუსის პირად ცხოვრებაზე გადატანასა და ახალი სასიყვარულო თავგადასავლების გადატანას. თუ ურთიერთობაში ხართ, მეტი დრო დაუთმეთ თქვენს პარტნიორს. რომანტიკული სფეროს გარდა, წარმატება გელით შემოქმედებით წამოწყებებსა და პროექტებში.
თქვენი ენერგია ახალ წელს კანში ვეღარ დაგატევთ. თუმცა, ამ თვისებას თან მოჰყვება ცვალებადობა და იმპულსურობა, რომელთა მოთვინიერება უნდა ისწავლოთ. თუ სირთულეები დაგატყდებათ თავს, 2021 წლის ჰოროსკოპი გირჩევთ გათვითცნობიერების ფსიქოლოგიურ პრაქტიკას – დამიწებას.
- თხის რქა
ასტრონომიული კალენდარი ამბობს, რომ ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალები უნდა დაფიქრდნენ სამსახურის შეცვლაზე, თუ ეს მანამდეც უნდოდათ. ნუ შეგეშინდებათ თამამი ბიზნეს-იდეების წამოყენება, მიისწრაფეთ ზემოთ კარიერულ კიბეზე და, რაც მთავარია, არ დანებდეთ! მეტალის ხარი 2021 წელს თქვენს წარმატებას უზრუნველყოფს.
2021 წლის ყველაზე იღბლიან პერიოდად ამ ნიშნისთვის ზაფხული იქცევა. ამ დროს თქვენ გელით ახალი ნაცნობობა და მოგზაურობა. თუმცა, შესაძლოა ფინანსურ დანაკლისს წააწყდეთ, რომლიც კომპენსაციისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.
- მერწყული
მერწყული ქალისთვის, მომავალი წელი სასიყვარულო ურთიერთობებში იქნება ხელსაყრელი. არამხოლოდ! აგრეთვე, მერწყულს იღბალი ფინანსურ საკითხებშიც ელის. თუმცა, იგი მუდმივი არ იქნება, ამიტომ, მდგომარეობის შესანარჩუნებლად, საჭიროა ძალისხმევის დატანება და მოთმინების გამოჩენა. ძვირადღირებული შენაძენები გადადეთ ზაფხულამდე ან 2021 წლის ბოლომდე.
ეს წელი მერწყულ ქალებს პირად ცხოვრებაში სირთულეებს ჰპირდება, თუ ისინი ვერ შეძლებენ ემპათიის გამოვლენას. არც სხვების წაკბენა მოგიტანთ რამე კარგს. ზაფხულზე, ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას, თორემ შემოდგომაზე დაავადებას ვერ აიცილებთ თავიდან. ზამთარში ჰოროსკოპი ძალების მოზღვავებას გპირდებათ.
- თევზები
გაზაფხულზე ასტრონომიული კალენდარი თევზებისთვის სასიამოვნო მოულოდნელობითა და ყველა სფეროში წარმატებითაა სავსე. თუმცა, ამ მხიარულ რგოლში მნიშვნელოვანია, არ დაკარგოთ საღად აზროვნების უნარი და არ ჩაებათ აავნტურებში. შემოდგომასა და ზამთარში, ვარსკვლავები გიჩურჩულებენ, რომ არ ღირრს ცდუნებებისკენ სვლა. ზაფხულში, ჰოროსკოპი ქალებს ურჩევს, არ გარისკონ და საღად შეაფასონ თავიანთი შესაძლებლობები. ეცადეთ, გაუმკლავდეთ იმპულსურობას და არ იმოქმედოთ გაუაზრებლად.
პროგნოზის მიხედვით, ქალი-თევზები ისწავლის ადამიანის ისეთად მიღებას, როგორიც არის, რაც დადებითად აისახება სულიერ მდგომარეობასა და პიროვნებათშორის ურთიერთობებზე. თევზების ცხოვრებასი, შესაძლოა, გაჩნდეს როგორც ახალი, ისე ძველი კავალერი. ამ უკანასკნელთან გაგიჩნდებათ ხელახლა დაწყების სურვილი, ნუ შეცდებით.