
მერკური, კომუნიკაციების პლანეტა წელიწადში, ჩვეულებრივ, დაახლოებით სამ კვირას ატარებს თითოეულ ნიშანში, თუმცა, 2020 წელს, რეტროგრადიულობის გამო, იგი მორიელში დაახლოებით 2 თვეს დაჰყოფს. პირველად, მან მორიელში სექტემბერში შეაღწია, შემდეგ რეტროგრადიულად იქცა სასწორში და, ისევ, “გამარჯობა”. ახლავე მოგიყვებით, თუ რა გელით ამ ტრანზიტის დროს.
ეს ტრანზიტი თქვენ და გარშემომყოფებს უფრო ემოციურს ხდის, ხოლო ურთიერთობები უფრო ღრმავდება და სერიოზულდება. ზოგადად, როცა სიღრმეზე მორიელთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, პროგნოზირება რთულია: შესაძლოა, საუბარი იყოს სექსზე, ან, თუნდაც, სულიერ ურთიერთობაზე. რეტროგრადიული მერკური დასრულდა, თუმცა, გახსოვდეთ, რომ გარკვეული დრო კიდევ შეიგრძნობთ რეტროჩრდილის ეფექტს. ახლა სწორედ ის დროა, შევაჯამოთ, დავწვათ ხიდები და ვისწავლოთ გაკვეთილები.
- ვერძი
ნებისმიერი გაუგებრობა თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის, საბოლოოდ, დასრულდება. თქვენ ისევ ერთ ენაზე დაიწყებთ საუბარს. თუ ცხოვრებაში უეცრად გამოჩნდა ყოფილი შეყვარებული, უჩვეულო განზრახვებით, ისიც სწრაფად იპოვის გასასვლელ კარს. თუ გეჩვენებოდათ, რომ თქვენს მიმდინარე ურთიერთობას ნაპერწკალი აკლდა, ახლა უკვე იპოვით მას. ყველა თქვენი ფულადი სირთულე, რომლებიც ნასესხებ ფულს ეხება, წარსულს ჩაბარდება. გილოცავთ!
- კურო
რეტროგრადიულმა მერკურიმ სერიოზულად ავნო თქვენს ერთი-ერთზე ურთიერთობას: პარტნიორთან, დაქალთან თუ კოლეგასთან. ალბათ, ბოლო დროს ხშირად კამათობდით, თუმცა, მერკური ერთ რამეს აუცილებლად გასწავლიდათ: ან კომპრომისზე წავალთ, ან არსადაც არ მივდივართ. რამდენადაც თქვენ ასეთი ფიქსირებული ნიშანი ხართ, ეს გაგიჭირდებათ, თუმცა, აუცილებელია, რამდენადაც დათმობისა და მოლაპარაკების უნარის გარეშე, ადგილიდან დაძვრა შეუძლებელია, თუ გუნდურად მუშაობთ.
- ტყუპები
თუ ბოლო დროს გრძნობთ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ესე იგი, დიდი ალბათობით, ეს თქვენი გადატვირთული სამსახურის ბრალია. გეგმები იშლებოდა, შეხვედრები გვიანდებოდა, ელექტრონული წერილები არასწორ ადრესატამდე აღწევდა – მოკლედ, კატასტროფა იყო. მუდმივი სტრესის გამო, ორგანიზმში პრობლემები შეიქმნა. ახლა კი, როგორც იქნა, თავს მობილიზებულად და საღ აზრზე იგრძნობთ. დაუთმეთ ყურადღება ჯანმრთელობას, ამის შემდეგ კი თავიდან დაიწყეთ გეგმების დასახვა.
- კირჩხიბი
სექტემბრის მერკური მორიელში დაგეხმარათ სიყვარულისა და ვნების მოზიდვაში, შემდეგ კი, რაც რეტროგრადული გახდა, ყველაფერი დაინგრა. ადამიანი, რომელთან შეხვედრაზეც ოცნებობდით, მოულოდნელად ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც წარმოგედგინათ. მეორე მხრივ, მერკური ისევ პირდაპირია, და თქვენს ცხოვრებაში ისევ ბრუნდება სიყვარული, სექსი და რომანტიკა.
- ლომი
შესაძლოა, ოჯახის წევრებთან პრობლემები გაქვთ. ალბათ, გეჩვენებოდათ, რომ თითქოს თქვენი მწყობრიდან გამოსაყვანად შეთქმულება მოაწყვეს. მორჩა, ყველაფერი დასრულდა. ახლა მორიელში შესული მერკური მოგცემთ მოდუნებისა და სულიერი მოსვენების დროს, როგორც იქნა, სახლში თავს მყუდროდ იგრძნობთ. სხვათა შორის, სახლის ინტერიერის შცვლა, მყუდროების დანერგვა, სითბოს შეტანა ახლა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.
- ქალწული
რეტროგრადული მერკური თქვენს ცხოვრებაზე სხვებზე უფრო ცუდად აისახა: ხელებიდან ყველაფერი გიცვიოდათ, ელექტრონული წერილები ქრებოდა ან არასწორ ადრესანტს ეგზავნებოდა, ვერ ასწრებდით ყურმილის აღებას მნიშვნელოვანი ზარების დროს. მოკლედ, ერთი დიდი კოშმარი იყო. ახლა, თქვენი მწარე გამოცდილებით ისწავლეთ, რა არის ყურადღებიანობა და რატომაა იგი ასეთი მნიშვნელოვანი.
- სასწორი
რეტროგრადიული მერკურის პერიოდში, თქვენი ფინანსური მდგომარეობა იქეთ-აქეთ მერყეობდა: მანამდე უნახავი სიმდიდრიდან სესხის აღების საჭიროებამდე. იმედია, ახლა ყველაფერი დასტაბილურდება, თქვენ კი დაახლოებით მაინც მიხვდით, როგორ დახარჯოთ და დააგროვოთ ფული სწორად. კარგი იქნება სასარგებლო ჩვევების შემოღება – დილაობით ადრე ადგომა და მეტი წყლის დალევა.
- მორიელი
თუ ამას კითხულობთ, გილოცავთ, ესე იგი, შეძელით – გადარჩით! რამდენადაც მერკური რეტროგრადულად თქვენს ნიშანში იქცა, მისი დარტყმა ყველაზე მეტად სწორედ თქვენ იგრძენით (თქვენთან შეჯიბრება მხოლოდ ქალწულს თუ შეუძლია). ახლა, როცა მერკური თქვენს ნიშანში სწორად დაბრუნდა, შეგიძლიათ, სასწაულები მოახდინოთ. ყველაფერი, რაც მერკურის უკავშირდება – ურთიერთობა, ძებნა, დაგეგმარება – უპრობლემოდ გაგრძელდება. კარგი დროა ახალი მეგობრების შესაძენად.
- მშვილდოსანი
ეს მერკური, შესაძლოა, ძალიან უხეშად მოგჩვენებოდათ. მან გაააქტიურა თქვენი ნატალური რუკის მეთორმეტე სახლი, რომელიც პასუხს აგებს იზოლაციაზე, ესე იგი, გარკვეული დროით, მთელ სამყაროს იყავით მოწყვეტილი. მეგობრები, რომლებთან კავშირიც დაკარგეთ, კოლეგები, რომლებთანაც პრობლემები შეგექმნათ, თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდებიან. ისინი არ შეცვლილან, თუმცა, ახლა მათთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაგიმარტივდებათ. ახლა, როცა მერკური დასრულდა, შეძლებთ მათთან კავშირის ხელახლა შეფასებასა და გადაწყვეტას, თუ ვინ უნდა დაიტოვოთ თქვენს ცხოვრებაში, ხოლო ვინ უნდა გააგდოთ.
- თხის რქა
თქვენს გუნდში, ბოლო დროს, არც ისეთი სახარბიელო ატმოსფერო სუფევდა: ჭორები, უთანხმოებები, გაუგებრობები… დიდი ალბათობით, ამ ყველაფერმა ძალიან დაგღალათ. თიმბილდინგის დრო დადგა. თუ გაგიჩნდათ ისეთი შეგრძნება, რომ ზოგიერთი ადამიანისგან თავი შორს უნდა დაუჭიროთ, ენდეთ ინტუიციას. იგი იშვიათად, თუმცა ზუსტად ისვრის.
- მერწყული
მთელი ძალით მუშაობდით, ისახავდით ამბიციურ მიზნებს, თუმცა, რეტროგრადიული მერკური არ გაძლევდათ ამ ყველაფრის განხორციელების საშუალებას, მუდმივად რაღაცით გიშლიდათ ხელს. ეს კარგი დრო იყო სიტუაციის გასაანალიზებლად და საკუთარი მოქმედებების შესაფასებლად. მოკლედ, თუ დიდი ხანი ელოდით დაჯილდოებას, ახლა ძალიან ახლოს ხართ მასთან.
- თევზები
რეტროგრადიულმა მერკურიმ თქვენი ცხოვრების ორ სფეროზე მოახდინა გავლენა: განათლებასა და მოგზაურობაზე. ამ სფეროებში, შესაძლოა, სირთულეებს წააწყდით (მართალია, ახლა მოგზაურობაში ყველას ეშლება ხელი). შესაძლოა, ტექნიკურ პრობლემებს, ინტერნეტის შეწყვეტას ან განრიგის დარღვევას ჰქონდა ადგილი. ახლა თქვენს ცხოვრებას მხოლოდ ცოტაოდენი ტაიმ-მენეჯმენტი სჭირდება.