როგორ გადავჭრათ ჩაზრდილი თმის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ

0
538

არამგონია, საჭირო იყოს იმაზე საუბარი, თუ რამდენად უსიამოვნო შეგრძნებაა ჩაზრდილი თმა. თუ ერთხელ მაინც შეხვედრიხართ მსგავს პრობლემას, ტკივილსა და წვას ვერ დაივიწყებდით. თმის ჩაზრდა მაშინ ხდება, როცა იგი იხრება და უკან, კანში იზრდება. გარედან ეს მოწითალო, უმტკივნეულო მონაკვეთი ან თეთრი მუწუკია. შეიძლება მისი უპრობლემოდ მოშორება? კი!

1. აქერცლვა

თმის ჩაზრდა იმიტომ ხდება, რომ თმის ფოლიკულები იხერგება კანის მკვდარი უჯრედებით.თუ მათ კვირაში ერთხელ ჩამოიწმენდთ, ისინი პროცესს ხელს აღარ შეუშლის. არ დაგავიწყდეთ კანის შეუმჩნეველ მონაკვეთზე შესაძლო ალერგიის შემოწმება.

2. დეპილაციის კრემი

ჩაზრდილი თმა, ხშირად, პარსვის შედეგია: თუ თმა ჩაზრდისკენაა მიდრეკილი, მას უფრო ბასრი დაბოლოება აქვს, რომელიც კანის გახვრეტაში უწყობს ხელს. უმჯობესია, შეწყვიტოთ მისი პარსვა, თუმცა, თუ ეს შეუძლებელია, გადადით დეპილაციის კრემზე.

3. კარგი სამართებელი

თუ მაინცდამაინც პარსვის გაგრძელება გსურთ, შეწყვიტეთ ამის კეთება ერთჯერადი საპარსით (რომელსაც, ხშირად, არაერთხელ ვიყენებთ). სამართებელი სწრაფად ბლაგვდება, შედეგი კი საშინელია ხოლმე. იყიდეთ ხარისხიანი მრავალჯერადი სამართებელი ან ელექტროსამართებელი.

4. გაიხსენეთ საპარსი კრემი

არავითარი საპონი! სამართებელი კანზე მარტივად უნდა სრიალებდეს. ნუ გამოიყენებთ მას მგრძნობიარე ან ანთებულ ადგილებზე.

5. გაიპარსეთ სწორი მიმართულებით

თმის ზრდის მიმართულებით. თუ საწინააღმდეგო მხარეს იმოძრავებთ, თმას ბასრი დაბოლოება გაუჩნდება, რაც კანის გახვრეტაში შეუწყობს ხელს.

6. პარსვის შემდგომი მოვლა

დაიმუშავეთ გაპარსული ადგილები სალიცილის მჟავის შემცველი სპეციალური ლოსიონით, რათა კანის მკვდარი უჯრედები მოიშოროთ და თმას ჩაზრდის შესაძლებლობა წაართვათ.

7. უკვე ჩაზრდილი თმა

ნუ ეცდებით თმის ხელით ამოღებას – იგი კანში მხოლოდ უფრო ღრმად ჩაიზრდება. ან გაავრცელებთ ბაქტერიებს და გამოიწვევს ინფექციებს. მცირე ზომის ჩაზრდილ თმას ნუ შეეხებით – ისინი თავისთავად დაიღუპება. თუ მას ხედავთ და პოტენციურად შეგიძლიათ ამოღება, გამოიყენეთ პატარა პინცეტი, ოღონდ, მანამდე გაასტერილეთ. არ გამოგდით? დაანებეთ თავი და მიმართეთ დერმატოლოგს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ