კარგია თუ არა თავქარიანობა: რატომ უნდა იცხოვროთ უდარდელად

0
488
Photo credit: Getty Images

ერთი მხრივ, ძალიან კარგია ცხოვრების დინებაში ღიმილით ცურვა. მეორე მხრივ კი ჩნდება კითხვა: საბოლოოდ, სადამდე მიხვალთ? მოდით, გავერკვეთ თქვენი თავქარიანობის დადებით და უარყოფით მხარეებში.

  • თავქარიანობა ურთიერთობებში

ასეთი ურთიერთობები თავისთავად, თქვენი აქტიური მონაწილეობისა და გულითადი განცდების გარეშე ვითარდება. წარმოსახვაში არ იზომავთ საქორწილო კაბებს, არ ურჩევთ სახელებს თქვენს მომავალ ბავშვებს და არ სწავლობთ მისი გვარით ხელმოწერას ნებისმიერ ფურცელზე. ეს სიტუაცია მიგიყვანთ იმ “იქს” საათამდე, როცა ყველაფერი შეუქცევადი ხდება და უეცრად თავს სალონში აღმოაჩენთ – არჩევთ საქორწილო ვარცხნილობას.

Photo credit: Getty Images

დადებითი მხარეები

თავქარიანი ურთიერთობა მოვალეობებისგან თავისუფლება, სიყვარულიდან სიყვარულამდე შესვენებაა, სწორედ ამიტომაა იგი ასეთი მიმზიდველი. მისი წამოწყება მარტივია, კომფორტულია მასში მონაწილეობის მიღება მანამ, სანამ ცხოვრება, ამ ახალგაზრდა პარტნიორის სახით, არ დაგვაყენებს კითხვის ქვეშ, არ გვაიძულებს ან ამ მოვალეობების თავზე აღებას, ან განშორებას.

უარყოფითი მხარეები

ურთიერთობაში თავქარიანობა აუტანელი ხდება, როცა მხოლოდ ერთი მხარე თვლის მას ასეთად. სინანული ჩნდება არა ასეთი ურთიერთობის ან თქვენი მისადმი დამოკიდებულების გამო, არამედ იმ მამაკაცის გამო, რომლისთვისაც ეს ყველაფერი სერიოზული და ნამდვილი იყო. რომელიც, თქვენგან განსხვავებით, საბავშვო ოთახს გეგმავდა თავის ვინაში, ახლა კი მეგობრებს იმას უყვება, რომ თავქარიან ქალბატონებთან გაცნობა სასიამოვნოა, თანაცხოვრება – აუტანელი. თავის იმ აზრით დამშვიდება, რომ თავქარიანი ქალი მხოლოდ თავქარიანს გააცურებს, სერიოზული კი – სერიოზულს.

  • თავქარიანობა სამსახურში

პროკრასტინაცია თქვენი მეორე სახელია: რატომ არ უნდა ისხდეთ სოციალურ ქსელში, სამუშაო დროს, თუ მაინც შეგიძლიათ, სრულყოფილად იმუშაოთ მხოლოდ მაშინ, როცა დედლაინი მოახლოვდება?

Photo credit: Getty Images

დადებითი მხარეები

ასეთი მიდგომის დადებითი მხარე ისედაც თვალსაჩინოა, რამდენადაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კარიერული შენების უხალისო პროცესს. თავისი არსით, სამსახურისადმი არასერიოზული დამოკიდებულება გადატვირთვისგან გვიცავს, ენას ვუჩვენებთ წესებს, რომელთა შეცვლაც ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვმართებს, ბევრი ადამიანის მიმართ, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ გვაქვს უფლება, ამოვისუნთქოთ. გარდა ამისა, ტვინი, რომელიც არაა შეცდომის დაშვების შიშით შეპყრობილი, აჩენს ახალ იდეებს და თავის მეპატრონეს იმპროვიზაციის გენიოსად აქცევს (თვისება, რომელიც კრეატიულ პროფესიებში შეუცვლელია).

უარყოფითი მხარეები

სხვა საქმეა, როცა მიმდინარე საქმეებთან დაბრუნება უსასრულოდ გადაიდება, სამსახურისადმი უთავბოლო დამოკიდებულება კი სავიზიტო ბარათად იქცევა ხოლმე. სულელური დიდება თანამშრომლისა, რომელსაც ვერაფერ სერიოზულს ვერ ანდობთ, ფაქსის გაგზავნის გარდა, წინ უდგება შემოქმედებით თვისებებს და ქმნის რეპუტაციას, რომლისგან გათავისუფლება მარტივი არ იქნება. პასუხისმგებლობისგან თავისუფლება მოითხოვს სიტუაციის მუდმივ კონტროლს, რათა დროულად ამოიცნოთ ის ზღვარი, რომლის მიღმაც თავქარიანობა პასუხისმგებლობის კოლეგებზე გადაკიდება ჩანს.

  • თავქარიანობა ცხოვრებაში

მოულოდნელად გაეშურეთ ავტოსტოპით სამოგზაუროდ? მთელი წლის პრემია ბარში გატარებულ ერთ ღამეში გაფლანგეთ? უცნობთან ერთად გაიღვიძეთ? რატომაც არა?

Photo credit: Getty Images

დადებითი მხარეები

ასეთი უეცარი თავგადასავლები ბიოგრაფიას ზღვის ფონზე გარუჯული სტანდარტული ფოტოების ალბომზე უფრო საინტერესოს ხდის. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა არასერიოზული დამოკიდებულება ფულთან, რომელიც საკუთარი შრომით გამოიმუშავეთ: გულუხვები, ტრადიციულად, საზოგადოებისგან უფრო მეტ თანაგრძნობას იღებენ, ვიდრე ძუნწები და ხელმომჭირნეები. ფულთან განშორება წამიერი სიამოვნებისთვის – ნუთუ, ეს არაა თავისუფლება წინაპირობებისა და გათვლისგან? მთავარია, რომ ხელფასამდე შიმშილის მარტო ატანა მოგიხდებათ: ეს სოციალურად არ გავნებთ, სამაგიეროდ, მიიღებთ გახდომის შანსს. უდარდელობის მთავარი საყოფაცხოვრებო ღირსებაა უნარი, გადაჭრათ პრობლემა მისი დადგომის დროს და არა მანამდე: ასე მრავალი დრო და ენერგია თავისუფლდება, რომლებიც, სხვა შემთხვევაში, დაიხარჯებოდა შესაძლო რისკების გააზრებაში.

უარყოფითი მხარეები

თუმცა, ნებისმიერი თავისუფლება, თუნდაც საკუთარი დამოუკიდებელი არსებობა, მოითხოვს გონივრულ შეზღუდვებს: უდარდელობიდან სულერთობამდე ერთი ნაბიჯია, მისი ჩვევად ქცევა კი ძალიან მარტივია. ბუნების უდარდელობა უზრუნველი ცხოვრების გარანტიას ვერ მოგცემთ, ამასთან, ყურადღებით უნდა იყოთ არამხოლოდ სხვების, მათი გრძნობებისა და ცხოვრებების მიმართ, არამედ საკუთარი თავისადმიც. სასიამოვნოა დიადი ჯანმრთელობით ტრაბახი და იმ ადამიანების დაცინვა, რომლებიც ერთმანეთისგან არჩევენ კინოლოგსა და რევმატოლოგს. მეორე მხრივ, თავქარიანი დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობისადმი ისევ შიშის ბრალია – სისუსტის, დაავადებისა და სიკვდილის შიში. თავქარიანს ურჩევნია, არ იცოდეს, რომ არ იფიქროს და არ გააკეთოს, სწორედ ამაშია მისი არგუმენტების სისუსტე.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ