
რატომ ჩნდება სხეულზე გამონაყარი, როგორ ვებრძოლოთ მას და როგორ მოვუაროთ კანს სწორად? ამ კითხვებზე პასუხს Yves Rocher-ის ექსპერტი, მარია გალკინა გაგვცემს.
რატომ ჩნდება აკნე სხეულზე?
უმეტესწილად, ანთება იმ ზონებში ჩნდება, რომლებზეც ქონის ჯირკვლები უფრო მეტი, დიდი და აქტიურია. სამიზნედ ითვლება სახე, ზურგი და მკერდის ზედა ნაწილი. ზურგზე გამოსულ აკნეს დერმატოლოგები ბაკნეს უწოდებენ (back – ზურგი, acne – აკნე).
მისი გაჩენის ძირითად მიზეზად ითვლება ქონის ზედმეტად აქტიური ჯორკვალი. მისი გამოწვევა შეუძლია ჰორმონალურ დისბალანსს, გენეტიკურ წინასწარგანწყობილებას, დიეტის დარღვევებს, სტრესს, ზოგიერთ პრეპარატს. აგრეთვე, გარეგან ფაქტორებსაც – მჭიფრო ტანსაცმელი სინთეტიკური ქსოვილისგან, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება (რუჯი), კანის არასწორი მოვლა, ჭარბი ოფლგამოყოფა.
როგორ მოვუაროთ სხეულის კანს, ანთების თავიდან ასაცილებლად?
მიიღეთ შხაპი დღეში ორჯერ, რბილი სარეცხი საშუალებების გამოყენებით. კვირაში ერთ-ორჯერ შეიზილეთ კანში სკრაბი ან ჰომაჟი – ეს აუცილებელია კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად და ქონის ჯირკვლების ჩახერგვის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სკრაბები ანთების დროს – ასე სიტუაციას გააუარესებთ.
ჩამოიბანეთ სხეულის კანი თმის დაბანის შემდეგ და არა მანამდე, თორემ ჭუჭყისა და შამპუნების კვალი აკნეს გამოიწვევს. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივი ქსოვილების და უფრო თავისუფალი სილუეტის ტანსაცმელს, აგრეთვე, მოერიდეთ ხანგრძლივ ხახუნს (ქამრის, ჩანთის ან ზურგჩანთისგან).
რისი გაკეთება არ შეიძლება?
არ გამოიყენოთ შხაპის ჯაგრისები ან სახეხები და არ გადააჭარბოთ სკრაბების გამოყენებას – ეს კანის ტრავმიმრებას გამოიწვევს და გაზრდის ანთების რაოდენობას. არავითარ შემთხვევაში არ ჩაატაროთ დამოუკიდებელი “წმენდა” და არ გახეთქოთ ჩირქოვანი დაგროვებები – ეს გაამწვავებს პროცესს და წარმოქმნის ნაწიბურებს. მიუხედავად პოპულარული მითებისა, ნუ ივლით სოლარიუმში ან პლაჟზე, გარუჯვის მიზნით – ანთებითი პროცესები ამით არ შემცირდება. უი-სხივები აკნეს გაჩენის ერთ-ერთი პროვოკატორია, ამიტომ, დროებითი ხანმოკლე გაუმჯობესების შემდეგ, აუცილებლად მიიღებთ გამწვავებას.
რომელი საშუალებები გამოვიყენოთ?
სხეულის პრობლემური კანის მოსავლელად, სახის მოვლის საშუალებებიც გამოდგება. შხაპში გამოიყენეთ გამწმენდი გელი პრობლემური ან ცხიმიანი კანისთვის (კარგი იქნება, თუ იგი შეიცავს თუთიას, სალიცილის მჟავას, მცენარეულ ექსტრაქტებს). ანთებებზე წერტილოვნად წაისვით პრობლემური კანისთვის განკუთვნილი ლოკალური საშუალებები.
რომელი პროცედურები დაგვეხმარება?
ანთების მკურნალობა კომპლექსურ მოვლას მოითხოვს. დაიცავით ჰიგიენის წესები, გამოიყენეთ ლოკალური კოსმეტიკური საშუალებები, ჩაიცვით სწორი ტანსაცმელი. აუცილებლად გადახედეთ კვებასა და ცხოვრების წესს. თუმცა, არ დაივიწყოთ: აკნეს გაჩენა (თუნდაც სხეულზე), ხშირად, უკავშირდება ჰორმონალური ფონის ცვლილებებს – ნუ დაკავდებით თვითმკურნალობით და მიმართეთ ექიმ-დერმატოლოგსა და ექიმ-გინეკოლოგს კონსულტაციისთვის.