
ახლა კენკრის სეზონია და ყველა მწიფე ალუბალს დაესია. ზოგი მას ახალს მიირთმევს და ვიტამინებით მარაგდება, ზოგი ზამთრისთვის ამზადებს კენკრის მურაბას, ჟელეს და კომპოტს, ზოგი კი მას ყინავს. ყველამ არ იცის, რომ შესაძლებელია არა მხოლოდ კენკრის გამოყენება, არამედ მისი ფოთლებისა და ტოტებისაც. ამ კენკრის ახალგაზრდა ტოტების გამოყენებაც კი შეიძლება კულინარიასა და მედიცინაში. Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, რაში მდგომარეობს ალუბლის ტოტების სარგებელი და როგორ უნდა უნდა მივიღოთ მისი მაქსიმუმი.
ამის გაკეთება წარმოუდგენლად მარტივია. სანამ ჯერ კიდევ არსებობს ამის შესაძლებლობა, მოჭერით რამდენიმე ახალი ტოტი და მოამზადეთ სურნელოვანი ჩაი. მისი შეუდარებელი გემოს გასინჯვის შემდეგ, დაიწყეთ მათი ზამთრისთვის მომზადება. გააშრეთ ალუბლის ტოტები, რათა გქონდეთ მთელი წლის განმავლობაში. იმის გათვალისწინებით, რომ ამ კენკროვანი ხის ტოტები დადებითად მოქმედებს სხეულზე და აქვს საოცარი გემო, თქვენ მხოლოდ მოგებული იქნებით!
ალუბლის ტოტების სარგებელი ორგანიზმისთვის
ღვიძლის დაავადებისთვის – ნაღველ-კენჭოვანი დაავადებისას, ისევე როგორც ღვიძლის დაავადებებისას, ექიმები პაციენტების რაციონში ალუბლის ნაყენს ამატებენ. ამ ნაყენის მოსამზადებლად საუკეთესოა კენკრის ხის ფოთლები და ტოტები, რომლებიც თავისით ჩამოვარდა. საჭიროა მათი შეგროვება და გაშრობა. ამ ინგრედიენტების გამოყენებით ნაყენი მზადდება, როგორც ჩვეულებრივი ჩაი. საჭიროა დაახლოებით 100 მლ-ის მიღება – დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ეს უნდა გაკეთდეს 2-3 თვის განმავლობაში.
დაგჭირდებათ:
- ალუბლის ტოტები;
- კენკრის ფოთლები;
- წყალი.
მომზადების მეთოდი:
- 1. წვრილად დაჭერით მშრალი ტოტები. ალუბლის ფოთლები ხელით დააქუცმაცეთ.
- 2. ჩაიდანში ჩაყარეთ 2 ს.კ დაჭრილი ტოტები. დაამატეთ ალუბლის ფოთლები. დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი.
- 3. გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით ნაყენი გაწურეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში.
ფეხების დაღლილობის შემთხვევაში – ალუბლის ტოტები ფეხის მოვლაშიც გვეხმარება. მათი გამოყენება იძლევა დაღლილობის მოხსნის საშუალებას, ხოლო სწორი ინგრედიენტის დამატებისას არბილებს ტერფის კანს, ხდის მას ნაზსა და გლუვს. გამოიყენეთ ეს საშუალება რეგულარულად – და ეფექტით გაოცდებით!
თქვენ დაგჭირდებათ:
- ახლად მოჭრილი ალუბლის ტოტები;
- წყალი;
- რძე.
მომზადების მეთოდი:
- 1. ტოტები მოათავსეთ ქვაბში და დაასხით მდუღარე წყალი. ადუღების შემდეგ გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთის განმავლობაში.
- 2. ნახარში ცეცხლიდან გადმოდგით. გადაწურეთ მარლაში და დატოვეთ გასაცივებლად.
- 3. გააგრილეთ ნახარში ოთახის ტემპერატურამდე, შემდეგ ჩაასხით ცოტაოდენი რძე და კარგად აურიეთ. მზა საშუალება დღეში ორჯერ (დილით და საღამოს) წაისვით ფეხებზე, მასაჟის ნაზი მოძრაობებით.
ორი ასეთი ნახარში (შინაგანი და გარეგანი გამოყენებისთვის) ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ალუბლის ტოტების ნახარშის დალევამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, შემდეგ კი თამამად მოამზადეთ იგი და ამით დაეხმარეთ თქვენს ორგანიზმს.