
ჩვენ მივეჩვიეთ ვარსკვლავების ნახვას მაკიაჟით, რომელიც ხაზს უსვამს მათ გარეგნულ ღირსებებს და იდეალურ კერპებად აქცევს. თუმცა, გვავიწყდება ხოლმე, რომ რეალურ ცხოვრებაში, ისინიც ჩვენნაირი ადამიანები არიან – პიგმენტაციებით, გამონაყარით, თვალქვეშა ტომებითა და პატარა თვალებით. გაინტერესებთ მათი ფოტოები მაკიაჟამდე და მის შმედეგ? მაშინ, დაათვალიერეთ ჩვენი სტატია.
კეშა
არც ისე დიდი ხნის წინ, კეშას მთელი სახე ჭორფლით ჰქონდა დაფარული. მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს გოგონები სპეციალურ მარკერებს ყიდულობენ სახეზე ჭორფლის იმიტირებისთვის, მომღერალი მათ მონდომებით ფარავდა ტონალური კრემითა და კორექტორით. ამაოდ! მას პიგმენტაცია ძალიან უხდება: იგი მაშინვე ავთენტური და მომხიბლავი ხდება. კარგია, რომ ახლა კეშა უფრო თავდაჯერებულია ამ თვალსაზრისით – ახლა იგი უფრო ხშირად ჩნდება ინტერნეტში უმაკიაჟოდ ან მინიმალური რაოდენობის კოსმეტიკით.
სოფია ვერგარა
როგორც მივხვდით, სოფია ვერგარას როზაცეა აქვს, რომლის არსებობის შესახებ არასდროს გვიეჭვია, სანამ ქსელში მსახიობის ეს სელფი არ გაჩნდა. ესაა საკმაოდ გავრცელებული დაავადება, რომელსაც ყველა საგულდაგულოდ ფარავს. მსახიობი მაშინვე გამონაკლისად იქცა – გოგონას ვიზაჟისტი ტონალურ კრემს ზემოდან ფერუმარულს უსვამს. კარგი იქნება, თუ სოფია დაავადების შესახებ უფრო ხშირად ისაუბრებს, რათა მსგავსი პრობლემის მქონე გოგონებს თავდაჯერებულობა შემატოს.
კაილი ჯენერი
გაგიკვირდებათ და, კაილის არც ისეთი იდეალური კანი აქვს, როგორც მის ინსტაგრამზე ხედავთ. რეტუში გვაჩვენებს, რომ მოდელს არამხოლოდ კანის სიწითლე, არამედ გაფართოებული ფორებიც აწუხებს. რეალურად, ტონალური კრემისა და ფილტრების მიღმა იმალება ჭორფლები და გამონაყარი – ყველაფერი, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. ნაცვლად საკუთარი თავის იდეალიზებისა, ბიზნესვუმენს შეუძლია, თავის გამომწერ მოზარდებს დაეხმაროს მათი გარეგნობის ისეთად მიღებაში, როგორიც არის: გამონაყარი, პიგმენტაციები და განსხვავებული ტექსტურა – ეს ყველაფერი ნორმალურია.
დემი ლოვატო
საყვარელი ჭორფლები აქვს დემი ლოვატოსაც, რომელსაც უყვარს ტონალური კრემის სქლად წასმა წითელ ხალიჩაზე გასვლამდე. ეს ჩვენში ხშირად იწვევდა კითხვებს: რატომ იღებება ასე მკვეთრად, თუ მომღერალს იდეალურად სუფთა და გლუვი კანი აქვს? რატომ უნდა დაფაროს ჭორფლები, როცა ისინი გარეგნობას ხიბლს სძენს? ალბათ, დემიმ თავის თაყვანისმცემლებს მოუსმინა და დაიწყო ტონალური კრემის ფენის შეთხელება, ამიტომ, ხანდახან, მისი ჭორფლებიც ჩანს ხოლმე. სხვათა შორის, მან ჩვევად შემოიღო ყოველკვირეული უმაკიაჟო სელფის გაზიარება თავისი მიმდევრებისთვის.
კარდი ბი
შეღებილი და უმაკიაჟო კარდი ბი ორი რადიკალურად განსხვავებული ქალია. რეპერი, მეიქაფის დახმარებით, ფორმას უცვლის ცხვირს, ვიზუალურად ამცირებს და ავიწროებს მას, აგრეთვე, თვალებს ორჯერ იდიდებს – დაწებებული წამწამები და სმოუქი თავის საქმეს აკეთებს.
ოლივია უაილდი
ჩვენ არ გვახსოვს, ბოლოს როდის ვნახეთ ოლივიას უმაკიაჟო ფოტო. მგონი, არასდროს. აღმოჩნდა, რომ მას თვალქვეშ ტომრები აქვს, მასიური ქვედა ნაწილი კი სახის მთელ მოცულობას “იპარავს”. რა თქმა უნდა, მსახიობის ვიზაჟისტი ყოჩაღია – სწორად აკეთებს კორექციას და სვამს ფერებს, მასტერ-კლასს მოვითხოვთ!
პერი ედვარდსი
ჯგუფ Little Mix-ის სოლისტი სახეზე “მზის ამბორებს” მალავდა, თუმცა, უეცრად, ინტერნეტში გაჩნდა მისი ფორო ტონალური კრემის გარეშე, და ყველამ გაიგო, რომ მას უამრავი საყვარელი ჭორფლი აქვს. “პატარობისას მრცხვენოდა სახეზე ჭორფლების გამო. თუმცა, ბოლო დროს ვიგრძენი, რომ მათი დაფარვა დიდი სისულელეა.” – თქვა პერიმ. რა გვეთქმის, გვიხარია, რომ ახლა ინსტაგრამზე ედვარდსი ბუნებრივი ფოტოებით იწონებს თავს.