როგორ გავიპარსოთ ფეხი სწორად: 7 წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

0
984
Photo credit: Getty Images

მაშინაც კი, თუ ჩვეულებრივ სალონში ეპილაციას იკეთებთ, კრემებს ან ცვილებს იყენებთ, ზოგჯერ ისეთი დღეებიც გვაქვს, როცა მდგომარეობას მხოლოდ საპარსი შველის. არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც პარსვას უფრო ეფექტურს და უსაფრთხოს ხდის!

როგორ გავიპარსოთ ფეხი სწორად

ქალებისთვის სპეციალური საპარსი შექმნეს: დამარბილებელი ზოლებით, გელის ბალიშებით, გამაგრილებელი ეფექტით და მცენარეული ექსტრაქტებით. თუ პროცედურის ყველა ეტაპს არ დაიცავთ, თმა შეიძლება ჩაიზარდოს, კანი გაწითლდეს და აიქერცლოს, ზედაპირი არათანაბარი გახდეს. შეამოწმეთ, ფეხის პარსვის დროს ყველაფერს სწორად აკეთებთ?

1. დილით გაიპარსეთ

დილით კანი უფრო მკვრივი და ელასტიკურია და დიდი ალბათობით უფრო ნაკლებად დააზიანებთ, ვიდრე საღამოს.

2. კანი დაიორთქლეთ

სანამ გაპარსვას დაიწყებთ, თბილ აბაზანაში ჩაწექით ან ფეხები ცხელი შხაპის ქვეშ დაიორთქლეთ. ასე თმას დაარბილებთ, თავად კანი უფრო ელასტიკური გახდება. ეს შემდეგი ნაბიჯებისთვის მნიშვნელოვანია.

3. სკრაბით დაიმუშავეთ

დაორთქლილი კანიდან მკვდარი უჯრედები ადვილად შორდება, შედეგად თმის ქვედა ნაწილები შიშვლდება. თუ ამ ეტაპს უგულებელყოფთ, ზედაპირზე თმის „წვერებს“ ტოვებთ, რომლებიც უკვე 12 საათში ამოიწვერება.

4. საპარსი გელი ან ქაფი წაისვით

ბევრი ქალი ფეხის გასაპარსად შხაპგელს, საპონს ან შამპუნს ხმარობს. ეს დიდი შეცდომაა! მხოლოდ სპეციალური საპარსი საშუალებები ფარავს კანს და თმას მაქსიმალურად, უზრუნველყოფს საპარსის სრიალს და კანს პირდაპირ პარსვის დროს ამშვიდებს.

5. თმის ზრდის მიმართულებით გაიპარსეთ და არა საპირისიპიროდ

ერთი შეხედვით ალოგიკურია, მაგრამ ასე თმის ჩაზრდას გარანტირებულად თავიდან აიცილებთ. მხოლოდ თმის მიმართულებით და არა საპირისპიროდ. არასწორი მიმართულებით მოძრაობისას კანს აზიანებთ, თმის გადაჭრის ადგილას იქმნება მიკრო ჭრილობა და გაზრდილი თმა შეიძლება ჩაიზარდოს.

6. არ გადააჭარბოთ

როგორ გავიპარსოთ ფეხი სწორად? კანის თითოეულ ნაწილზე საპარსი მხოლოდ ერთხელ გადაატარეთ. თუ საპარსი ვერ გაუმკლავდა, დროა საპარსის პირი შეცვალოთ ან ახალი იყიდოთ. კანზე საპარსის რამდენჯერმე გადატარებით ზედა ფენას გარანტირებულად აზიანებთ და თმა ჩაიზრდება.

7. კანი დაამშვიდეთ

გაპარსვის შემდეგ, მაშინაც კი, თუ ყველა პირობა დაიცავით, კანი გაღიზიანებულია. გამაგრილებელი ტანის კრემი ან სპეციალური „პარსვის შემდეგ“ საშუალება წაისვით. მნიშვნელოვანია: სპირტის შემცველი პროდუქტები არ გამოიყენოთ, რომ ქავილი და სიწითლე თავიდან აიცილოთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ