როგორ გავასქელოთ თხელი თმა: 7 ნამდვილად ეფექტური რჩევა

0
1073

როგორც თხელი თმის მფლობელს, მშვენივრად მესმის მათი, ვისაც სქელი და ძლიერი თმის ქონა სურთ. არასწორად არ გამიგოთ, თხელ თმას თავისი უპირატესობა აქვს: სწრაფად შრება, შეკრული თმა თავის ტკივილს არ იწვევს და მილები ბევრი თმით არ იჭედება. გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ ყველაფერს სქელ, ბზინვარე თმაზე გავცვლიდი.

ამ თემით გატაცების გამო უამრავი ხრიკი წავიკითხე და მათგან 90% უკვე არ მოქმედებს. დღეს სწორედ იმ 10% გიამბობთ, რომლებიც ნამდვილად ეფექტურია.

1. სცადეთ გამასქელებელი შამპუნი და კონდიციონერი

როგორც წესი, მათ ფორმულას უმატებენ პროტეინებს, რომლებიც თმას რეალურად ამკვრივებს. ეფექტი განსაკუთრებით შესამჩნევია, თუ თმას 20 წუთზე მეტი სითბოში გააჩერებთ. სწორედ ამიტომ, გირჩევთ პროტეინის ნიღბის გამოყენებას. შემადგენლობაში აღინიშნება, როგორც Hydrolized რაღაცასთან ერთად Silk, Keratine, Amino acid, Protein და ა.შ.

გამასქელებელი კონდიციონერი Dallas Biotin Thickening Conditioner, R+Co
გამასქელებელი კონდიციონერი Hair ResQ Ultimate Thickening Conditioner, Petal Fresh
გამასქელებელი კონდიციონერი Invati, Aveda
გამასქელებელი კონდიციონერი Serioxyl, L_Oreal Professionnel
გამასქელებელი შამპუნი Dercos Densi-Solutions, Vichy
გამასქელებელი შამპუნი NT Replumping, Davines

2. სპეციალური სტაილინგის საშუალებები შეიძინეთ

ეს ერთი შეხედვით აშკარაა, მაგრამ მოცულობის და სისქის მომნიჭებელ სტაილინგში ფულის ჩადება თხელი თმისთვის კარგი იდეაა. ზოგიერთი მათგანი სველ თმაზე გაშრობამდე ისმება, ზოგი მშრალ თმაზე. ეფექტი ცხადია – დავარცხნილი თმა 2–ჯერ უფრო მოცულობითია. აი, ჩემი ფავორიტები:

სპრეი მოცულობისთვის Big Bold_Beautiful Dry Instant Volumising Spray, Percy_Reed
მშრალი შამპუნი ყველა ტიპის თმისთვის Dry Shampoo Ultra-Gentle, Klorane
გამასქელებელი ლოსიონი Thickening Lotion 06, Redken
გამასქელებელი სპრეი Dallas Thickening Spray, R+Co
გამასქელებელი სპრეი Maximista Thickening Spray, Oribe

3. ტალღები თმას ვიზუალურად ასქელებს

თუ ბუნებამ ტალღებით არ დაგაჯილდოვათ, მაშინ კონუსის ფორმის უთო აიღეთ და თმას ცოტა ტექსტურა შემატეთ. ეს ვიზუალურად თმას მოცულობას და სისქეს შემატებს. არ დაგავიწყდეთ დავარცხნამდე თერმოდამცავი საშუალების გამოყენება.

4. კანის ღრმად გამწმენდი საშუალება თვეში რამდენჯერმე

გამასქელებელი პროდუქტები ძალიან კარგია, თუმცა ისინი თავის კანზე დაბანის შემდეგ შეიძლება დარჩეს (განსაკუთრებით ეს ეხება მათ, ვინც თავს უსულფატო შამპუნით იბანს). სწორედ ამიტომ, თვეში რამდენჯერმე თავის კანი ღრმად გამწმენდი შამპუნით დაიბანეთ – სულფატებით და მჟავებით ან პილინგებით და სკრაბებით.

გამწმენდი შამპუნი Oblivion, R+Co
გამწმენდი შამპუნი The Clenase, Oribe
სკრაბი ცხიმიანი თავის კანისთვის Energising Scrub, Kerastase
დამატენიანებელი, გამწმენდი შამპუნი 50 50 Balanced, Giovanni
შამპუნი პირშუშხით, Schauma

5. თმის გაყოფის ადგილი შეცვალეთ

დიახ, ასეთი მარტივი მოქმედებით თმას მოცულობას შემატებთ. მაგალითად, თუ თმას მუდამ მარცხენა მხარეს იყოფდით, ახლა თმა მარჯვნივ გადაიტანეთ.

6. რამდენიმე თმის ღერის ჩამატება სცადეთ

ეს უფრო რადიკალური მეთოდია, მაგრამ თმის გასქელებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. მგონი ყველა სახის გაზრდა ვცადე და ყველაზე მეტად კაფსულებით მომეწონა. ის საშუალებას გაძლევთ თმა იქ დაიმაგროთ, სადაც სისქე არ გყოფნით და არა მთელ თმაზე. კარგი სპეციალისტი სწორი რაოდენობის კაფსულების შერჩევაში დაგეხმარებათ, რომ თმა არ დამძიმდეს. პროცესი რამდენიმე საათს მოითხოვს. შედეგი მთელი 9 თვე ძლებს.

7. თქვენი ტალღოვანი თმა გამოკვეთეთ

თუ ხუჭუჭა თმა გაქვთ, ხუჭუჭა თმის მოვლის შესახებ წაიკითხეთ და სტაილინგის გამოყენება დაიწყეთ. ჩვეულებრივ, ასეთ თმას უხდება ქაფის/მუსის და გელის კომბინაცია, თუმცა შეგიძლიათ სხვა ვარიანტებიც სცადოთ. სტაილინგის გეშინიათ? საჭირო არაა, ის დაგეხმარებათ თმის გამოკვეთაში, მას უფრო დამჯერს გახდის და თმის გაუწყლოებას თავიდან აიცილებთ.

გელი ბზინვარებისა და ხუჭუჭა თმის გამოსაკვეთად, Curl Gelee, Oribe
თმის გელი, Gel Strong, Kapous
თმის გელი Power „ექსპრეს დავარცხნა“, Taft
გელი Styling Gel, Proffs
თმის მუსი, Volume Lift, Syoss
მუსი ხუჭუჭა თმისთვის Discipline Curl Ideal 5-ounce Mousse, Kerastase
მუსი მოცულობისთვის ProActive Volumizer and Curl Fine Settings Mousse, Ice Curly
მუსი Modern Mousse, London Labs

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ