ქალური სიბრძნე: როგორ გვიწამლავს ცხოვრებას თმენა და მორჩილება

0
950
Photo credit: Getty Images

ბევრი ქალი მალავს თავის ჭეშმარიტ სურვილსა და გრძნობებს, ოღონდ მამაკაცს არაფერი ავნონ. ან, იტანენ თავიანთი პარტნიორის სავსებით აღმაშფოთებელ ქცევას, ოღონდ მათგან არ წავიდნენ. ამას, რატომღაც, ქალურ სიბრძნედ და ღირსებად ითვლება. იმის შესახებ, თუ რას მოგვიტანს ეს საბოლოოდ, გვესაუბრება ალინა ფარკაში.

უმეტეს შემთხვევაში, ქალურ სიბრძნედ მოიხსენიებენ ქალის უნარს გაჩუმდეს, გაიღიმოს და “მიაწოდოს” ქმარს მუდმივი სადილები, სექსები და ბავშვები, მაშინ, როცა ქმარი ღალატობს, სცემს, სვამს და საკუთარ თავს ეძებს არანაკლებ გასართობი გზებით, რამდენადაც ყველამ იცის, რომ მამაკაცებს ასეთი ბუნება აქვთ, რთული. მას მიდგომა უნდა უპოვოთ. მას უნდა გაუგოთ.

მაგალითად, მამაკაცს ეშინია სისხლის, საავადმყოფოსა და მშობიარობის. ამიტომაც, იმისათვის, რომ მას ტრავმა ააცილოთ თავიდან, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემოვიდეს სამშობიარო ბლოკში. აგრეთვე, იგი ვერ იტანს იმის ცქერას, თუ როგორ წვალობს ცოლი, ამიტომ, უმჯობესია, იგი მარტო დაიტანჯოს! ან, ბავშვების შემთხვევაში – ხშირად, მამაკაცისთვის ბავშვით დაკავება უინტერესოა. ყველა ამ ერთფეროვანი მოქმედების განმეორება, ერთი და იმავე წიგნის წაკითხვა მილიონჯერ, საფენების გამოცვლა. ან, ჩემი საყვარელი: “ჩემი ქმარი – ესთეტია, მას ძალიან მგრძნობიარე ყნოსვის შეგრძნება აქვს, ამიტომ, მას ფიზიკურად არ შეუძლია პამპერსის გამოცვლა!” საინტერესოა, არსებობს დედამიწის ზურგზე ყნოსვის ცუდი შეგრძნების მქონე ქალი? მაშ, ვინ გამოუცვლის საფენს ბავშვებს?

ესეც მაგალითი ქალური სიბრძნის ჩემი პირადი რეიტინგიდან. ნაცნობი ქალი მომიყვა: “მთელი წელი საშინლად ავად ვიყავი, საშინელ დაავადებაზე გვქონდა ეჭვი, გამოფიტული და ძალიან ცუდ განწყობაზე ვიყავი. ამიტომაც მიღალატა ქმარმა. ჩემ გამო ისე დარდობდა! ძალიან ცუდად იყო და ნუგეში სჭირდებოდა…”

იმას კი არ ვამბობ, რომ მოღალატე ქმრები დაუყოვნებლივ უნდა გააგდოთ ცხოვრებიდან, არსებობს სხვადასხვა სიტუაცია. თუმცა, გასაკვირი ისაა, რომ ქალურ სიბრძნეს უწოდებენ უნარს, ვერ ხედავდეს, თვალების დახუჭვას, მოთმენას. იდეალური მსხვერპლი – აი, რა არის “ქალური სიბრძნე”.

აგრეთვე, მანიპულირება, ეშმაკობა, მამაკაცისთვის ხელის კვრა იქით, საითაც მოგინდებათ, მას კი არა. თანაბარუფლებიან პარტნიორებს შორის პირდაპირი საუბრის ნაცვლად. ის ხომ პირდაპირ ვერ გაიგებს! ეწყინება. მამაკაცთან, როგორც ჩვეულებრივ ადამიანთან, პირდაპირი საუბარი შეუძლებელია. თუნდაც იმის შესახებ, რომ დაქორწინება ან ბავშვის ყოლა გსურთ, მამაკაცს პირდაპირ ვერ ეტყვით. მას ხომ შეეშინდება! ფრთხილად უნდა მიანიშნოთ ამაზე, თანდათან რომ შეეჩვიოს. თანდათან. შუბლში კი არ უნდა ვტკიცოთ. ის მამაკაცი ხომ, რომელიც თქვენთან ერთად ცხოვრობს და სიყვარულზე საუბრობს, დაუყოვნებლივ შეშინდება და გაიქცევა, თუ მას უეცრად შესაძლო ქორწინებაზე მიანიშნებთ. ეს ხომ ფაქტია!

ცოტა ხნის წინ, ჩემი მეგობარი მომიყვა: მას ძალიან უყვარდა ერთი გოგონა. იგი მასზე ცოტათი უფროსი იყო, განქორწინებული, ბავშვით. მასზე გიჟდებოდა! დაუჯერებელ სურპრიზებს უწყობდა, მის ქალიშვილს სკოლაში და წრეებზე ატარებდა, ეხმარებოდა სამსახურში, დაუმეგობრდა მის მშობლებსა და მეგობრებს. ბეჭედი საკუთარი ესკიზით შეუკვეთა, იმიტომ, რომ იგი განსაკუთრებულია და მისთვის უნიკალური, განსაკუთრებული ბეჭედი იყო საჭირო. გოგონამ, თითქოს, გულგრილად უპასუხა. თითქოს, ყურადღების ყველა ნიშანს იღებს, თუმცა, როგორღაც, მუდმივად გაურბის ხოლმე. მასთან საცხოვრებლად გადასვლა არ უნდა. დაქორწინების შესახებ უთხრა, რომ დაფიქრდებოდა.

ჩემი მეგობარი ძალიან დარდობდა, მიზეზს საკუთარ თავში ეძებდა. გარშემო ყველა ამტკიცებდა: მას უბრალოდ არ უყვარხარ! ან: მას ვინმე უფრო საინტერესო ჰყავს, შენ კი სათადარიგო ვარიანტად გიყენებსო. სამი წელი გავიდა, მან კი ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა! მოკლედ, რამდენიმე წელიწადში, ჩემმა მეგობარმა მისი გაშვება გადაწყვიტა. წავიდა, ჭრილობები შეიხორცა… შემდეგ შეხვდა საყვარელ გოგონას და მასზე იქორწინა.

დაქორწინების შემდეგ, მან კეთილისმსურველებისგან მიიღო ბმული ფეისბუქ-პოსტზე, რომელშიც ის პირველი, რომელიც ვნებასაც და სინაზესაც ნიშნავდა, წერდა, როგორ სტკიოდა გული. როგორ აწყენინა ბიჭმა მას. რომ მისი ახალი ცოლი უფრო ლამაზიცაა, უფრო ახალგაზრდაცა და მდიდარიც, და რომ ესმის, რატომ აირჩია ბიჭმა იგი. როგორ შეეძლო ამის გაკეთება? ის ხომ ასეთი არასდროს ყოფილა? რატომ გააკეთა ბიჭმა იმ ახალგაზრდა, მხიარული და უპრობლემო ქალისთვის დაუყოვნებლივ ის, რასაც თავად მრავალი წლის განმავლობაში ელოდა ბიჭისგან, თუმცა დღემდე ვერ მიიღო.

ჩემი მეგობარი ამ პოსტმა ლამის ჭკუიდან შეშალა. რა გააკეთა ცოლისთვის ისეთი, რაც იმ გოგოსთვის არ გაუკეთებია? მისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი! აღმოჩნდა, რომ საუბარი იყო ძველ რემონტსა და საბჭოთა მანქანების კოლექციაზე, რომელიც ამ ბიჭს ჰქონდა. პირველ გოგონას ასთმა ჰქონდა და ბიჭი ამ ძველ, მტვრიან ბინაში არ პატიჟებდა… ეს ხომ იმდენად მარტივია, რომ ნებისმიერი მიხვდებოდა!

…ახალი გოგონა კი იმ ბინაში შევიდა, დაათვალიერა და სავსებით უჭკუოდ განაცხადა, რომ მისი ფეხი იქ მანამდე აღარ დაიდგმებოდა, სანამ ძველ, ჯერ კიდევ ბაბუისდროინდელ კედლებს, სააბაზანოსა და სამზარეულოს არ მოაწესრიგებდა, თავისი კოლექციისთვის კი მოიფიქრებდა დახურულ კარადას, რათა შეუმჩნევლად შენახულიყო. სექსისა და თანაცხოვრების პერსპექტივით შთაგონებულმა ჩემმა მეგობარმა სიხარულით მიიღო ეს ახირება და რემონტს შეუდგა.

სხვათა შორის, იმ პოსტის შემდეგ, ბიჭი საავადმყოფოში ლამის ხელიდან გამოგვეცალა, გულის შეტევით. კბილები გაუცვთა ენაზე დაჭერით, უნდოდა, იმ გოგოსთვის დაერეკა და ეყვირა: “აქამდე რატომ არ მითხარი?”

ჩემი აზრით, მსგავსი “ქალური სიბრძნე”, ჩუმად ლოდინისა და საკუთარ გრძნობებზე, სურვილებსა და მოთხოვნილებებზე დუმილის უნარი მოთხოვნადია პატრიარქალურ ოჯახებში, რომლებშიც ქალი სრულად იყო დამოკიდებული მამაკაცზე და რომლებშიც მოხერხებულობა და შეუცვლელობა სხვა მოთხოვნილებებზე უფრო ძვირფასი იყო. აი, რატომ აკეთებენ ქალები ამას ახლა – ჩემთვის სათქმელად რთულია. მგონია, რომ ეს ცხოვრებას არამხოლოდ ქალებს უწამლავს. წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა მუდმივი თანაცხოვრება ისეთ ადამიანთან, რომელიც არასდროს ამბობს სიმართლეს საკუთარი სურვილების სსახებ, რომელიც მანიპულირებს, ნაცვლად იმისა, რომ სიტყვებით თქვას, რომელიც, შესაძლოა, ფარულად ვერ გიტანთ, ამას კი მალავს, ტირის ბალიშში, განიხილავს დაქალებთან, თუმცა დუმს, დუმს, დუმს… ავლენს ქალურ სიბრძნეს. მაშინაც კი, როცა გამთენიოს ჯიბით ქალის ტრუსები მოგაქვთ. მაშინაც კი, როცა ცუდად ექცევით, მაშინაც კი, როცა სცემთ.

მე გავიქცეოდი, მართლა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ