როგორ უნდა შეხვდეს ახალ წელს სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანი

0
14008

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ახალი, 2021 წელი თეთრი მეტალის ხარის ნიშანში იქნება, რომელიც ხელს უწყობს მხიარულ წვეულებას, მაგრამ მყუდრო გარემოში გამართულს, რაც ახლანდელ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას საუკეთესოდ ეთავსება. გადავსებულ ბარში, კლუბში ან რესტორანში დაინფიცირების რისკის ნაცვლად სჯობს მეგობრები სახლში შეიკრიბოთ – სხვათა შორის, შესანიშნავი საბაბია რომ ძველ მეგობრებს შეხვდეთ, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ, მაგრამ ძალიან გენატრებათ.

თუ ხარის წელს სათანადოდ შეხვდებით, ის მომდევნო 365 დღე წარმატებას და კეთილდღეობას მოგანიჭებთ.

მნიშვნელოვანია სადღესასწაულო ღამის სტილი სწორად შეარჩიოთ, საახალწლო დეკორაციები მოამზადოთ, რომლებიც თეთრი, მეტალის ხარს მოეწონება.

გთავაზობთ ასტროლოგების რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა შეხვდეს 2021 წელს სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანი.

თხის რქა

ახალ წელს ფეხგაშლილი უნდა შეხვდეთ. გსურთ ხმაურიანი წვეულება? უნდა მოაწყოთ! დიდი ხანია მოგზაურობაზე ოცნებობთ? დაგეგმეთ! საახალწლო არდადეგები მაქსიმალურად გამოიყენეთ.

მთავარია, საახალწლო ღამის კომპანიის არჩევაში კომპრომისზე არ წახვიდეთ. მნიშვნელოვანია, ახალ წელს მეგობრებთან ერთად შეხვდეთ, ასე მთელი წელი მზრუნველი ხალხით სავსე იქნება.

სჯობს ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი ჩაიცვათ, ფერებიც ბუნებრივთან ახლოს უნდა იყოს. ვერცხლისფერი, კრემისფერი, ყავისფერი და მწვანე გამოგადგებათ. დარწმუნდით, რომ შერჩეულ სტილში თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობთ. თხის რქისთვის ახალი წელი მაღალ დონეზე უნდა იყოს!

მერწყული

მერწყულმა უნდა გარისკოს და საახალწლო სამოსისთვის მისთვის უჩვეულო სტილი და ფერების გამა შეარჩიოს. სტუმრები თქვენი სიმამაცით და სტილის გრძნობით აღფრთოვანებული იქნებიან, ასე თავადაც გამხნევდებით. ბოლოს და ბოლოს წლის ბოლო ღამე შესანიშნავი საბაბია, საკუთარ თავს იმის უფლება მისცეთ, რაც გსურთ!

უმჯობესია ახალ წელს სახლში შეხვდეთ და სტუმრები დაპატიჟოთ. თეთრი მეტალის ხარს უყვარს, როცა სახლში მყუდროება და წესრიგია, ამიტომ ნივთები აუცილებლად დაათვალიერეთ და ზედმეტები მოიშორეთ. სასტუმრო ოთახი მზიანი ნარინჯისფერით, ოქროსფერით და იისფერით მორთეთ.

თევზები

ვარსკვლავები სამოგზაუროდ წასვლას გირჩევთ. რამდენიმე მარშრუტი ხელმისაწვდომია, მათ შორის ხელსაყრელ ვარიანტებს იპოვით. მაგალითად, შეგიძლიათ მოინახულოთ სტამბოლი, რომ ადგილობრივ ტრადიციებს გაეცნოთ. დრო კარგად გაატარეთ და თქვენი ხედვა გააფართოეთ!

ასტროლოგები გირჩევთ, რომ საახალწლო ღამისთვის უპირატესობა მიანიჭოთ თეთრ სამოსს უჩვეულო აქსესუარებთან კომბინაციაში. თეთრი ფერის ლაკონურობის წყალობით შეგიძლიათ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ექსტრავაგანტული სტილი შეარჩიოთ. ასევე შეგიძლიათ ამ ფერის „სისუფთავეს“ ხაზი გაუსვათ და რაღაც ჰაეროვანი და რომანტიკული ჩაიცვათ. ან სტილს სიმკაცრე შემატოთ და შარვალ–კოსტუმი შეარჩიოთ. მაკიაჟი არ დაგავიწყდეთ, ტანსაცმლისგან განსხვავებით ის უბრალოდ ნათელი და წვნიანი უნდა იყოს.

ვერძი

ვერძი საკმაოდ ჯიუტი, ძლიერი და ენერგიით სავსეა. ხარის წელში სჯობს „ენერგიული“ ჩრდილები ზედმეტად არ გამოიყენოთ, მაგალითად, წითელი, შავი, ღია ცისფერი ან ნარინჯისფერი. არჩევანი პასტელური გამის ტანსაცმელზე შეაჩერეთ და ბზინვარე აქსესუარებით გააფორმეთ. მაკიაჟში გამოიყენეთ გლიტერები და მეტალის დეტალები.

ამ ნიშნის ახალგაზრდა წარმომადგენლებს ახალი წლის მეგობრების ვიწრო წრეში გატარება ნამდვილად არ მოუნდებათ, არამედ ძველი თაობისგან განსხვავებით უპირატესობას მიანიჭებენ მეგობრებთან ერთად ხმაურიან წვეულებას. ვერძმა წვეულებისთვის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს – ეს პრობლემა არ იქნება, რადგან ორგანიზაციული შესაძლებლობები და უსასრულო ენთუზიაზმი აქვს. ახალი წლის შესახვედრად შინაურული წვეულება მოაწყეთ და ამისთვის სუფრა გაშალეთ ერთჯერადი ჭურჭლის და სწრაფი სნეკების გარეშე.

კურო

შინაურული, მაგრამ ხმაურიანი დღესასწაული ისაა, რაც კუროს შეეფერება. თუ თქვენს სტუმრებს შორისაა ტყუპები, წვეულება დაუვიწყარი და ძალიან მხიარული იქნება. სახლის დეკორი კარგად მოიფიქრეთ. დიდი ნაძვის ხის გარდა ოთახში პატარა ნაძვის ხე დადეთ ან შენობა ნაძვის ტოტებით მორთეთ. ძლიერი გადაწყვეტილება – ნაძვის წიწვოვანი გვირგვინი საახალწლო დეკორაციად დაკიდეთ.

კურო 2021 წლის ხარის სიმბოლოსთან ყველაზე ახლოსაა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მისი მფარველობის ქვეშ იქნება. ასტროლოგიური დაცვის უზრუნველსაყოფად რაღაც ყავისფერი ან მწვანე ჩაიცვით. არ დაგავიწყდეთ, რომ მათ ბევრი სხვადასხვა შეფერილობა აქვთ: პასტელურიდან გაჯერებულამდე. თუ თვლით, რომ ამ სპექტრის რადიკალური ფერები არ გიხდებათ, კომპრომისული ვარიანტი შეარჩიეთ. ოქროსფერი სამკაულებით შეავსეთ.

ტყუპები

შემოქმედებითი და გამორჩეული პიროვნების მქონე ტყუპები სჯობს ახალ წელს ღია ფერებში გამოეწყოს: კრემისფერი, რძისფერი, თეთრი. იდეალურ ვარიანტში ხორცისფერის პალიტრა. თქვენი სტილის საერთო შთაბეჭდილება უნდა იყოს მსუბუქი, ნაზი და ჰაეროვანი, დახვეწილი სამკაული შეარჩიეთ.

ახალი წლისთვის სჯობს მოგზაურობა დაგეგმოთ. თუ ამის გაკეთებას ვერ შეძლებთ, არაფერია საშიში. შინაურული წვეულებაც ბევრი ნიჭის გამოვლენის საშუალებას მოგცემთ, მაგალითად, ინტერიერის გაფორმებაში ნიჭის გამოვლენა ან კულინარიული უნარების გამოყენება. ტყუპები შემოქმედებითი ადამიანია, ეს ყველაფერი მის კეთილდღეობას და განწყობას სარგებელს მოუტანს.

კირჩხიბი

თუ დიდი ხანია ორგანიზატორის როლში საკუთარი თავის გამოცდა გსურთ, ახალი წელი შესაფერისი პერიოდია. თემატური წვეულება მოაწყვეთ დრეს–კოდით და შესაბამისი გარემოთი. თქვენ დეტალებს ყურადღებას აქცევთ, ამიტომ წვეულება კარგად მოფიქრებული იქნება. თუმცა თეთრი მეტალის ხარი გირჩევთ, რომ შუაღამეს მხოლოდ პარტნიორთან ერთად შეხვდეთ და შემდეგ მოიწვიოთ სტუმრები.

წელს კირჩხიბი საკუთარი ოცნებების ასრულებას გადაწყვეტს და მეგობრებისთვის თემატური წვეულებების ორგანიზატორი გახდება. ეს უნდა გამოუვიდეს.

ლომი

ლომისთვის საოჯახო გარემო ან ახლო მეგობრების კომპანია საუკეთესო გარემო იქნება. პრობლემები დაივიწყეთ და ახალი წლის ჯადოსნობაში ჩაიძირეთ. მთელი წელი ხომ ბეჯითად შრომობდით, ამიტომ სრულყოფილი დასვენება და გადატვირთვა გჭირდებათ.

ლომი შეუპოვრობით, კეთილშობილებით და პრინციპების დაცვით გამოირჩევა, მან ერთგვარი შემოქმედებითი ამოცანა უნდა შეასრულოს – ეს თვისებები სტილით გამოხატოს. შეგიძლიათ ჩაიცვათ პრიალა, მეტალის ეფექტის ტანსაცმელი, როგორც ჯენიფერ ლოპესს „ოსკარის“ დაჯილდოებაზე. სამკაული უნდა ემთხვოდეს – მიმზიდველი და ექსტრავაგანტული.

ქალწული

ქალწული ახალი წლის აღნიშვნას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და უფრო მეტად საახალწლო არდადეგებები უყვარს. დრო სასიამოვნო სიზარმაცეში გაატარეთ, რომელიც მთელი წელი ასე არ გყოფნიდათ. და მაინც, 31 დეკემბერს მენიუს შედგენაზე იზრუნეთ: დაე, სუფრაზე ბევრი ვეგეტარიანული კერძი იყოს. მძიმე, ცხიმიან კერძებს მოერიდეთ.

ფრთხილი და მშვიდი სილამაზე – აი, როგორ შეიძლება აღვწეროთ ის, რითაც ახალ წელს უნდა შეხვდეთ. მხედველობაში გქონდეთ აბრეშუმი და სხვა ლამაზი და სასიამოვნო ქსოვილი. ფერებიდან არჩევანი ღია პალიტრაზე გააკეთეთ, უპირატესობა მწვანე, ლურჯ და ნაცრისფერს მიანიჭეთ.

სასწორი

ვერცხლისფერი ჩრდილები – აი, თქვენი მიმართულება საახალწლო იმიჯის შედგენისას. შეარჩიეთ მიმზიდველი და ორიგინალური ტანსაცმელი და აქსესუარი. საახალწლო ღამეს ბალანსი დაივიწყეთ, დაე, თქვენი სამოსი ყურადღების მიმზიდველი იყოს!

ჰოროსკოპის მიხედვით, სასწორისთვის იდეალური ვარიანტია – ტროპიკულ ქვეყნებში მოგზაურობა. ეს რთული შესასრულებელია, ამიტომ ახალი წლის შესახვედრად აგარაკზე წადით, სადაც შეგიძლიათ კარგი კომპანია შეკრიბოთ.

მორიელი

ელეგანტურობა და თავშეკავება – ორი სახელმძღვანელო საახალწლო სამოსის შესარჩევად. თუ ყოველდღე შავი ფერის ტარებას მიჩვეული ხართ და მასთან დაშორება არ გსურთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს! ვარსკვლავები შავ ფერზე უარის თქმას არ გირჩევენ, ოღონდ მას ბზინვარე აქსესუარები უნდა დაუმატოთ.

შვებულების მომზადებისას სჯობს წამყვანი როლი სხვას მისცეთ და თქვენ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღოთ. მორიელს ახალი წლის აღნიშვნა ოჯახთან ერთად უყვარს, მაგრამ მეგობრებთან შეხვედრაზე უარს არ ამბობს, ამიტომ შეგიძლიათ დრო ჯერ ახლობლებს დაუთმოთ, შემდეგ მეგობრებს.

მშვილდოსანი

როგორ შევხვდეთ ახალ წელს სწორად? მთავარი პრიორიტეტი – კომფორტი! ყველაზე კომფორტული სამოსი შეარჩიეთ. ოპტიმალური ფერებია: ნაცრისფერი, ლურჯი და თეთრი.

რეკომენდებულია, დღესასწაულის მომზადებისას ზედმეტად არ გადაიღალოთ, რომ ახალ წელს დაქანცული არ შეხვდეთ. სახლი მეტალისფერი შეფერილობებით მორთეთ: ნაცრისფერი, ვერცხლისფერი. არა მხოლოდ ნაძვის ხე, არამედ ოთახის მცენარეები მორთეთ. სხვათა შორის, თუ ბევრი ოთახის მცენარე გაქვთ, ეს წარმატებას გპირდებათ.

როგორ შევხვდეთ ახალ, 2021 ხარის წელს

თეთრი მეტალის ხარი საკმაოდ კონსერვატიული ცხოველია, ამიტომ უპირატესობა ენიჭება მყუდრო გარემოს, ოჯახურ წრეს, მეგობრებს, ძველ მეგობრებს, ასევე ჩვეულ და აუცილებლად ნოყიერ კერძებს.

სახლის საახალწლო გაფორმება

ინტერიერის გაფორმებისას უპირატესობა ღია ფერებს მიანიჭეთ. თუ თქვენი ბინა სხვა ფერებშია მოწყობილი, შეეცადეთ მაქსიმალურად „გაანათოთ“. მაგალითად, მუქი ფერის დივანს თეთრი პლედი გადააფარეთ ან სკამზე რბილი, კრემისფერი ბალიშები დადეთ.

ნაძვის ხე ღია ფერებში მორთეთ, დაამატეთ ლურჯი, ოქროსფერი ან ვერცხლისფერი აქცენტები. ხარი ყველაფერ ნატურალურს მფარველობს, ამიტომ კარგი იქნება ხის სათამაშოების, ახალი ყვავილების კომპოზიციის გამოყენება. ორიგინალური გადაწყვეტილება – გირჩების გირლანდები.

სუფრის გაწყობა

საახალწლო სუფრას დაამშვენებს შემდეგი ფერები: ვერცხლისფერი, თეთრი, კრემისფერი, ლურჯი, ცისფერი, ყავისფერი, მწვანე. ხარი დეტალური და აუჩქარებელი ცხოველია, ამიტომ თქვენც ეს თვისებები უნდა გამოავლინოთ და სუფრის დეკორზე წინასწარ იფიქროთ.

პირველი წესი: მინიმალიზმის მხარდაჭერა. ხარს ზედმეტი დეტალები არ უყვარს, ხოლო მინიმალისტური ესთეტიკა ტრენდშია და მოდურ სკანდინავიურ სტილს ემთხვევა.

როგორ შევხვდეთ 2021 წელს ისე, რომ სუფრაც ელეგანტურად მოწყობილი იყოს და მთელი წელი გაგვიმართლოს? უპირატესობა აგურისფერ თეთრ გადასაფარებელს და სალფეთქებს მიანიჭეთ, ხოლო სუფრის დანა–ჩანგალი გარემოს ბრწყინვალებას შემატებას – დაე, ის ბზინვარე იყოს. დაუშვებელია სუფრის გაფორმება მეტალის დეკორით და კერძებით. მაგიდის ცენტრში ხარის ფიგურა, წლის სიმბოლო მოათავსეთ.

კიდევ ერთი შესანიშნავი იდეა: მაგიდაზე სანთლების დადება. ანთებული სანთლის ბრწყინვალება ღამეს ნამდვილ ჯადოქრობას შემატებს. შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც ჩვეულებრივი სანთლები, ასევე არომატული, რომელიც კომფორტთან ასოცირდება, მაგალითად, დარიჩინის ან ვანილის სუნით.

2021 წლის ტოტემური ცხოველი დიდია და მოსათავსებლად ადგილი სჭირდება. სწორედ ამიტომ, მაგიდა და ჭურჭელი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არ დადოთ. თუ მაგიდის ზომა საშუალებას არ გაძლევთ, კერძები რიგრიგობით გამოიტანეთ. თეფშებს შორის თავისუფალი სივრცე უნდა იყოს. ხარი ამას დააფასებს.

საახალწლო კერძები

უკვე ვახსენეთ, რომ კერძები ტრადიციული უნდა იყოს. თუ თქვენ და თქვენს სტუმრებს საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, არჩევანი შეაჩერეთ ჩვეულ ოლივიეზე, ქაშაყი ბეწვის ქვეშ, ხორცი ფრანგულად და ა.შ.

ხარი ბალახისმჭამელი ცხოველია, ამიტომ სუფრაზე ბევრი კერძი მწვანილით და ბოსტნეულით დადეთ. დესერტად ხილის ფირფიტები მოამზადეთ. სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმი მისასალმებელია.

სუფრაზე არ შეიძლება ძროხის ხორცის კერძების გატანა. თავადაც ხვდებით, რა მიზეზით. წმინდა ძროხას არ ჭამენ.

ახლა უკვე ზუსტად იცით, როგორ შეხვდეთ 2021, ხარის წელს და როგორ გააფორმოთ სივრცე სადღესასწაულოდ!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ