ყველაფერი მშობლების ბრალია? რატომ ვეძებთ ყველა პრობლემის სათავეს ბავშვობაში

0
939
Photo credit: Getty images

ბოლო წლებში, ჩვენ ჩამოგვიყალიბა ჩვევა, კი არ უგულებელვყოთ ჩვენი ფსიქოლოგიური პრობლემები, არამედ გავუმკლავდეთ მათ, რაც შესანიშნავია. თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან ბევრი ადამიანი ყველა სირთულეში ადანაშაულებს მშობლებსა და იმას, თუ როგორ ექცეოდნენ მას ბავშვობაში. ხანდახან, ეს გამართლებულია. თუმცა, ხშირად, საკმაოდ უცნაურად ჟღეს: “40 წლის და ასეთი უიღბლო ვარ, იმიტომ, რომ ნაყინს არ მყიდულობდნენ.” ახლა ამ საკითს გავარჩევთ ფსიქოლოგთან ერთად, მართლა დედ-მამა არიან თუ არა დამნაშავე ჩვენს უბედურებებში. ან, შესაძლოა, უკვე გაზრდის დროა?

ფსიქოლოგიაში ბევრი თანამედროვე მიდგომა ეყრდნობა იმ გრძნობების განხილვას, რომლებიც ადრეულ ბავშვობას უკავშირდება. მართლაც, ის, რაც მშობლების სახლში გვემართებოდა, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ოჯახსა და ურთიერთობებს ავაწყობთ საბოლოოდ.

მაშინ ადამიანებს უჩნდებათ მთავალი კითხვა (ზოგჯერ, პრეტენზიებიც) ფსიქოლოგებისადმი. “რატომ ადანაშაულებთ ყველაფერში მშობლებს? თქვენ ანგრევთ ოჯახისა და ქორწინების ინსტიტუტს და ხელს უშლის ისედაც რთულ ურთიერთობებს მშობლებსა და ბავშვებს შორის!”

ფსიქოლოგთან მუშაობის პროცესში, ადამიანები იმაზე საუბრობენ, რომ მათ აწუხებთ ტკივილი ან დისკომფორტი. ხანდახან, ესაა ძალიან სერიოზული რამ, რაც ოჯახში მოხდა (ინცესტი, ფიზიკური ძალადობა, ახლობლის გარდაცვალება).

ხანდახან კი, ადამიანები იციკლებიან განცდებზე, რომლებიც, ერთი შეხედვით, იმდენად არსებითი არ ჩანს. რა ვქნათ, ჯარისკაცი მამა სიყვარულსა და სინაზეს ვერ გამოხატავდა. ასე იყო მიღებული ბევრ ოჯახში. რა ვქნათ, დედა ბავშვობაში დიდხანს გვტოვებდა მარტო, დიდხანს მუშაობდა ოჯახის სარჩენად. ხომ არავინ მომკვდარა?

ყველა ეს განცდა, რომლებიც ვერ გადაამუშავეთ ან გაიაზრეთ, შემდგომში ძლიერ შეგიშლით ხელს, ზრდასრულ ცხოვრებაში. ეს იმიტომ, რომ ადამიანი მუდმივად უბრუნდება თავის ბავშვურ ნაწილს (იმას, სადაც გული სტკივა). იგი ბოლომდე ვერ იზრდება, სანამ თავის გრძნობებს არ გაიაზრებს: სიბრაზე, ნაღველი, დარდი – მათზე საუბარი მნიშვნელოვანია. სწორედ ამისთვის იქმნება უსაფრთხო და ეკოლოგიური გარემო სპეციალისტის კაბინეტში.

თუმცა, ხანდახან, ვხვდებით ერთგვარ გადახრას. ადამიანები, ჯერ ერთი, იწყებენ თავიანთი პირადი ცხოვრების გარკვეული დეტალების საჯაროდ გამჟღავნებას, რომლებიც ინტიმურად უნდა დარჩენილიყო.

მაგალითად, უყვებიან მეგობრებსა და ახლობლებს იმას, თუ როგორ აჩუქეს მათი საყვარელი სათამაშოები მშობლებმა მეზობლის ბავშვს, ან, როგორ წაიკითხა დედამ შვილის სასიყვარულო მიმოწერა, როგორ უჩქმიტა უფროსმა ძმამ 4 წლის ასაკში, დედამ კი არ დაუჯერა და ა.შ.

თქვენი ღრმა წყენისა და სამართლიანობის გამწვავებული გრძნობის გაზიარება ფსიქოლოგს შეუძლია, რამდენადაც იგი სწორედ იმისთვის ზის იქ, რომ ეკონტაქტოს თქვენს ბავშვურ ნაწილს, ბავშვურ წყენას, დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებებს, თქვენს ბედნიერებას, რომელსაც ყურადღება სჭირდება.

თუმცა, გარეშე პირების ასეთ პირად და, ხშირად, ინტიმურ საკითხებთან ახლოს არ უნდა მოუშვათ. ჯერ ერთი, ეს უსაფრთხო არაა. მეორეც, ეს მათ არ ეხებათ, ჭარბი გულახდილობა კი თქვენს ურთიერთობებში საზღვრებს დაარღვევს. არავინაა ვალდებული, თქვენ მოგისმინოთ ან დააკონტეინეროს თქვენი განცდები, დაგამშვიდოთ, მაშინაც კი, თუ ეს არ უკავშირდება ბავშვობას და, ვთქვათ, მიმდინარე ურთიერთობებს ეხება (ცოლმა მიგატოვათ თუ სამსახურიდან დაგითხოვეს). მითუმეტეს, ყველა ვერ იტანს აპათიას, დეპრესიას, სიბრაზეს, ძალადობის ან მკაცრი მოპყრობის ამბებს.

ბევრი თვლის, რომ ქაღალდი ყველაფერს იტანს. თუ ქმარს მოსმენა არ სურს, ინსტაგრამის 243-ვე გამომწერი აუცილებლად წაიკითხავს და მოიწონებს. ჩემი აზრით, ესაა ერთგვარი მორალური ექსჰიბიციონიზმი. ახლა ხომ ამდენად პოპულარულია სულისშემძვრელი ისტორიების წერა, ინტიმური დეტალების გამჟღავნება. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი კოლეგები მზად არიან, წაიკითხონ, თუ როგორ დაგსაჯათ ბებიამ 3 წლის ასაკში იმისთვის, რომ საპირფარეშომდე ვერ მოითმინეთ?

მეორეც, ეს, ხშირად, მსხვერპლის როლის თამაშად იქცევა. მშობლებმა ბავშვობაში ჩემი რომელიმე მოთხოვნილებები ვერ დააკმაყოფილეს, ახლა კი ღარიბი და უბედური ვარ, ვერ ვახერხებ ურთიერთობის აწყობას/ახალი სამსახურის შოვნას/ა.შ… ზრდასრული ადამიანები, რომლებიც დღემდე ვერ გაიზარდნენ და ფსიქოლოგიურად მშობლებს ვერ დაშორდნენ (რეალურად კი, შესაძლოა, ისინი 30-50 წლისანი იყვნენ), მიმდინარე გადაწყვეტილებებისა და წარუმატებლობისთვის პასუხისმგებლობას მათ აკისრებენ.

არსებობს ჟან-პოლ სარტრის შესანიშნავი ციტატა: “მნიშვნელოვანია არა ის, რაც ჩემგან გამოძერწეს, არამედ ის, რაც მე შევქმენი მისგან, რაც ჩემგან გამოძერწეს.” შეგვიძლია, სიტუაცია კომპიუტერულ თამაშთან გავაიგივოთ – თითოეული ადამიანი ერთგვარი პერსონაჟია ძირითადი შესაძლებლობების, კომპეტენციების ნაკრებით, აგრეთვე, ყველა ფსიქოლოგიური ტრავმით. აი, ასეთია საწყისი კომპლექტი, რომლითაც თამაში (ჩვენი ცხოვრებისეული გზა) იწყება.

ახლა მოთამაშე თამაშში ერთგვება და ის, თუ როგორ მოიქცევა, რომელ გზას აირჩევს და როგორ გადაწყვეტილებებს იღებს, მხოლოდ მისი პასუხისმგებლობაა. შესაძლოა, ამის მიღება რთული იყოს. თუმცა, ეს საშუალებას მოგცემთ, მიითვისოთ ყველა საკუთარი დამსახურება, რამდენადაც ესეც თქვენი არჩევნისა და მოქმედებების შედეგია.

თუ უკვე 10-15 წლის აღარ ხართ და დამოუკიდებლად ცხოვრობთ, მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობაა, თუ როგორ გაივლით ამ ცხოვრებას და როგორ გამოიყენებთ იმას, რაც მოგეცათ (ან არ მოგეცათ) თავიდანვე. მხოლოდ ამ ფაქტის გააზრებით გაიზრდებით, ესე იგი, გათავისუფლდებით.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ