
მაშინაც კი, თუ ჰოროსკოპის არ გჯერათ, ალბათ, გართობის მიზნით ზოგჯერ მაინც კითხულობთ და გულის სიღრმეში კარგ პროგნოზზე ფიქრობთ: „რომ ახდეს?“ სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ასტროლოგის, ვასილი ვოლოდინოს პროგნოზს 2021 წლისთვის.
ვასილისა ვოლოდინა ერთ–ერთი ცნობილი ასტროლოგი და ბლოგერია უამრავი გამომწერით. ის ხალხს ასტროლოგიურ პროგნოზებს სოციალურ ქსელებში (Instagram, Youtube) უზიარებს.
ნახეთ, რას გვპირდებიან ვარსკვლავები 2021 წელს. ვასილისა თითქმის არასდროს ცდება, ამიტომ სასწრაფოდ წაიკითხეთ!
პირველი, რისი მოსმენაც ყველას სურს – 2021 წელი ისეთი მკაცრი და რთული არ იქნება, როგორც გასული წელი. კარგია ამბავია, არა?
2021 წელის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ასტროლოგის თქმით, ტყუპები, მშვილდოსანი, მერწყული და კურო წლის მთავარი მოქმედი პირები გახდებიან. რატომ არის ასე და რა ელოდებათ სხვა ზოდიაქოს ნიშნებს?
ვერძი
2021 წელს ვერძის მთავარი დაბრკოლება ფინანსები იქნება. მნიშვნელოვანია თქვენი შემოსავლები და ხარჯები ყურადღებით გაანალიზოთ და გაიგოთ, თუ რამდენად რაციონალურად ხარჯავთ ფულს. როგორც ჭარბი, ასევე არასაკმარისი ხარჯვა ვერძს წინსვლაში ხელს შეუშლის. თუ ხვდებით, რომ რაღაც ხარჯი ზედმეტია, ამოიღეთ. იქნება თქვენ ზედმეტად ხელმომჭირნე ხართ განათლებასა და განვითარებაში? მაშინ ზედმეტი თანხის დაზოგვა შეწყვიტეთ!
იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი საკუთარ თავზე გადაატაროთ, ეძებეთ ის, ვისაც ენდობით. თხოვნა და დახმარების მიღება არ მოგერიდოთ – ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ახალ წელს გამოგადგებათ.
კურო
ამ ნიშნის წარმომადგენელმა საღ აზრს უნდა მოუსმინოს. მას ცხოვრების რადიკალურად შეცვლისკენ ლტოლვა ექნება, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა მიიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ყველაფერი დაკარგოთ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაჩერდეთ, უბრალოდ ცხოვრების შეცვლის მეთოდი ყურადღებით შეარჩიეთ – ყველა ხიდის დაწვა არ ღირს.
ტყუპები
ტყუპები მოულოდნელ მუხთლობასთან და ხალხის ღალატთან შეჯახება მოუწევს. 2021 წელს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. ვასილისას პროგნოზით ტყუპებს ცხოვრების მიმართ იდეოლოგიის შეცვლა მოუწევთ. ამ ნიშნის ხალხს ახალ წელს მოულოდნელი მოვლენები ელოდებათ, რომლებიც ჩვეულ ცხოვრების წესს ფაქტიურად შეცვლის.
კირჩხიბი
კირჩხიბს რთული წელი ელოდება, რომელიც დიდი ვალებით და სესხით იქნება სავსე. ეცადეთ, რაც შეიძლება მალე გადაიხადოთ. ეს პროგნოზი არა მხოლოდ ფულის სესხებას ეხება. მაგალითად, თუ სხვისგან დახმარება მიიღეთ, ვიღაცას თქვენი ინტერესებისთვის იყენებდით, ეს „ვალი“ არ დაბრუნდება. ბალანსი „აიღე–მიიღე“ არავის გაუუქმებია. 2021 წელს კირჩხიბმა ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოს.
ლომი
ლომის პირადი ცხოვრება შესაძლებლობებით სავსე იქნება. 2021 წელს ლომს სიყვარულის პოვნის ყველა შანსი აქვს, ხოლო ურთიერთობაში მყოფი ლომის ირგვლივ ცდუნებები გაიზრდება და მათთან შეწინააღმდეგება უნდა შეძლოთ. მომავალ წელს სამსახურსა და რომანტიკას შორის კონფლიქტი წარმოიქმნება. კარიერა თქვენს პირად ცხოვრებას ხელს შეუშლის, ზოგჯერ მასზე დრო აღარ დაგრჩებათ. თქვენ რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომ ბალანსი შეინარჩუნოთ.
ქალწული
ახალ წელს ქალწულის ამოცანაა ცხოვრებაში სისტემის შემოტანა, ძილის, კვების და მუშაობის რეჟიმის დარეგულირება. ამ ნიშანს ისედაც გაზომილი, შეგნებული ცხოვრების წესი უყვარს. ეს ყველაფერი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს: როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ დონეზე. ახალ წელს ქალწულს სასამართლო დავის საფრთხეც ემუქრება. შორი მოგზაურობა მოსალოდნელ შთაბეჭდილებებს არ მოგიტანთ და შეიძლება იმედი გაგიცრუოთ. იმ ქალწულს, ვინც 2021 წელს უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, შეიძლება დიდი სირთულეები შეექმნას.
სასწორი
2021 წელს სასწორი მთელ დროს ბავშვებს და შემოქმედებით განვითარებას დაუთმობს. ბავშვები სხვადასხვა ემოციების წყარო გახდება: როგორც პოზიტიურის, ასევე შფოთვის. ასევე მოსალოდნელია კარიერულ კიბეზე წინსვლის გართულება. მიზნებისკენ სვლა არ შეწყვიტოთ. ჰობმა შეიძლება ტრავმები გამოიწვიოს, ამიტომ ექსტრემალურ სპორტის სახეობებზე სჯობს უარი თქვათ.
მორიელი
მორიელი ახალ წელს საცხოვრებლის საკითხებით იქნება დაკავებული. ამასთან ახლო ნათესავებთან უსიამოვნებები შეექმნება. მას საკუთარ აზრსა და ოჯახის შეფასებას შორის კომპრომისის პოვნა მოუწევთ. მორიელისთვის ფინანსური სიურპრიზი შეიძლება სასიამოვნო იყოს, მაგრამ ხშირად ეს სამწუხარო მოულოდნელობაა. სჯობს მომავალი წლისთვის ფინანსები დაგეგმოთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი ყოველთვის ენერგიით და თავგადასავლებით სავსეა. სამწუხაროდ, 2021 წელს დაძაბული მუშაობა სრულად არ ანაზღაურდება და სასურველი შედეგის მისაღებად კიდევ უფრო მეტი მუშაობა მოგიწევთ. მიზნების დასახვა და გადახვევეის გარეშე მისკენ სვლა ისწავლეთ. ნაცნობობის წრე გააფართოეთ და სასარგებლო კონტაქტები დაამყარეთ – ეს თქვენს საქმიანობას ხელს შეუწყობს.
თხის რქა
2021 წელი ერთგვარი შეჯამება იქნება. თუ ბოლო დროს ბევრს შრომობდით, ეს ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს, თუ არა – შედეგი არ დაგაკმაყოფილებთ. თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ ყველაფრის გამოსწორება შეძლოთ, მაგრამ ამისთვის მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გაიღოთ.
მერწყული
სხვების თვალში უცოდველი და კომპეტენტური პროფესიონალი იქნებით, მაგრამ შინაგანად თავს ნაკლებად თავდაჯერებულად იგრძნობთ. მოსალოდნელია ახლობლების უკმაყოფილება და ოჯახში უთანხმოება, რამაც შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. კომპრომისი იპოვეთ, რომ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა არ გააფუჭოთ. პრობლემების გადასაჭრელად იდეალური პიროვნების ნიღბის მოხსნა და ემპათიის გრძნობის სწავლა მოგიწევთ.
თევზები
2021 წელს მოგიწევთ დაფიქრება, თუ რამდენად აქტიური მოთამაშე გსურთ იყოთ. კარგად დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ეს ქაოსი და მიზნებისკენ რბოლა და ხომ არ სჯობს საკუთარი მიზნების განსაზღვრა. საკუთარ თავს მოუსმინეთ. ასე პირადი მიმართულების და სამომავლო გეგმის შედგენას შეძლებთ.
ფინანსური ჰოროსკოპი ქალებისთვის
ცნობილი ასტროლოგის ვასილისა ვოლოდინოს თქმით, 2021 წელი ნამდვილად ტრიუმფალური იქნება ქალებისთვის კარიერის მიმართულებით. „მატყუარას სინდრომი“ უნდა მოიშოროთ და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ წარმატებას კომპეტენციის და შეუპოვრობის წყალობით მიაღწიეთ. თეთრი მეტალის ხარი შრომას მოითხოვს, რომელიც აუცილებლად აგინაზღაურდებათ.
სასიყვარულო ჰოროსკოპი
2021 წლის სიმბოლო თეთრი მეტალის ხარი ყველაზე იმედგაცრუებული ადამიანის პირად ცხოვრებასაც დაალაგებს. ის მფარველობს მათ, ვინც ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. ვისაც უკვე ჰყავს ოჯახი, გვერდზე რომანის შექმნის სურვილს უნდა უფრთხოდეს. ასე პარტნიორთან ურთიერთობას გააფუჭებთ და ცხოვრების სხვა სფეროში არახელსაყრელ გარემოებებს მოიზიდავთ. წლის მეორე ნახევარი ბევრ სასიამოვნო ნაცნობობას გპირდებათ.
ჯანმრთელობის ჰოროსკოპი
ასტროლოგი თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს ჯანმრთელობაზე ყურადღების მიქცევას ურჩევს. 2021 წელს რესპირატორულ–ვირუსული და აუტოიმუნური დაავადებების საფრთხე არსებობს. რისკ ზონაშია დიაბეტის, გულის დაავადებების, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის და ფილტვების დაავადებების მქონე ხალხი. მავნე ჩვევები დაივიწყეთ.
2021 წელს დროა კვება მოაწესრიგოთ, რაციონში ბევრი ბოსტნეული და ხილი დაამატეთ და ვიტამინები მიიღეთ. ასტროლოგები გირჩევთ, რომ ანალიზები ჩააბაროთ და განსაზღვროთ, მიკროელემენტების დონე ნორმაში გაქვთ თუ არა.
წლის სიმბოლო შრომისმოყვარე ხალხს მფარველობს, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენმა შრომამ ორგანიზმის გადაწვა არ გამოიწვიოს. დროულად შეისვენეთ და დასვენებას საკმარისი დრო დაუთმეთ.