
ინტერნეტი სავსეა ფემინისტების დემოტივატორებით, რომლებიც ყველაფერში ბრალს სწორედ ამ იდეოლოგიის მქადაგებლებს სდებენ: მათ გამოა, დილით ადრე რომ უხდებათ ადგომა და ოფისში წასვლა. თურმე, ადრე უკეთესი იყო: მხოლოდ მამაკაცებს მოჰქონდათ სახლში პური, ქალები კი სახლში სიმყუდროვესა და კომფორტს ქმნიდნენ – ამზადებდნენ გემრიელ ვახშამს, ფანჯარასთან პერანგებს კერავდნენ, ბავშვებს ეთამაშებოდნენ.
სასაცილოც კია: მაგალითად, ოლეგ ნოვოს ელოვი თავის წიგნში, რომელიც ამდენად პოპულარულია მასკულისტებს შორის, ამბობს, რომ ჯერ კიდევ პირველყოფილი ქალები უსაფრთხო და კომფორტულ გამოქვაბულებს ეძებდნენ – ცეცხლთან და საკვებთან ახლოს. სახლიდან მდედრები მხოლოდ იმისთვის გამოდიოდნენ, რომ ეთქვათ: ძვირფასო, მოიტანე კიდევ რამდენიმე ტყავი, მე მათ ლამაზად დავალაგებ და რამეს შევკერავ. ეს, რა თქმა უნდა, ესთეტიკის სიყვარულის გამო არ კეთდებოდა: ქალი იაზრებდა, რომ მამაკაცის გარეშე ვერ გადარჩებოდა, და მთელი ძალით ცდილობდა, გამოქვაბული “დასვენებისა და სიამოვნების” ადგილად ექცია, რომელიც მამაკაცს დაეხმარებოდა ძალების მოკრებაში მგლების ხროვასთან საბრძოლველად და მამონტებზე სანადიროდ.
გასაკვირია, თუმცა, ბევრ ადამიანს სჯერა ამის, მათ შორის, თავად ქალბატონებსაც. ამიტომაც ეძებენ დამნაშავეებს იმაში, რომ ახლა ქალი ვერ იღვიძებს მაშინ, როცა მოუნდება, ფანჯარასთან ვერ დაჯდება და დალევს ჩაის, ვერ მოქსოვს კომოდისთვის კიდევ ერთ მაქმანის ფიფქს. უკიდურესობაში, ჩვეულებრივ, აღმოჩნდებიან სუფრაჟისტები, რომლებმაც მოიპოვეს უფლებები, რომლებიც არამხოლოდ არ გვჭირდება, არამედ ცხოვრებაშიც გვიშლის ხელს! ემელინ პანკჰერსთთან და კლარა ცეტკინთან უკვე აღარ გვაქვს პრობლემა. სამაგიეროდ, ცხოვრების ჩაშხამებაში ბრალი შეგვიძლია დავდოთ ფემინისტებს, რომლებიც დღემდე თვლიან, რომ ქალები უნდა მუშაობდნენ.
თუმცა, არსებობს ერთი პრობლემა: არასდროს ყოფილა “ოქროს” დრო, როცა ქალი უსაქმურობდა.
დავიწყოთ პირველყოფილი ხროვით. ითვლება, რომ მამაკაცები ნადირობდნენ, ქალები კი შემგროვებლები იყვნენ და ამზადებდნენ საკვებს, ტომის ცხოვრება, პირველ რიგში, მოკლულ მამონტებზე იყო დამოკიდებული და არა რაღაც ბოლქვესა და კენკრაზე, მითუმეტეს არა იმაზე, თუ როგორ მოამზადებდნენ მამონტებს. თუმცა, თუ ანთროპოლოგებისა და სოციალური ევოლუციის ექსპერტების შრომას შევისწავლით, მივხვდებით, რომ მსგავსი დებულებები ჭეშმარიტებისგან ძალიან შორსაა.
რიჩარდ რენგემი, ჰარვარდის ბიოლოგიური ანთროპოლოგიის ლექტორი, თავის წიგნში “ცეცხლის დანთება: როგორ გვაქცია კულინარიამ ადამიანებად” ყვება: 60%-მდე საკვები სახლში სწორედ ქალებს მოჰქონდათ. დიახ, დიახ, კალორიების ნახევარზე მეტს სწორედ ის ბოლქვები, კენკრა და წვრილი ნადავლი შეადგენდა, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მამონტი და მსგავსი მეგალოცეროსები არ ცხოვრობდნენ.
თავად შემგროვებლობა კი სულაც არ იყო ისეთი მარტივი, როგორც ოლეგ ნოვოსელოვი ამბობს: ვითომ, ქალი გამოქვაბულის გარშემო დადიოდა, აგროვებდა ძირს დაყრილ ხილს და აცხობდა პურს. ამაში დარწმუნება დღესაც შეგვიძლია: დღემდე არსებობს მრავალი ტომმი, რომელთა ცხოვრება თითქმის არ შეცვლილა. მაგალითად, მწერალი ელიზაბეტ მარშალ ტომასი, რომელიც კალაჰარის უდაბნოში ბუშმენთა ცხოვრებას აკვირდება, ყვება, რომ ქალბატონები მრავალი საათის განმავლობაში, ჩაცუცქულები თხრიან მიწას, ფეხით უზარმაზარ მანძილს გადიან, თანაც, უმეტესწილად, ზურგზე მოკიდებული ბავშვით. ლინგვისტი დენიელ ევერეტი, რომელმაც მინდვრის ექსპედიციათა სერია ამაზონიაში პირაჰანების ტომთან ჩაატარა, ტყეებსა და ნაკვეთებში მიწის თხრას – ტიპურ “ქალურ” საქმიანობას – უწოდებს “ხანგრძლივ და მძიმე საქმიანობას, რომელიც დიდ ამტანობას მოითხოვს”.
–“დიახ, თანაც, იმ დროში მულტისახარში ქვაბი კი არ ამზადებდა საკვებს: ჯერ მცენარეები უნდა შეეგროვებინათ, თესლი გამოებერტყათ, ხელით დაეფქვიათ იგი ფქვილის კონსისტენციამდე და მხოლოდ ამის შემდეგ, დაეცხოთ კვერები. ამიტომ, საყოფაცხოვრებო საქმიანობის ქალური ნაწილის მარტივ და შეცვლად საქმედ მიჩნევა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაკორექტულია.”
დიდი კითხვის ქვეშ დგას შრომის გენდერული დაყოფაც: იმდენი გამონაკლისი არსებობს, რომ ვფიქრობთ ხოლმე: იყო რამე წესები? რაინჰარდ ზიდერი, ოჯახების ინსტორიული კვლევის სპეციალისტი, ყვება, რომ დათესვა და დაბარვა – ცენტრალური ევროპის მამაკაცებისთვის ტიპური საქმიანობა – ზოგიერთ სკანდინავიურ რეგიონში, ქალის საქმე იყო. მის წიგნებში, აგრეთვე, იპოვით ინგლისისა და უელსის მომთაბარე ოჯახის აღწერას. სურპრიზი! გოგონები მაღაროებში უკვე 13 წლიდან მიდიოდნენ. ისინი იქედან მხოლოდ დაქორწინების შემდეგ გამოდიოდნენ (ხშირად, მაღაროში მუშაობა დაქორწინებული ქალებისთვის ოფიციალურად იყო აკრძალული), თუმცა, ბრუნდებოდნენ, თუ ოჯახს დამატებითი შემოსავალი სჭირდებოდა ან მეუღლე დაიღუპებოდა.
საუკეთესო საცოლედ ითვლებოდა “ჭკვიანი, ჯანმრთელი, ხელმარჯვე და დამყოლი” გოგონა, რომელიც იმუშავებდა ყველგან, “სადაც არ უნდა შეგეტენა”. ქალს ევალებოდა ყველა საყოფაცხოვრებო საქმე და მუშაობდა ველზეც – ბარავდა, თხრიდა, თესავდა, რგავდა და კრეფდა კარტოფილს. ასე გრძელდებოდა მშობიარობამდე. ბავშვის გაჩენის შემდეგ, ქალი თავის მოვალეობებს მეშვიდე დღეს უბრუნდებოდა. “უშუალოდ მშობიარობის შემდეგ მძიმე მუშაობის გამო, ქალებში საშვილოსნო მეტ-ნაკლებად იწეოდა. ხანდახან, ასეთი “დაწევები” ძალიან მძიმე ფორმას იღებდა, მსუბუქი ფორმები კი, ბებიაქალის აზრით, “არაუშავდა”. მძიმე სამუშაობს გამო, ეს პრობლემა ახალგაზრდა გოგონებსაც აწუხებდათ.
ქალები ფულისთვისაც მუშაობდნენ. მათ მამაკაცებზე უფრო ნაკლებს უხდიდნენ, თვიური სამსახურის დროს გამომუშავებული ფული ქმარს ეკუთვნოდა, დღიურის დროს – ქალს. სხვათა შორის, ხანდახან, ქმარი ითვისებდა ყველაფერს ან ქალის დანაზოგს უბრალოდ იპარავდა.
–“ფანჯარასთან ქსოვას არ ჰგავს, არა? სხვათა შორის, ადამიანები, რომლებიც წარსულით იკბინებიან, იშვიათად წარმოიდგენენ თავს გლეხებად და, ჩვეულებრივ, ფრანგულ მეჯლისებსა და წვეულებებს ესწრებიან. ისევ სურპრიზი – არც სასახლის ბინადრები იყვნენ უსაქმურები.”
საბჭოთა ეპოქა კი საერთოდ არ უნდა გავიხსენოთ! ვინ არ იყო ქალი მაშინ – მეტალურგი მშენებელი, მაღაროს თანამშრომელი, დეპუტატი და მინისტრი. ხოლო, როცა ომი დაიწყო, მილიონობით გოგონა ფრონტზე გაემგზავრა: ბრძოლის ველიდან გამოჰყავდათ დაჭრილები, პარტიზანობდნენ, იწვნენ ჩასაფრებულები, სნაიპერული იარაღებით… ხოლო დარჩენილები უსაფრთხო გამოქვაბულებში კი არ ისხდნენ, არამედ მუშაობდნენ ნაცვლად იმ მამაკაცისა, რომელიც ომში დაეღუპათ. ამავდროულად, აგრძელებდნენ ბავშვების ზრდასა და მოხუცებზე ზრუნვას.
ისტორიაში არ ყოფილა დრო, როცა ქალი მხრებზე მძიმე უღელს არ იდებდა – მსგავსი ეპოქა მხოლოდ ფანტაზიებში არსებობს. ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით, თანად შეუპოვრად და მძიმედ. ამიტომ, მოდით, შევწყვიტოთ იმაზე წუწუნი, რომ წაგვართვეს არჩევანი “გვემუშავა თუ ოჯახისთვის მოგვევლო”. მოდით, ვიამაყოთ, რომ ყველაფერი გამოსწორდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი არასდროს არსებობდა.