
რა უნდა იცოდეს ორსულმა ქალმა მშობიარობის პროცესის შესახებ, როგორ უნდა იმოქმედოს და განეწყოს მშობიარობისთვის და როგორ მოიშოროს შიში, ამის შესახებ ჩვენი ექსპერტები გიამბობთ.
როგორ მოვიშოროთ მშობიარობის შიში
ბევრ ქალს მშობიარობის ეშინია, შეიძლება თუ არა ამ გრძნობასთან გამკლავება?
პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, თუ რა იწვევს შფოთვას. ძირითადად, დედებს მშობიარობის ეშინიათ, რადგან ბავშვზე ნერვიულობენ – ფიქრობენ, რომ მისთვის მტკივნეული და მოუხერხებელი პროცესი იქნება. ხშირად ეს დანაშაულის გრძნობასაც იწვევს: „ძალიან მეშინია მშობიარობის, შეიძლება რაღაც არასწორად გავაკეთო“. კიდევ ერთი პოპულარული შიში – თითქოსდა შეტევის დროს ტკივილი აუტანელი იქნება. ასევე აშინებთ გაურკვევლობა, განსაკუთრებით მათ, ვინც პირველად მშობიარობს. ვერ ვიტყვით, რომ დედებს შფოთვა მეორე ორსულობის დროს არ ახასიათებთ. მშობიარობა უნიკალურია და ბოლომდე დარწმუნებული ვერ იქნებით, თუ როგორ ჩაივლის. თუმცა საფრთხის სერიოზული მიზეზი არ არსებობს – ბუნება იზრუნებს, რომ დედა და ბავშვი მშობიარობის დროს მაქსიმალურად დაცული იყოს.
როგორ არის დაცული ბავშვი?
თუ ახალშობილს დაბადებიდან 3-4 წუთში შეხედავთ, ვერ იტყვით, რომ მანამდე რამდენიმე საათი ახრჩობდნენ და ავიწროებდნენ. ის იღიმება, დედას უყურებს და ინტერესს ავლენს. არსებობს მოსაზრება, რომ ვიწრო საშვილოსნო და სამშობიარო არხი ბავშვს ავიწროებს. მაგრამ ეს თითქოსდა ცუდი ზემოქმედება ბავშვის ქცევაზე გავლენას არ ახდენს. ბავშვს უყვარს, როცა ძლიერ ეხვევიან, საფენში კარგად ახვევენ. მათთვის მშობიარობის გამოცდილება ტრავმა რომ იყოს, წინააღმდეგობას გაუწევდნენ, ასე კი მშვიდდებიან და იძინებენ. ამის შესახებ გახსოვდეთ, როცა „მშობიარობის შიში“ კვლავ გეწვევათ.
რა ემართება ბავშვს მშობიარობის დროს ?
ბავშვი განსაკუთრებულ მდგომარეობაშია – ჰიბერნაცია. ეს ღრმა ძილს ჰგავს. თავის ტვინის ქერქი თითქოსდა ნარკოზის ქვეშაა, მგრძნობელობის ყველა ცენტრი გამორთულია: ბავშვი შეკუმშვას და ტკივილს ვერ გრძნობს, არაფერი ესმის. სამოძრაო ცენტრებიც ქვეითდება – ბავშვი არ ინძრევა. ამ მდგომარეობაში ყველა ნივთიერებათა პროცესი მკვეთრად მცირდება, განსაკუთრებით, ჟანგბადის მიმართ მოთხოვნილება, რაც ჰიპოქსიის და ასფიქსიის (დახრჩობის) გადატანაში ეხმარება. სამშობიარო არხში ხომ სუნთქვა შეუძლებელია, შეიძლება დაიხრჩოთ. საინტერესოა, რომ ზრდასრულ ადამიანს ასეთი მცირე ჟანგბადის ატანა დესტრუქციული შედეგების გარეშე არ შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი მშობიარობის დროს თითქოსდა წყლის სასრიალოზე სრიალებს რბილი გასაბერი წრით, რომელიც მას იცავს.
რატომ არ უნდა ნერვიულობდეს ქალ საკუთარ თავზე მშობიარობის დროს?
როგორ შევწყვიტოთ მშობიარობაზე ნერვიულობა? ბუნება ქალის მდგომარეობაზეც ზრუნავს. მთავარი ამოცანა – სხეულის მომზადება მშობიარობისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ის საკმაოდ ძლიერი და ამავდროულად ელასტიკური გახადოთ. ორსულობის ბოლო კვირას რელაქსინის და ელასტინის ჰორმონები წარმოიქმნება, რომელთა წყალობით ქსოვილებით ტენით ივსება, ელასტიკურობას იძენს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მყესებისა და ხრტილებისთვის. ამ პერიოდში ყველა საქმე გვერდზე უნდა გადადოთ, საკუთარ თავს მოდუნების და კონცენტრირების საშუალება მისცეთ. გარდა ამისა, წონის მატებას მშვიდად უნდა შეხვდეთ: ცხიმოვან შრეში კონცენტრირდება აუცილებელი ენერგია, რაც გამოგადგებათ როგორც მშობიარობის დროს, ასევე ბავშვის დაბადებისას პირველ ხანებში.
კიდევ როგორ შეიძლება მშობიარობისთვის მომზადება?
მომზადება გულისხმობს უბრალოდ ყველა პროცესის ცოდნას და გაგებას, თუ როგორ იმოქმედოთ: შეტევებს შორის მოდუნების უნარი, კონცენტრირება შეტევის დროს. მშობიარობის დროს ქალის თავის ტვინის ქერქი ძალიან აქტიურად მუშაობას – ეს გაცნობიერებული, რეგულირებადი პროცესია.
ტკივილი ნამდვილად ისეთი აუტანელია, როგორც ფიქრობენ?
მითი, რაზეც ტკივილის შიშია დაფუძნებული, რომ ტკივილი უსასრულო და ძალიან ძლიერი იქნება. სინამდვილეში, მშობიარობის დასაწყისში შეტევა ყოველ 20 წუთში 10 წამით გრძელდება. ბოლოს – 1–2 წუთის შემდეგ. თუ ამ ყველაფერს დაალაგებთ, გამოდის, მხოლოდ 45 წუთის მოთმენა გჭირდებათ. რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული მომენტი არსებობს: როცა ბავშვი საშვილოსნოდან სამშობიარო ხვრელში გამოდის. თუმცა ეს პერიოდი მხოლოდ რამდენიმე წუთით და რამდენიმე შეტევაზე გრძელდება. და ეს ტკივილი აუცილებელია!
და მაინც, მშობიარობის მეშინია!
ნუთუ არ შეიძლება ტკივილგამაყუჩებლის გამოყენება?
ზოგადად, არსებობს ბუნებრივი ანესთეზია. შეტევის დროს ტკივილი მტკივნეულ ჭინთვას აყუჩებს. როგორც კი შეტევა სრულდება, მკვეთრი მოდუნება იწყება, ენდორფინი იწარმოება. როცა შეტევა ხშირი და ხანგრძლივი ხდება, ჰორმონები ორგანიზმში გროდება და ანესთეზიურ ზემოქმედებას ახდენს. თუმცა უნდა გააცნობიეროთ: ტკივილის მთავარი ფუნქცია – დედისთვის სიგნალის მიწოდება, თუ როგორ მიდის პროცესი. მას ხომ არ შეუძლია ბავშვს ხელით შეეხოს ან დაინახოს. აუცილებელია, ტკივილის შესახებ ორი რამ იცოდეთ. პირველ რიგში, გაიგეთ, თუ რა სიგნალს გაძლევთ. როცა ეს იძლევა სიგნალს, რომ რაღაც რიგზე არაა, ჩვენ მცირე უსიამოვნებასაც კი ძლიერად აღვიქვამთ. თუმცა თუ ინტენსიური ტკივილი ამბობს, რომ ბუნებრივი და სწორი პროცესი ხდება, შეგიძლიათ მშვიდად მოითმინოთ. საკმარისია გაიხსენოთ სპორტსმენი, რომელსაც ვარჯიშის შემდეგ კუნთები ისე ტკივა, რომ სიარული არ შეუძლია. მაგრამ მასაჟს იკეთებს და საერთოდ არ ეშინია. მეორე, კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ: რისთვის არის ეს შეგრძნებები? რა მიზანი აქვს? რადგან როცა გესმით, უნდა მოითმინოთ, რომ ჯანმრთელი ბავშვი დაიბადოს, ყველაფერი გაცილებით მარტივი ხდება.
გამოდის, რაც უფრო მეტი იცის ქალმა მშობიარობის შესახებ, მით უფრო მშვიდად გრძნობს თავს?
დიახ, ასეა. მნიშვნელოვანია ფლობდეთ საშუალებებს, რომლებიც მდგომარეობის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. ასევე სხვებთან ურთიერთობა უნდა შეძლოთ, რადგან ქალს მშობიარობის დროს ეხმარება ექიმი, მეანი, ექთანი და პარტნიორიც კი, თუ ეს მომავალ დედას სურს.
ეს ყველაფერი როგორ ვისწავლოთ?
სამწუხაროდ, არც ერთი წიგნი და არც ერთი ფორუმი დაგეხმარებათ ტექნიკის შერჩევაში, რომელსაც მშობიარობის დროს გამოიყენებთ. სწორად მოქცევას მხოლოდ ორსულებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კურსებზე ისწავლით.
რას ასწავლიან?
მაგალითად, როგორ ისუნთქონ შეტევების დროს, როგორი ხმები გამოსცენ. ეს მნიშვნელოვანი უნარია, რაც სამშობიარო არხების გახსნას და ამავდროულად მოდუნებას ხელს უწყობს. თუ აღმოსავლურ მედიცინას და ენერგეტიკულ წერტილებს გავიხსენებთ, ყბა მენჯის ღრუსთან დაკავშირებულია. როცა პირს ფართოდ ვაღებთ (ეს კი ყვირილის დროს უკეთ გამოგვდის) მენჯის ღრუც იხსნება. გარდა ამისა, კურსებზე ისწავლით ბევრ პოზას და თქვენთვის მოსახერხებელი ტექნიკის შერჩევას შეძლებთ. შეტევების დროს ქალმა შეიძლება ის შეცვალოს და როცა საშუალებების მთელი ნაკრები მარაგი გაქვთ, რომელიმე მათგანი აუცილებლად გამოგადგებათ.
თითქოსდა მშობიარობის დროს სპეციალურ სკამზე წევხართ და სულ ესაა
არა, ყველაფერი არც ისე მარტივია. შეტევების დროს პოზა, სუნთქვის მეთოდი უნდა შეცვალოთ, ცოტა მასაჟიც უნდა გაიკეთოთ. ასე ეხმარება ქალი ბავშვს დაბადებაში. და არა ფიქრით, რომ შიგნით რაღაც ცუდი ხდება და თავს უსუსურად გრძნობს, რადგან არაფერი იცის.
თუ შეგრძნებებით რაღაც რიგზე არაა?
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც კურსებზე შეისწავლით: როგორ ვიმოქმედოთ გუნდურად. უნდა ისწავლოთ, რა თქვათ, თუ ძალიან გტკივათ, როგორ თხოვოთ პერსონალს რაღაც, როგორ კონცენტრირდეთ და გაიგოთ, თუ რას გთხოვთ ექიმი.
გამოდის, თუ ეს ყველაფერი ვიცით, შეიძლება მშობიარობის აღარ გვეშინოდეს?
მშობიარობის შესახებ ინფორმაციის ცოდნა მის მიმდინარეობას ხელს ნამდვილად უწყობს. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ: ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაუთვალისწინებელი გარემოება შეიქმნას. მაგალითად, მშობიარობის შეტევები შეიძლება უფრო ადრე დაიწყოს, სხვა სამშობიარო სახლში წაგიყვანონ, მოულოდნელად ანესთეზია დაგჭირდეთ, თუმცა თავიდან მის გარეშე მშობიარობას აპირებდით. აი, სამშობიარო კვეთისთვის მზად კი არავინაა. უნდა გახსოვდეთ: თუ საშუალება, რომელსაც ვიყენებთ არაეფექტურია, უნდა შეცვალოთ. მთავარი მიზანი ხომ ჯანმრთელი ბავშვის დაბადებაა. სწორედ ამიტომ, პრიორიტეტია სიტუაციის სწორად შეფასება და ცვლილებებისთვის მზადყოფნა.
კიდევ რა უნდა იცოდეს მომავალმა დედამ?
მშობიარობის შემდეგ 2 საათი ქალი სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს. ამ დროში მას მარტო არ ტოვებენ, მაგრამ არავინ მოდის და არაფერს კითხულობს. რის გამოც, ბევრი თავს მიტოვებულად გრძნობს: „დავავიწყდით, წინ და უკან დადიან და არც გვიყურებენ!“ ასე არაა.
ახალგამომცხვარ დედას დასაკვირვებლად ტოვებენ, რომ შესაძლო გართულებები ან სისხლდენა შენიშნონ. თუ ამ დროში კანის ფერი არ შეიცვალა, ფრჩხილები არ გალურჯდა, ლოყები არ ჩამოვარდა – გამოდის, ყველაფერი რიგზეა. მეანი ქალი გვერდზე ჩავლისას ქალს სახეში არ უყურებს, არამედ სხეულის „მოლაპარაკე“ ნაწილებს აკვირდება – ხელები, ფრჩხილები, კანის ფერი. თუ ყველაფერი ნორმაშია, ქალი პალატაში გადაყავთ. ასე რომ მშობიარობის არ უნდა გეშინოდეთ – შეგიძლიათ ახალშობილთან ურთიერთობით დატკბეთ.