ტაროს გაშლა. რატომ არ ისწრაფვის ურთიერთობის განვითარებისკენ? როგორ მოიქცევა მომავალში?

0
31

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ სტატიას – ტაროს გაშლა, თემაზე: რატომ არ ისწრაფვის ურთიერთობის განვითარებისკენ? როგორ მოიქცევა მომავალში?გთავაზობთ ზოგად გაშლას მითითებულ თემაზე.განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. იფიქრეთ რაიმე სასიამოვნოზე და ზოგადად, უფრო უმჯობესი იქნება თუ ყველა ფიქრს ამოიგდებთ თავიდან. დაჯექით მოხერხებულად, ეცადეთ არაფერმა ხელი არ შეგიშალოთ, არც გარედან შემოსულმა ხმაურმა. იფიქრეთ თქვენს სიტუაციაზე, კითხვაზე, რომელიც უნდა დაუსვათ კარტს. დავიწყოთ.

ჯამბაზის მიხედვით აქ ისეთი ურთიერთობაა, რომელიც შორს არის მუდმივობისაგან. შესაძლოა, ეს იყოს ახალი ნაცნობობა, როდესაც ადამიანებს ჯერ არ აქვთ ერთად ყოფნის გაცნობიერებული სურვილი. ან, კარტი საუბრობს ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან, მეორის მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე. ისეთი ურთიერთობაა, რომელშიც არ არსებობს მომავლის და ხვალინდელი დღის გარანტია.

თქვენ ამ ურთიერთობაში, თითქოსდა “ძრავი” ხართ, სწორედ თქვენგან მომდინარეობს ურთიერთობის ინიციატივა, თქვენ მიისწრაფვით ამ ურთიერთობის განვითარებისკენ. მზად ხართ ამ ურთიერთობას თქვენი ენერია დაახარჯოთ და პარტნიორიც დამუხტოთ მისით. თუმცა, თქვენ საკუთარი თავის ფასიც კარგად იცით და არავის აძლევთ საშუალებას, რომ თქვენთვის შეუფერებლად მოგექცნენ. და მაინც, კარტი გვიჩვენებს ამ ადამიანთან ყოფნის ძლიერ სურვილს.

რას ფიქრობს ის? რატომ არაფერს არ აკეთებს ამ ურთიერთობისთვის? იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, არც ისე სერიოზულადაა თქვენს მიმართ განწყობილი და ძლიერ გრძნობებსაც არ განიცდის. მეორეც, თქვენს შორის არის რაღაც ისეთი, რაც მას არ აწყობს, რაც მის უკმაყოფილებას იწვევს. თანაც, პრინციპში, ახლა მის ცხოვრებაში ისედაც უამრავი პრობლემაა, კერძოდ კი, ფინანსური, რომლის გადაწყვეტაც ახლა მისთვის უფრო პრიორიტეტულია.

იმოქმედებს თუ არა მომავალში? დიახ, როდესაც მამაკაცი მიხვდება, რომ მას არ ასვენებს თქვენს შორის არსებული მიზიდულობა. მიხვდება, რომ ვერ გივიწყებთ, მუდამ თქვენზე ფიქრობს, რომ თქვენ გაკავშირებთ არა უბრალოდ მსუბუქი სიმპათია, არამედ ვნებაც.სწორედ მაშინ დაიწყებს იგი მოქმედებას და თანაც, ამ ურთიერთობას სინამდვილეში არც ისე ცუდი პერსპექტივა აქვს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თქვენ გამოხვედით, როგორც იმპერატორი და იმპერატრიცა – თანაბარი დონის პარტნიორები.

თუმცა, ეს იმ პირობით, თუ თითოეული თქვენგანი მხოლოდ საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნილებებზე არ იქნება ორიენტირებული, თუ ისწავლით ერთმანეთის მოსმენასა და გაგებას.