ხუთი არააშკარა რჩევა, რომელიც რეალურად დაგეხმარებათ წონის დაკლებაში

0
34

სპოილერი: ფიტნესი შესანიშნავია, მაგრამ ნაკლები უნდა ჭამოთ – Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ 5 რჩევას, რომელიც რეალურად დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.თუ სერიოზულად ფიქრობთ რამდენიმე კილოგრამის დაკლებაზე, ნუ დაკარგავთ დროს მეგობრების გამოკითხვაში წონის დაკლების ტრენდული მეთოდების შესახებ, არამედ შეეცადეთ თავად მოაგვაროთ ეს პრობლემა. ძირითადი კითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ სწორი სტრატეგიის დადგენაში შემდეგია: “რის გამო მემატება წონა განსაკუთრებით ბოლო დროს?” და “რა უნდა შევცვალო ჩემს კვებაში, რათა წონაში დავიკლო?”. შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია Yandex-ზე, Google-ზე, ასევე თქვენს ანალიტიკისა და რაციონალური აზროვნების უნარებზე. არავითარი სასწაულები და უკიდურესობები: წარმატება განპირობებულია არა თუ ზედმეტი კილოგრამების მოკლევადიანი მოცილებით, რომლებიც ისევე სწრაფად ბრუნდება, არამედ კვებისა და ცხოვრების წესისადმი მიდგომის შეცვლით.აქ არის ხუთი მარტივი ჭეშმარიტება, რომელზეც საჭიროა ყურადღების გამახვილება, რათა კვების ახალმა ჩვევებმა სტაბილურ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

კალორიების შემცირება უფრო მარტივია, ვიდრე დაწვა  – დაბალანსებული კვება ფრთხილად მიდგომას მოითხოვს, მაგრამ ზოგადად, წონის დაკლების მეცნიერება მარტივ აქსიომამდე დადის: დაწვით მეტი კალორია, ვიდრე ჭამთ. სამედიცინო გართულებების არარსებობის შემთხვევაში, რომლებიც იწვევს წონის მატებას ან ხელს უშლის წონის დაკლებას, მთავარი საიდუმლო – უფრო მსუბუქ მენიუზე გადასვლაა. კალორიების მოშორების ყველაზე ეფექტური გზა – მათ მიწოდებაშია. ჭარბ წონასთან გასამკლავებლად, უპირველეს ყოვლისა, თქვენს კვების რაციონს უნდა გადახედოთ.

დიეტა ვარჯიშზე ეფექტურია – სწორედ ასეა, ნებისმიერ დიეტოლოგს ჰკითხეთ. კილოგრამების დაკლება 80%-ით არის დამოკიდებული დიეტაზე და მხოლოდ 20%-ით ფიზიკურ აქტივობაზე. ვარჯიში აძლიერებს მეტაბოლიზმს, წვავს კალორიებს და ძალიან სასარგებლოა ზოგადად ჯანმრთელობისთვის, თუმცა მას არ გააჩნია ჯადოსნური ძალა ჭარბი წონის საწინააღმდეგოდ. ორკილომეტრიანი სირბილი დაახლოებით 200 კალორიის დახარჯვაში დაგეხმარებათ, ეს პეროგის ნაჭერზე ნაკლებია. ამას გარდა, გასათვალისწინებელია, რომ ვარჯიში ზრდის მადას – კალორიების დახარჯვისას, სხეული კვების საჭიროების სიგნალს იძლევა.თუ თქვენ აიძულებთ საკუთარ თავს, ყოველდღე, სამსახურის შემდეგ სპორტდარბაზში ივარჯიშოთ, შემდეგ კი სახლში ბრუნდებით და მრავალსაფეხურიან სენდვიჩს მიირთმევთ, რადგან აღარ შეგიძლიათ მსუბუქი ვიტამინებით სავსე სალათის ჭამა, ფიტნესის სარგებელი ნულს უტოლდება. წონის დაკლებისთვის გაცილებით ეფექტურია დღის დაწყება მსუბუქი დაჭიმვით და ყოველ მეორე დღეს სპორტდარბაზში სიარული. თავისუფალი დრო კი სწორი ლანჩებისა და სადილების მომზადებას უნდა დაუთმოთ. თუმცა გასაგებია, რომ ვარჯიში უფრო მიმზიდველია, ვიდრე კვების შეზღუდვა.

ნუ აიძულებთ, არამედ დაარწმუნეთ საკუთარი თავი – მიზნის დასახვისას, ჩვეულებრივ ვეყრდნობით დამოკიდებულებას, რომ ნებისმიერი მიზანი გულმოდგინე თვითკონტროლით მიიღწევა. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვიყოთ უკიდურესად მოწესრიგებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ბოლოს ვიღლებით და ვუბრუნდებით დამამშვიდებელ სისუსტეებს. იმისათვის, რომ არ დათმოთ პოზიციები წონის დაკლების გზაზე, ნუ აიძულებთ საკუთარ თავს დისციპლინას, არამედ მივუდექით კვების საკითხს ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბების გააზრებული და გულწრფელი სურვილის პოზიციიდან.კვების რაციონისადმი ახალი მიდგომის შემუშავებისას ასევე მნიშვნელოვანია ბიოლოგიური და კულტურული ბარიერების გაცნობიერება, რომლებთანაც ყველას უწევს გამკლავება. ჭარბი საკვების მიღების ჩვევა ჩვენს გენებში ჩადებულია ევოლუციის მილიონობით წლის განმავლობაში – ჩვენ გვაქვს ბუნებრივი იმპულსი, შევივსოთ კალორიები, როცა ისინი ხელმისაწვდომია. კუჭის შევსებისკენ მიდრეკილებას ამძაფრებს მოგებაზე ორიენტირებული ეკონომიკური სისტემა, რომელიც მომხმარებელს აწოდებს შაქრითა და კონსერვანტებით სავსე დაბალხარისხიან და ხელმისაწვდომ პროდუქტებს. მაგრამ, შეუძლებელი არაფერია: ნებისყოფა პლუს ხასიათი დაგეხმარებათ ცდუნებებთან გამკლავებაში. თუ ეს ნამდვილად გინდათ.

ჩვევები ხელს უშლის წონის დაკლებას – სიტუაციის შესწავლისა და ყოველდღიური რაციონის გაანალიზების შემდეგ, აღმოაჩენთ ბევრ მავნე ჩვევას, რომელიც გაიძულებთ, იმაზე მეტი ჭამოთ, ვიდრე საჭიროა. დავუშვათ, დღის უმეტესი ნაწილი ნორმალურად გაატარეთ, მაგრამ ვახშამი ჩვეულებრივ გრძელდება ხოლმე და საყვარელ სერიალს დივანზე წამოწოლილი უყურებთ ჩიფსებით ხელში. ბევრს დესერტების სიყვარული ღალატობს – დანაყრებაც კი არ იძლევა გაჩერების სიგნალს ტკბილეულის ან ნაყინის დანახვაზე. უმეტეს შემთხვევაში (თუმცა არა ყველა) ჭარბი კალორიები ჩვეულებრივ ნახშირწყლებია: მარცვლეული და ნამცხვრები საუზმეზე და ლანჩზე, ბრინჯი, კარტოფილი, მაკარონი ვახშამზე, ასევე ტკბილეული და სხვა საჭმელები.ცხადია, დროა შევცვალოთ ტაქტიკა, შაქრის, სახამებლის, დამუშავებული საკვების მოხმარების შემცირებით და უპირატესობა მივანიჭოთ ბოსტნეულს, მწვანილს, თხილს, ხილს. არ არის აუცილებელი გახდე ვეგეტარიანელი, მაგრამ ღირს ხორცზე ნაწილობრივი უარის თქმა: თევზი და ქათამი საუკეთესო არჩევანია მსუბუქი მენიუსთვის.

საკვები არ არის ჰობი, არამედ ენერგიის წყაროა – შიმშილის დასაკმაყოფილებლად მოკრძალებული პორციებიც სავსებით საკმარისია – მთავარია, დროულად შეახსენოთ საკუთარ თავს საკუთარი სისუსტეების შესახებ. როგორც, ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვიცით, ჭამის დროს გართობა საჭირო არ არის, მაგრამ მის შემდეგ ყოველთვის მისასალმებელია. ჭამის დასრულების შემდეგ, ნუ აიღებთ სმარტფონს ან ტელევიზორის პულტს – ადექით, გარეცხეთ ჭურჭელი, გაისეირნეთ ან დაურეკეთ ვინმეს.კიდევ ერთი რამ, რასაც ალბათ შეამჩნევთ ჩვევების მონიტორინგის დროს: ჭარბი კვება ხშირად მოწყენილობის ბრალია. მოძებნეთ საბაბი საკვების დასავიწყებლად, შეეცადეთ გახვიდეთ სახლიდან და, შესაბამისად, უფრო შორს იყოთ მაცივრიდან. თუ ტელევიზორის წინ ზიხართ, ნუ დაიდგამთ პოპკორნის ან ტკბილეულის თასს – გაერთეთ თხილითა და ბოსტნეულის ნაჭრებით.