ჩვენ თვითონ ვირთულებთ ცხოვრებას. მინიმალიზმი და “ხლამის” მოშორება

0
19

ერთ დილას მივხვდი, რომ სახლში ძალიან ბევრი ნივთი მაქვს. ვიღაც იტყვის – “ეს ხომ კარგია!”, მაგრამ არა. არც ისე მშვენიერია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ, თუ როგორ უნდა მოიშოროთ სახლიდან ზედმეტი ნივთები.

რაში მიშლიდა ხელს?

კარადა სავსეა, მაგრამ ჩასაცმელი არაფერია.სახლიდან ყოველ გასვლას თან ახლავს ნივთების უაზრო მორგება, შეუფერებელი ნივთების ერთმანეთთან შეთავსება და განწყობის გაფუჭება… შედეგად, ბოლო წუთს ვიცვამ ჯინსსა და მაისურს. და ასე მეორდება ყოველდღე. და ეს არის მთელი ჩემი გარდერობის მაქსიმუმ 2% , დანარჩენი კი ტყუილად დევს!

ვარგისიანობის ვადები მუდმივი არ არის.რა მწარეა იმის გაცნობიერება, რომ ის ტროპიკული მანგოს სურნელის მქონე კრემი, რომელიც ახალი წლის წინა დღეებში შეიძინე აქციით… უკვე გაფუჭდა! რადგან, კოსმეტიკური მაგიდა გადავსებულია და ვერ ასწრებ ამ ყველაფრის გამოყენებას, მაგრამ რატომღაც მაინც შერბიხარ მაღაზიაში და ონლაინ მაღაზიის კალათაშიც გაქვს რამდენიმე კოსმეტიკური საშუალება.იგივე სიტუაციაა წამლებთან დაკავშირებითაც. საბედნიეროდ, მე არ მიყვარს წამლების შეძენა და ყოველ შაბათ-კვირას აფთიაქებში არ დავდივარ რაიმე ახლის ყიდვის იმედით. მაგრამ მაინც, ყოველ ჯერზე პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრების დახარისხებისას მხვდება ვადაგასული წამლები და ეს კი ჩვენი ფულია, მეგობრებო!ამ სიას შეგვიძლია საკვებიც მივაკუთვნოთ, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ დიდხანს არაფერი გვიჩერდება და ყველაფერს ელვის სისწრაფით ვჭამთ. ერთადერთი, სანელებლები იხარჯება ნელ-ნელა, მაგრამ მე ბევრს არც ვყიდულობ.

დალაგება რთულია.საქმე იქამდე მივიდა, რომ სახლის დალაგებისთვის 2 დღე მჭირდებოდა! სიტუაცია გართულდა, როდესაც ჩემი შვილი წამოიზარდა და უკვე შეუძლებელი გახდა უბრალოდ იატაკის გაწმენდა და მაგიდის მოწესრიგება. პირველ რიგში, ჩვენ ავეჯიდან ვრეცხავთ “ხელოვნების ნიმუშებს”, ვაშორებთ პლასტილინს. ისევ სათამაშოები, უამრავი სათამაშო. საბავშვო გარდერობი – 2 ცალი. შაბათ-კვირას აღარ იცი საიდან დაიწყო.კიდევ ერთი “დროის მჭამელი” არის ჩვენი საყვარელი თაროები, რომლებზეც ყველაფერი ძალიან ლამაზად არის განლაგებული. აქ გროვდება ძალიან ბევრი მტვერი და ზედმეტი ნივთები.

გავიწყდება რა გაქვს და ისევ ყიდულობ მას.ეს მუდმივად ხდება, როდესაც ნივთებს სათანადო ყურადღებას არ აქცევთ. ძნელია გაიხსენო, რა გაქვს კარადის ზედა თაროზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ავტოფარეხში ან აგარაკზე შენახულ ნივთებზე.ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი თავისთვის მინიმალიზმი აღმოვაჩინე და თანდათან დავიწყე ზედმეტი ნივთების მოშორება.პირველ რიგში, მოვიშორე გაცვეთილი ტანსაცმელი, რომლითაც სტუმრებისთვის კარის გაღება მრცხვენოდა. გადავხედე ჭურჭელს და გადავყარე გაბზარული ჭიქები და თეფშები. გადავყარე ვადაგასული წამლები და კოსმეტიკაც.დავშალე და გადავყარე (ან შევაკეთე) დამტვრეული სათამაშოები, საბავშვო ფლომასტერები, რომლებიც არ წერდნენ, გადავსებული სახატავი ალბომები.

ეს ყველაფერი ძალიან ადვილად გავაკეთე.უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ნივთებმა საკუთარი თავი უკვე ამოწურა.შემდეგ, მაქსიმალურად გადავარჩიე ტანსაცმელი, რომელსაც აღარ ჩავიცვამ. თითქმის ყველა ეს ნივთი შესანიშნავ მდგომარეობაში იყო. მაგრამ, ისინი არ მიხდებოდა ან ზომის ან ასაკის გამო. ყველა ამ ნივთს სწრაფადვე მოვუძებნე ახალი პატრონი და ფულიც კი გამოვიმუშავე.ძველი ტანსაცმლის ნაცვლად თანდათან ახალს ვყიდულობ, ოღონდ მხოლოდ ისეთს, რომელიც ჩემს დანარჩენ ტანსაცმელს შეეფერება.

კოსმეტიკურ საშუალებებს შემდეგნაირად მოვექეცი:შევამოწმე ვარგისიანობის ვადები და მხოლოდ ახალი პროდუქტები დავიტოვე. ამათგან ისეთები ამოვარჩიე, რომლებიც, ჩემი აზრით, დანარჩენზე ადრე დამთავრდებოდა და ცალკე კოსმეტიკურ ჩანთაში მოვათავსე. ეს საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ პროდუქტი ბოლომდე, შემდეგ კი შეიძინოთ (ან მარაგიდან ამოიღოთ) ახალი.თვალყურს ვადევნებ წამლებს და პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრების შევსებას. თუ გავცივდი, აფთიაქში არ მივდივარ, სანამ არ ვნახავ, დამრჩა თუ არა სახლში რაიმე წამალი წინა გაციების შემდეგ.შენახვის ღია სისტემა დახურულ სისტემად გადავაქციე. ჩვენს სახლში კომპიუტერთან დგას თარო, რომელზედაც შეძენის მომენტიდან ლამაზად განთავსდნენ ფერადი სათამაშოები, წიგნები, ზურგჩანთები… ეს ყველაფერი მკვეთრად თვალში მოსახვედრი იყო და არეულობას ქმნიდა. გავაკეთე 4 ერთნაირი ღრმა ყუთი, დავაწებე ულამაზესი ქაღალდი და შიგნით მოვათავსე ყველაფერი, რაც ცუდად მხვდებოდა თვალში. ჩემდა გასაკვირად, გაცილებით მეტი რამ ჩაეტია, ვიდრე თაროებზე იყო.

და რაც მთავარია! არ არის საჭირო ყველა წვრილმანის აწევა თაროების გასაწმენდად!საბავშვო ოთახს უფრო ხშირად სჭირდება დალაგება. ბავშვები მუდმივად იზრდებიან და უპატარავდებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ისინი საჭიროებენ ახალ სათამაშოებს, რაღაცას ხატავენ, რაღაცას ჭრიან.ვცდილობ, რომ ნივთების თითოეული კატეგორია არ გასცდეს მისთვის გამოყოფილ სივრცეს.თუ თარო გადავსებულია, ესე იგი მასზე ბევრი ზედმეტი ნივთია.”ხლამის” მოშორების შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ყველაფერი ხელმეორედ არ შეიძინოთ.

ახლა ჩემი შესყიდვები ორ სცენარით ხდება:

  •  აუცილებელი ნივთების შეძენა გარკვეული მოვლენის წინ.
  • ვყიდულობ ახალს – ძველი გაცვეთილი ტანსაცმლის სანაცვლოდ.

ჩატარებული მანიპულაციების შემდეგ ჩემი ცხოვრება მართლაც გამარტივდა. თითქოს, დღის განმავლობაში დროც უფრო მეტი მაქს. ვიპოვე რესურსები ახალი ჰობისთვის, შაბათ-კვირას საკუთარ თავს, ოჯახსა და შვილებს ვუთმობ და არა იმ ნივთების გადატანას ერთი ადგილიდან მეორეზე, რომლებიც არც კი ვიცი როგორ გაჩნდა ჩვენს სახლში.გისურვებთ საკუთარ თავთან ჰარმონიის პოვნას, გაფუჭებული ჩემოდნების, ბოლოს და ბოლოს, გადაგდებას და სრულფასოვნად ცხოვრებას!ადევნებთ თვალყურს ვარგისიანობის ვადებს ან ნივთების რაოდენობას თქვენს სახლში? თუ ასეთ წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევთ?