საიდუმლო იარაღი: როგორ დავიკლოთ ეფექტურად ბროკოლის დახმარებით

0
811

ხრაშუნა და გემრიელი ბროკოლი ნებისმიერ კერძს ეთავსება. ბროკოლი არა მხოლოდ სასარგებლო და მკვებავი კომბოსტო, არამედ ჭარბი წონის საწინააღმდეგოდ შესანიშნავი საშუალებაა. აუცილებელი მკვებავი ნივთიერებების შემცველობის და მცირე კალორიების გამო შეგიძლიათ წონის დასაკლებად ერთ–ერთ მთავარი სუპერფუდი უწოდოთ.

რატომ არის ბროკოლი ასეთი სასარგებლო

ბროკოლი შეიცავს უამრავ მინერალს, როგორიცაა კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია და ნატრიუმი, ასევე B1, B2, B6, E და C ვიტამინებს, A პროვიტამინს. ეს მკვებავი ნივთიერებები ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ხელს უწყობენ. ბროკოლი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. კვლევამ დაამტკიცა, რომ ბროკოლს ძუძუს და პროსტატის სიმსივნის, ასევე მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკის შემცირება შეუძლია.

ბროკოლის დიეტა: როგორ გვეხმარება ბოსტნეული გახდომაში

მათ, ვისაც რამდენიმე კილოგრამის დაკლება სურთ, ბროკოლი რეგულარულად უნდა მიირთვან. 100 გრ ბროკოლი მხოლოდ 25 კალორიას შეიცავს. ერთ–ერთი ყველაზე დაბალკალორიული ბოსტნეულია. ამავდროულად, ბროკოლი შეიცავს ბევრ ღირებულ უჯრედისს, რომლებიც დიდი ხნით განაყრებთ და ჭამისკენ ლტოლვას ამცირებს.

უჯრედისები შინაგანი ორგანოების გარშემო ცხიმების შლას ხელს უწყობენ. დღეში 10–ზე მეტი გრამი უჯრედისის მიღება მუცლის ცხიმს 4%–ით ამცირებს. გერმანიის კვების საზოგადოების (DEG) თანახმად, ქალებისთვის რეკომენდებულია დღეში 30 გრ უჯრედისი. ბროკოლი 100 გრამზე დაახლოებით 3 გრ უჯრედისს შეიცავს. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ბოსტნეულის სხვა სახეობებიც უჯრედისს და ვიტამინებს შეიცავს. ამასთან ერთფეროვან დიეტას აზრი არ აქვს და ყოველთვის დარღვევით სრულდება.

გემრიელი წასახემსებელი წონაში დასაკლებად

ბროკოლით წონის დაკლება ეფექტურია არა მხოლოდ დაბალი კალორიების და უჯრედისის მაღალი შემცველობის გამო: ბროკოლი შეიცავს სულფორაფანს, მეორად მცენარეულ ნივთიერებას, რომელსაც დეტოქსიკაციური და ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს. ის „მავნე“ თეთრი ცხიმოვანი უჯრედების „სასარგებლო“ ყავისფერ ცხიმოვან უჯრედებად გარდაქმნას ააქტიურებს, რაც საბოლოოდ თეთრი ცხიმის შემცირებას იწვევს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ