თმის მოვლა ჰიალურონის მჟავათი

0
19

გასულ თვეს მაღაზიაში შევნიშნე L’ORÉAL Paris ELSEVE-ის თმის მოვლის ხაზი ჰიალურონის მჟავათი. ვინაიდან, ზაფხულში ეს მჟავა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად მიმაჩნია ჩემს მოვლაში, გადავწყვიტე ეს სერია გამომეცადა, მით უმეტეს, რომ ELSEVE-ის შამპუნებს დიდი ხანია ვიცნობ და წლების განმავლობაში ასობით სხვადასხვა სერიის ELSEVE-ის შამპუნი და კონდიციონერი გამომიცდია. სწორედ, ამ ბრენდის პროდუქციის შესახებაა საუბარი – Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.საერთო ჯამში, ხაზში, რომელსაც L’ORÉAL Paris-მა Hyaluron Filler უწოდა, სულ ოთხი პროდუქტია – შამპუნი, კონდიციონერი, ნიღაბი და შრატი მოცულობის მისანიჭებლად. ყველა პროდუქტი განკუთვნილია თმისთვის, რომელსაც სჭირდება დამატებითი დატენიანება და ზაფხულში, ჩემი აზრით, ეს ყველას სჭირდება. თუმცა, ის განსაკუთრებით მოუხდება მათ, ვისაც შეღებვისა და ფენით დავარცხნის გამო თხელი და გამომშრალი თმა აქვს.

ჩვეულებრივ, თმას ყოველთვის ორჯერ ვიბან, მაგრამ შამპუნს ვისვამ მხოლოდ ძირებზე – არასდროს ვეხები სიგრძეს, არ ვიხეხავ და საერთოდ ვცდილობ ბოლოები ზედმეტად არ “შევაწუხო”. საქმე ისაა, რომ ჭუჭყი ძირითადად თმის ძირებთან გროვდება, ხოლო სიგრძე ყოველთვის უფრო სუფთა რჩება. ვფიქრობ, თქვენც შეგიმჩნევიათ, რომ ძირებთან თმა 2 – 3  დღის შემდეგ უკვე დასაბანია, ბოლოები კი ისე გამოიყურება, თითქოს ახლად დაბანილია.როდესაც შამპუნს მხოლოდ ძირებთან ინაწილებთ, თქვენ თმას აშორებთ ძირითად ჭუჭყს, ხოლო შამპუნის ქაფი, რომელიც თმის მთელ სიგრძეზე ნაწილდება, ასუფთავებს თმას ზედმეტი მექანიკური ზემოქმედების გარეშე.

მე ხვეული და გაღიავებული თმა მაქვს, ამიტომ ვცდილობ კვირაში ორჯერ მაინც გამოვიყენო თმის ნიღაბი. მას შემდეგ, რაც შამპუნის ქაფს ჩამოვიბან, ხშირად ჯერ ნიღაბს ვიყენებ, შემდეგ კი ბალზამს.ვფიქრობ, გინახავთ, რომ ზოგიერთი ნიღბის წასმა რეკომენდებულია პირსახოცით გამშრალებულ თმაზე, რადგან ამ შემთხვევაში საკვები ნივთიერებები უკეთესად და მეტი რაოდენობით მოხვდება თმის კუტიკულაში. Hyaluron Filler-ის სერიის ნიღბის გამოყენების შემთხვევაში უმჯობესია ასე არ მოიქცეთ და ნიღაბი პირდაპირ სველ თმაზე წაისვათ. საქმე ისაა, რომ ჰიალურონის მჟავას მოლეკულა, რომელიც შედის მთელი სერიის შემადგენლობაში, შესანიშნავად ინარჩუნებს და იზიდავს ტენიანობას გარედან და სწორედ ამით იღებს თმა მისთვის აუცილებელ დამატებით ტენიანობას. სხვათა შორის, თუ თქვენ მშრალი და ხვეული თმა გაქვთ, მაშინ ნიღაბი, არ აქვს მნიშვნელობა მკვებავი იქნება თუ დამატენიანებელი, ყოველთვის უნდა წაისვათ მხოლოდ სველ თმაზე, წინასწარ პირსახოცით გაშრობის გარეშე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხვეული ან ტალღოვანი თმის მოვლაში, რომელიც ბუნებრივად მშრალი და ფოროვანია.

ნიღაბი შესანიშნავად ატენიანებს, თმას სრიალსა და აბრეშუმისებრს ხდის. ტექსტურა მკვრივია, ადვილად გამოსაყენებელი და თმიდან არ ჩამოდის. თმაზე გაჩერების დრო 2-3 წუთია.მშრალი თმის ნებისმიერმა მფლობელმა იცის, რომ კონდიციონერის გარეშე შეუძლებელია თმის დავარცხნა და ვარცხნილობის გაკეთება. თმა იწეწება, იმტვრევა და შემდეგ ფუვდება, როგორც ბაბუაწვერები ქალაქის გაზონებზე. ჰიალურონის მჟავას შემცველი კონდიციონერი შესანიშნავად უმკლავდება სიმშრალესა და მტვრევადობას. მის შემდეგ თმა ბზინვარე, ელასტიური და რბილია.შეგახსენებთ, რომ მე არასოდეს ვისვამ ნიღაბსა და ბალზამს თმის ძირებზე. ყოველთვის ვისვამ მხოლოდ თმის სიგრძეზე. ძირებს, დამატებითი საშუალებების გარეშეც ჰყოფნის კვება, მათთვის მთავარია სისუფთავე, სიგრძეს კი უნდა დავეხმაროთ, რათა იყოს ჯანსაღი, ბზინვარე და აბრეშუმისებრი.

მშრალი თმის მოვლისას აუცილებლად უნდა გამოიყენოთ თმაზე დასატოვებელი პროდუქტები. ELSEVE Gilauron Filler-ის სერიაში არის შრატი, რომელსაც ვისვამ არა მხოლოდ დაბანის შემდეგ სველ თმაზე, არამედ მშრალ თმაზეც ყოველ დილით. თმას ჩვეულებრივ სამ დღეში ერთხელ ვიბან, შრატს კი ყოველდღე ვიყენებ. სახის დაბანისა და დილის შხაპის შემდეგ ჯერ ვისვამ სახის მოვლის საშუალებებს, შემდეგ თმას ვივარცხნი და ბოლოებში ცოტა შრატს ვამატებ.

შრატი სპრეის ბოთლშია და პირადად ჩემთვის უფრო მოსახერხებელია, ბოთლიდან პირდაპირ სველ თმაზე წასმა და შემდეგ ხელით მთელს სიგრძეზე გადანაწილება. თუმცა, მშრალ თმაზე მირჩევნია პირდაპირ ხელებით წავისვა – ასე უფრო ადვილია პროდუქტის რაოდენობისა და გამოყენების ზონის განსაზღვრა. რამდენიმე დაჭერით სპრეი ხელისგულზე გადმომაქვს, შემდეგ პროდუქტს ხელისგულებში ვინაწილებ და ვისვამ მხოლოდ მშრალ ბოლოებზე, რომლებიც მაშინვე ცოცხლდება ფაქტიურად ჩემს თვალწინ.შემიძლია ვთქვა, რომ სერია მართლაც წარმატებულია და მშვენივრად უხდება ზაფხულს. თუმცა, ჩემი აზრით ყველა პროდუქტის ყიდვაა საჭირო, რათა ნამდვილად იგრძნოთ ეფექტი, განსაკუთრებით თუ მართლა მშრალი და თხელი თმა გაქვთ.სხვათა შორის, შეფუთვა დამზადებულია გადამუშავებული პლასტმასისგან – ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის პლუსია.

ზღვიდან ჩამოსულმა მაშინვე დავიწყე ამ სერიის გამოყენება და სიმშრალე, რომელიც ყოველთვის ჩნდება “წყალი + მზე” კომბინაციის შემდეგ სწრაფად გაქრა. ყოველთვის ვხმარობ ჩალის ქუდს და თავით არ ვყვინთავ აუზში, მაგრამ როცა ბავშვები იქვე ხალისობენ, წყლიდან ისეთი გამოდიხარ, თითქოს თავად ჩაყვინთე. თმა სწრაფად კარგავს ტენს და ფუვდება. სახლში რომ მოვფრინავდი, უკვე ბაბუაწვერას ვგავდი, მაგრამ ეს სერია ჰიალურონის მჟავათი, პირველივე გამოყენებისას ძალიან ეფექტური აღმოჩნდა.კვირანახევრის განმავლობაში გამოყენების შემდეგ, ჩემი თმა ისევ აბრეშუმისებრი გახდა.ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია და მიმოხილვა თქვენთვის სასარგებლო იქნება და დაგეხმარებათ აირჩიოთ კარგი საშუალებები თქვენი თმის მოვლისთვის.