ტაროს გაშლა. რით გაგაკვირვებთ ბედი უახლოეს მომავალში?

0
52

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ სტატიას – ტაროს გაშლა, თემაზე: რით გაგაკვირვებთ ბედი უახლოეს მომავალში?

საკითხის არსი, სიტუაცია. აქ – რაღაც სახის ურთიერთობა (ძველი კავშირები) დაძვრება. ადამიანთან დისტანციური ურთიერთობა. ურთიერთობის ბარიერები არასტანდარტული ქმედებებით გადაილახება. ცვლილებები მოხდება ნელა, მაგრამ აუცილებლად.

ზღურბლზეა – მოგზაურობა ან ცვლილებები, რომლებიც ინტუიციურად უკვე იგრძნობა. საუბარი შეიძლება იყოს რომანტიკულ ქალზე, დიასახლისზე, კერის მცველზე.

თქვენ, ამ სიტუაციაში (როგორ ხედავთ, გრძნობთ, როგორ მოქმედებს ეს სიტუაცია თქვენზე). უკვე აკვირდებით ან შეამჩნევთ ცვლილებებს პირად ცხოვრებაში. შეიძლება მოხდეს ჩხუბი, ურთიერთობა იყოს დისტანციური. ამ ურთიერთობებში დიდ როლს თამაშობს სანდო, ერთგული ქალი.

რა გაგახარებთ ამ სიტუაციაში? გაგახარებთ გარემოს ცვლილება. კონფლიქტები წარსულს ჩაბარდება. მოაწესრიგეთ თქვენი ცხოვრება, უარი თქვით ზედმეტზე.

რასთან დამშვიდობების დროა? (რა მიდის?). წარსულში რჩება შორ მანძილზე მოგზაურობა, შესაძლოა ვინმემ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, ოჯახი შექმნა.

რა შემოდის თქვენს სივრცეში? – დიდი ალბათობით, ყოველდღიური აურზაური და წვრილმანი ჩხუბი საკმაოდ მოგბეზრდათ და გსურთ სხვა საქმეებზე გადაერთოთ. გამგზავრება გაიძულებთ გაიაზროთ რაღაც ურთიერთობები.

რჩევა: ცვლილებები იქნება უკვე არსებულ ურთიერთობებში. ვიღაც ადამიანთან დისტანციური პარტნიორობა ძალიან წარმატებული იქნება.იყავით თანმიმდევრული თქვენს ქმედებებში, განეწყვეთ გრძელვადიანი პატიოსანი თანამშრომლობისათვის, დაიცავით და შეასრულეთ შეთანხმებები.

გაფრთხილება (რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, შეიძლება დაგიმალონ, ვერ შეამჩნიოთ).შემოუშვით ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში და მიიღეთ ისინი. ახლა საუკეთესო დროა ამისათვის. ნებისმიერი ცვლილება თქვენთვის სასარგებლო იქნება.

რა მოხდება აუცილებლად (ეს ბედისწერაა) უახლოეს მომავალში? – თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ თქვენი გზის მიმართულება. მნიშვნელოვანი იქნება მიზნების დასახვა, სამოქმედო გეგმის შედგენა.აი, ეს ინფორმაცია გადმოგვცა კარტმა დღეს.