სახის ოვალის გაახალგაზრდავება ფილერებისა და პლასტიკის გარეშე

0
142

Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებული დღევანდელი სტატია მათთვისაა, ვისაც სურს, რომ ჰქონდეს მკაფიო და ახალგაზრდა სახის ოვალი. გთავაზობთ განიხილოთ ოთხი ძირითადი ნაბიჯი, რომელიც 100% მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.რა არის სახის ლამაზი ოვალი? სამწუხაროდ, ასაკთან ერთად, სახესა და კისერს შორის მკაფიო საზღვარი იშლება, გადასვლა ხდება გლუვი და ახალგაზრდობის კუთხე მკაფიოდ არ ჩანს. ჩნდება ბულდოგის ლოყები და ჩამოშვებული ლოყები, რის გამოც ოვალი იშლება და შესაბამისად სახეც ბერდება.როგორ დავიბრუნოთ სახის მკაფიო ოვალი, რაც ნიშნავს მინუს 10 წელს ჩვენი ასაკიდან? რომელი სავარჯიშოები მიგაახლოვებთ იდეალთან?

ნაბიჯი პირველი. ვასწორებთ კისრის სტატიკას.

სწორი პოზა არის ძირითადი პრინციპი სახის მკაფიო ოვალისათვის. თუ თქვენ გაქვთ მოხრილი, დაწეული მხრები, თქვენი თავი გადახრილია წინ და ქვემოთ, მაგრამ ის ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ ჩერდება და თქვენ მას წევთ ზევით. ამის გამო, მოკლდება კისრის უკანა ზედაპირი, იკუმშება ლიმფური ძარღვები და ჩნდება კისრის წინა ზედაპირის შეშუპება. ამას ეწოდება ორმაგი ნიკაპი.ამიტომ, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ სწორი პოზა. თუ მხრებს გაასწორებთ და ჩამოუშვებთ, კისერი სწორად დადგება, უკანა ზედაპირი დაგრძელდება და აღდგება ლიმფის სწორი გადინება. ჭარბი სითხე კი “ჭურჭელთან” ერთად დატოვებს დაკავებულ ადგილებს. ასე იქმნება საფუძველი სახის მკაფიო ოვალის შესაქმნელად.

ნაბიჯი მეორე. საჭიროა ლიმფური კვანძების დაგროვების არეში ფიბროზის აღმოფხვრა. როგორ გავიგოთ არის თუ არა ფიბროზი? მოჩქმიტეთ კანი ყურთან ახლოს, კარგად მოკიდეთ ქსოვილს ხელი და გასწიეთ. ნაკეცი უნდა იყოს მინიმუმ ერთ ნახევარი, ორი სანტიმეტრი. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ქსოვილები კარგ მდგომარეობაშია და ფიბროზი არ არის. თუ ჩქმეტა გიჭირთ, თითები კანს ვერ იჭერს, სრიალებს, ესე იგი პრობლემებია. იგივე გააკეთეთ ყბის კუთხეში, სტერნოკლეიდომასტოიდური კუნთის მიდამოში. კანი რბილად და ადვილად უნდა გამოიჭიმოს, თუ ასე არ მოხდა, მაშინ ამ ზონებზე უნდა იმუშაოთ.რაში გვიშლის ხელს ფიბროზი? თუ ფიბროზი არის, იკეტება ლიმფური კვანძები, იბლოკება სისხლძარღვები, კაპილარები, რომლებშიც სისხლი გადის და გამოდის ლიმფა, ანუ მეტაბოლური ნარჩენები, ტოქსინები, ჭარბი სითხე და სხვა მსგავსი. თუ ფიბროზი არის, მაშინ ქსოვილის ტროფიკის პროცესები ცუდად მიმდინარეობს.

ნაბიჯი მესამე. ვმუშაობთ საღეჭი კუნთის დაძაბულობის მოსახსნელად. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ადამიანთა უმეტესობაში ჩნდება. საღეჭი კუნთი პირველი რეაგირებს სტრესზე, ნეგატივზე, სიცივეზე, ემოციებზე. ერთმანეთს ვაჭერთ კბილებს, ვნერვიულობთ, გვეჭიმება ლოყები, ვქმნით საღეჭი კუნთის ჰიპერტონუსს. დამოკლებისას, ის ზემოთ სწევს ჩვენს ქვედა ყბას. ამრიგად, სახის გვერდითი ნაწილი მოკლდება, რბილი ქსოვილები კარგავს საყრდენს და ეკიდება, იწევს ცენტრისკენ და ქვემოთ და ქმნის ბულდოგის ლოყებსა და დაშვებულ ლოყებს.და როცა ვიწყებთ საღეჭი კუნთის ტონუსის აღდგენაზე მუშაობას, მისი ბუნებრივი სიგრძის დასაბრუნებლად, სახის გვერდითი ზედაპირი გრძელდება, ქსოვილები იჭიმება, შესაბამისად, მაღლა იწევს სახის ქვედა და შუა ნაწილებიც.

გთავაზობთ საღეჭი კუნთების მოსადუნებელი სავარჯიშოს შესრულებას:დასაწყისისთვის, იპოვნეთ საღეჭი კუნთები. გააღეთ პირი და იპოვნეთ: ის ზიგომატური ძვლიდან ქვედა ყბის კუთხემდე მიდის. იდაყვი დადეთ მაგიდაზე, სამი თითით დააჭირეთ საღეჭ კუნთს. შეგიძლიათ ოდნავ გააღოთ პირი. შესაძლოა იგრძნოთ ტკივილი. შემდეგ, წრიული მოძრაობებით დაიმასაჟეთ საღეჭი კუნთი. თუ ძლიერ ტკივილს იგრძნობთ, დააჭირეთ თითები ამ ადგილს, სანამ ტკივილის შეგრძნება არ გაქრება. ასეთნაირად, მცირე “ნაბიჯებით” გაიარეთ საღეჭი კუნთის მთელი არეალი ორივე მხრიდან.

მეოთხე ნაბიჯი. ეს არის ორთოდონტული პრობლემების გადაჭრა. ზოგიერთისთვის, ეს არის ქვედა ან ზედა ყბის განუვითარებლობა, მალოკლუზია, კბილების ნაკლებობა. ამისთვის გირჩევთ, კარგ სპეციალისტს მიმართოთ.მოდი შევაჯამოთ. დღეს ჩვენ განვიხილეთ ოთხი მარტივი ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ მკაფიო, ახალგაზრდული სახის ფორმას და დაიბრუნოთ ახალგაზრდობის კუთხე. მთავარია არ დაიზაროთ და გახსოვდეთ, რომ თქვენი სილამაზე თქვენს ხელშია.