06/21/22 – ზაფხულის მზებუდობა. როგორ გავატაროთ ეს ძლიერი პერიოდი ჩვენს სასიკეთოდ

0
38

გქონოდეთ ბედნიერი დღე და პერიოდი, რომელიც აავსებს ენერგიით, რწმენითა და მზით ყველაფერს, რაც თქვენშია და რითაც ხართ გარშემორტყმული! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, ზაფხულის მზებუდობაზე ვისაუბრებთ.ზაფხულის მზებუდობა – ბუნების აყვავებისა და ნამდვილი ზაფხულის დაწყების ეპიცენტრია. და კიდევ, ეს არის ყველაზე ჯადოსნური და მზის ენერგიით სავსე დღე!ძლიერი კაშკაშა დღე მზის მაქსიმალური შუქით. მზის სტიქია – ცეცხლი – არის კაშკაშა, ძლიერი ენერგია, რომელმაც შეიძლება დაწვას, თუ მას არ შევაკავებთ და გონივრულად არ გამოვიყენებთ.მზის ენერგია მნიშვნელოვანია და აუცილებელია მთელი ჩვენი ცხოვრებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. სწორედ ამიტომ, ასეთ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მისით მთელი ინტენსივობით გაჯერება, საკუთარ თავში ჩართვა, როგორც ძლიერი ძრავისა.

როგორ გავატაროთ ეს დღე?

შესანიშნავი იქნება, თუ მზის ამოსვლასთან ერთად მოახერხებთ ადგომას, შეხვდებით მას ღიმილით, გააკეთებთ სუნთქვით ვარჯიშებს, მზის დისკოს ყურებისას, რომელიც ამ დროს ძალას იკრებს (თუ მოღრუბლული იქნება, მაინც დადექით ფანჯარასთან, რადგან მზე არასოდეს წყვეტს ნათებას და ხედავს თითოეულ ჩვენგანს ყველაზე სქელი ღრუბლების მიღმაც კი). აუცილებლად მიესალმეთ მზეს, რადგან ის ზრდის ყველაფერს, მათ შორის თქვენც.ამ დღეს ფანჯრები ღიად დატოვეთ, რათა ენერგია სახლში შემოვიდეს: გამორთეთ კონდიციონერები და მოაწყეთ მყუდრო თბილი ორპირი ნიავი, გააჯერეთ თქვენი ცხოვრება ნამდვილი მზის შუქითა და მაგიით.წინა დღეს ჩაატარეთ სველი წმენდა და მხედველობის არედან მოაშორეთ ყველაფერი არასაჭირო, უმჯობესია გადააგდოთ. რაც უფრო მეტი ძველი, გატეხილი და გამაღიზიანებელი ნივთები იქნება თქვენს სივრცეში, მით მეტი ასეთი მუხტი შეგროვდება და მომავალში გამრავლდება და გაიზრდება.

დამუხტეთ თქვენი საუზმე მზის შუქით. ფანჯრის რაფაზე დადეთ ხილი ან კენკრა, რომელის წაღებასაც აპირებთ სამსახურში. ასე, თქვენ შეძლებთ დღის განმავლობაში იკვებოთ მზის ენერგიითა და ჯადოსნური ვიტამინებით.ამ დღის გატარება ყველაზე კარგია ბუნებაში, რადგან ჩვენ ყველანი ბუნების შვილები ვართ: ისიამოვნეთ ყვავილების არომატებით, მოუსმინეთ ჩიტებს, უყურეთ მდინარის დინებას, გაუღიმეთ მზეს, ათვალიერეთ ღრუბლები.ვინც იცით, რომელია თქვენი ხე – მოძებნეთ ის და ჩაეხუტეთ. თუმცა, სხვა ნებისმიერიც გამოდგება, რადგან ძლიერი ხე – ძალაა, ეს არის ძლიერი ფესვები საკუთარ მიწაზე, ეს არის სინათლისაკენ სწრაფვა.

ახლა მთელი ბუნება ივსება წარმოუდგენელი ძალით, რომელიც ყველგან არის უზარმაზარი რაოდენობით. ნუ უგულებელყოფთ ამ ყველაფერს სამსახურის, სახლის საქმეების ან სხვა ცხოვრებისეული საქმეებისა თუ სხვა რაღაცეების გამო.გაავსეთ სახლი ყვავილებით, სული და გული კი – მზით, ჩაისუნთქეთ ეს ჰაერი ღრმად, “გამოიკვებეთ” ზაფხულით.

როგორ გააკეთოთ მზის ენერგეტიკული თილისმა? – აიღეთ ოქროსფერი მონეტა. კარგად გარეცხეთ და სასურველია მარილითაც, რომ კარგად გაიწმინდოს ყველაფრისგან. მიეცით მას თავად მზის ასისტენტის უფლებამოსილება, რათა მან დაგიცვათ, სითბო მისცეს სულს, გულს, საფულესა და ჯანმრთელობას. სწორ სიტყვებს თავად გამონახავთ, თქვენი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე.მონეტა-თილისმა მზეზე გააჩერეთ და შემდეგ, ჩადეთ საფულეში ან ზარდახშაში.უკეთესი იქნება, თუ მონეტას 21 ივნისის ღამეს დაძინებამდე ფანჯრის რაფაზე დატოვებთ, რათა არ გამოგრჩეთ მზის ამოსვლის მომენტი. შემდეგ კი მთელი დღე იდოს ფანჯრის რაფაზე, რათა მაქსიმალურად დაიმუხტოს.

დღისითაც შეგიძლიათ ამ მონეტით გამოსვლა და თილისმის გაკეთება, რადგან მთელი ეს დღე ჯადოსნური და მაგიურია.ამოიღეთ მონეტა საჭიროებისამებრ, როდესაც იგრძნობთ შინაგან და გარეგან სიცივეს – დაუბრუნდით მასთან ერთად ამ მზიან დღეს, რომელსაც ყველა ველოდებით მთელ ზამთარსა და გაზაფხულისა და შემოდგომის ცივ დღეებში.მოიტანეთ სახლში ყვითელი ყვავილი ან თაიგული და მოათავსეთ ვაზაში თქვენს საყვარელ ოთახში, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ.გაატარეთ 21 ივნისი საკუთარ თავთან და ბუნებასთან ჰარმონიაში: მიირთვით მცენარეული საკვები, ჩაიცვით ღია ან ყვითელი ფერის ტანსაცმელი, დაეხმარეთ ბუნებას (გამოკვებეთ ჩიტები და უსახლკარო ცხოველები, მიეცით მათ წყალი), მორწყეთ ყვავილები, მოიშორეთ ნეგატიური ფიქრები, ნუ ჩაერთვებით დაპირისპირებასა და ჩხუბში. შეეცადეთ, ამ დღეს იყოთ სუფთა ყველა ფრონტზე: ფიზიკურად, გონებრივად, სულიერად. შესანიშნავნი იქნება თუ ამ დღეს ღარიბებს დაეხმარებით.

იგრძენით შინაგანი სიმშვიდე, თქვენ ხომ სამყაროს ნაწილი ხართ! სამყაროში კი ყოველთვის ცნობილია, როდის და რა უნდა მოხდეს ყველას სასიკეთოდ.ეს დღე ჯადოსნურ ბაღს ჰგავს – რასაც დათესავ მზის ქვეშ, როგორც მორწყავ, – მოსავლის სახითაც იმას მიიღებ.აი, კიდევ რა არის მნიშვნელოვანი: სურვილების დღეს, ძალიან კარგია უარი თქვას ისეთ რამეზე, რაზეც ჩვეულებრივ დღეს გიჭირთ ხოლმე უარის თქმა: ყავა, ტკბილეული, მანქანა და ა.შ. ამით თქვენ გამოავლენთ, რომ ნამდვილად მზად ხართ ცვლილებებისათვის და მზად ხართ იმოქმედოთ.

ჩავიფიქროთ სურვილები სწორად – თქვენი სურვილები შეგიძლიათ ჩუმად ჩაუთქვათ თუ სამსახურში ხართ და არ გაქვთ შესაძლებლობა განმარტოვდეთ და როგორც წესია ისე დაკავდეთ ამ საკითხით. ასევე, შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ, თუ ფიქრობთ, რომ ზუსტად იმ დღეს ამის შესაძლებლობა არ გექნებათ. არავითარი “არა” და მომავალი დრო. ყველაფერი აწმყოშია ან წარსულშია.მაგრამ, მე იმის მომხრე ვარ, რომ 21 ივნისს მშვიდ ატმოსფეროში გამოყოთ დრო და შეადგინოთ სურვილებისა და მიზნების სია.განეწყვეთ ცვლილებებისათვის და მთელი ძალით ჩართეთ თავდაჯერებულობა, რომ ყველაფერი გამოვა, ყველაფერი ახდება და ყველაფერი შესაძლებელია.

შემდეგ, უშიშრად და სირცხვილის გრძნობის გარეშე იღებთ ქაღალდს და წერთ თქვენს სურვილებს. შეიძლება 150-მდეც იყოს. საერთოდ რეკომენდებულია, რომ ასამდე სურვილით შემოიფარგლოთ. დრო – 3 წუთი გაქვთ (21=2+1).მნიშვნელოვანია აზრებისა და სურვილების დაწერა სწრაფად, უბრალოდ დაწერეთ ყველაფერი, რაც თავში მოგივათ (აბსტრაქტულად და მოკლედ). ეს შეიძლება იყოს მცირე თხოვნებიც, რომლებსაც ვერც კი ამჩნევთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. აქვე გამოჩნდება თქვენი დიდი ოცნებებიც, რომლებიც მიუღწევლად და განუხორციელებლად მიგაჩნიათ. დაწერეთ ყველაფერი. ეს სია მხოლოდ თქვენია. მას დაინახავთ მხოლოდ თქვენ და სამყარო.ყველაფერი უნდა გეხებოდეთ მხოლოდ თქვენ (ჯანმრთელობა, სამუშაო, რეალიზება, სიყვარული, სურვილები, ოცნებები, ნივთები, მოგზაურობა).

ეს ჯადოსნური სია თქვენთან შეინახეთ, რათა პერიოდულად შეხედოთ მას და დახატოთ მზეები იმ პუნქტების გასწვრივ, რომლებიც უკვე რეალიზებულია.არ დაგავიწყდეთ ერთი მოქმედების შესრულება – ერთი სურვილის შესასრულებლად. აირჩიეთ ნებისმიერი.მაგალითად, გსურთ თქვენს სიყვარულს შეხვდეთ? საკუთარი თავი შეიყვარეთ. ნება მიეცით საკუთარ თავს, შეიყვაროს საკუთარი თავი, როგორიც ხართ აქ და ახლა. იპოვეთ საკუთარ თავში პლუსები, ჩამოწერეთ ყველა დადებითი თვისება, ყველა უპირატესობა და მიღწევა.ძალიან კარგი იქნება , თუ ამ პრაქტიკას გამთენიისას გააკეთებთ და 22 ივნისამდე ფურცელს ფანჯრის რაფაზე დატოვებთ დასამუხტად.

გისურვებთ ბედნიერ დღეს და პერიოდს, რომელიც აავსებს ენერგიით, რწმენითა და მზით ყველაფერს, რაც თქვენშია და რითაც ხართ გარშემორტყმული.