მდიდრული, მოვლილი, კაშკაშა და გამოკვებილი კანის ეფექტი: მზესუმზირის ზეთი, ბალახეული, კვერცხის გული

0
36

ამ რეცეპტს შაბათ-კვირის ნიღაბი ჰქვია, ვინაიდან ამ ნიღბით მინიმუმ 40 წუთის განმავლობაში მოგიწევთ სიარული და არც თუ ისე კარგი სანახავი იქნებით, არომატი კი ყველას არ მოეწონება. თუმცა, ამ ნიღბის ეფექტი ამად ნამდვილად ღირს და თავად პროცესიც ძალიან საინტერესოა. სწორედ, ამ ნიღბის რეცეპტს გთავაზობთ Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.

ნიღბის რეცეპტი:

  • 1-2 ჩაის კოვზი კვერცხის გული;
  • 1-2 ჩაის კოვზი არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი;
  • 1 ჩაის კოვზი – პიტნის, ფოთლოვანი მწვანე ჩაის, ოხრახუშის და/ან ჰელიქრისუმის თანაბარი წილებისაგან შემდგარი ნარევი;
  • 75 მლ მდუღარე წყალი.

არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ან შეურიოთ სელის ზეთი, ხორბლის ჩანასახის ზეთი, ასკილის თესლის ზეთი, ბორაჟის ზეთი, საღამოს პრიმულას ზეთი, შავი ქირამის ზეთი, შავი მოცხარის ზეთი. ეს არის აქტიური ზეთები, რომლებიც იძლევა კარგად მოვლილი, კაშკაშა და გამოკვებილი კანის ეფექტს.გული აქ მოქმედებს როგორც ბუნებრივი ემულგატორი, ანუ ის აერთებს მცენარეულ ნაყენსა და ზეთს. ასევე, ნედლი გული ლეციტინის წყაროა, რომელიც ძალიან კარგად აღადგენს კანს.ბალახეულს გააჩნია მატონიზირებელი, ანტიოქსიდანტური, ანტიანდროგენული, შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი. ხშირად, ასეთ ნიღბებში გვირჩევენ სპირულინას ფხვნილის დამატებას, მაგრამ ამის შემდეგ არომატი არც თუ ისე სასიამოვნო გახდება.

დაასხით ბალახებს ცხელი წყალი და ასე გააჩერეთ თავსახურის გარეშე. თუ გადაწყვეტთ, რომ მწვანე ჩაი არ გამოიყენოთ, მაშინ შეგიძლიათ დაასხათ მდუღარე წყალი და გააჩეროთ თავდახურულ ჭურჭელში. მწვანე ჩაის არ უყვარს მდუღარე წყალი და ხანგრძლივად გაჩერება.სანამ ნაყენი მომზადდება, მოამზადეთ კანი: დაიბანეთ ჯერ ჩვეული წესით, შემდეგ კი შვრიის ფაფით ან/და ბარდის, წიწაკის ფქვილით. საჭიროა კანის ძალიან ნაზად აქერცვლა, მისი დაზიანების გარეშე. თუ კანზე მიკრობზარებია, ინტენსიური ზეთოვანი მოვლა არ უხდება: ზეთი მიკრობზარებში ჩადის და იწვევს გაღიზიანებას, ზოგჯერ კი – დერმატიტსაც.ერთმანეთს შეურიეთ კვერცხის გული და ზეთი და შემდეგ თანდათანობით დაამატეთ 2 – 3 ჩაის კოვზი გაცივებული ნახარში. უნდა მიიღოთ, თხევადი ზეთოვანი კრემის კონსისტენცია.

ნიღბის პირველი თხელი ფენა წაისვით ოდნავ სველ კანზე: სახეზე, კისერზე, დეკოლტეზე. ქვედა ქუთუთოზე წაისვით ძვლის გასწვრივ, ლორწოვანი გარსისგან მოშორებით. ნუ დაივიწყებთ ნიკაპის ქვეშ არსებულ ზონას. ზედმეტი ნიკაპი – ეს არის, არა იმდენად ცხიმი, რამდენადაც შეშუპება. ნიღაბი ხელს შეუწყობს შეშუპების შემცირებას და კანის აჭიმვას.დაელოდეთ სანამ ნიღბის პირველი ფენა გაშრება და კიდევ 2-3 თხელი ფენა წაისვით.თუ ნიღაბი ძალიან ბევრი გამოვიდა, შეგიძლიათ წაისვათ ხელებზე, პოლიეთილენის ხელთათმანების ქვეშ. ასეთი მოვლა თმასაც ძალიან მოუხდება.ჩამოიბანეთ ნიღაბი გრილი წყლით 40-90 წუთის შემდეგ, თუმცა შეგიძლიათ უფრო მეტ ხანსაც გაიჩეროთ. თუ არსად არ აპირებთ წასვლას, ნიღაბი შეგიძლიათ ჩამოიბანოთ დარჩენილ ნაყენში დასველებული ბამბის დისკოებით. ნაყენი ამ დროისთვის საკმაოდ გაჯერებული იქნება, ამიტომ უმჯობესი იქნება მისი წყლით განზავება.

თუ კანი ცხიმიანია და გეშინიათ, რომ ნიღაბი ფორებს გადაკეტავს, უმჯობესია ჩამოიბანოთ იგი სახის დასაბანი ქაფით.ეფექტი შესამჩნევი იქნება, თუნდაც ერთი ასეთი პროცედურის შემდეგ, მაგრამ უმჯობესია ინტენსიური კურსის ჩატარება: 10-12 ნიღაბი 3-5 დღეში. შუალედებში, კანი კარგად უნდა დატენიანდეს. ზეთებით მოვლა კარგად მუშაობს დატენიანებასთან ერთად. ამის გარეშე, შესაძლოა კანი გამოშრეს.როგორც ყოველთვის, საჭიროა წინასწარი ტესტი ალერგიისა და ინდივიდუალური შეუწყნარებლობის სხვა შემთხვევებისთვის. ასევე საჭიროა ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან დაცვაც, რადგან აქტიური ზეთები კანს ფოტომგრძნობიარეს ხდის.აუცილებელია საკუთარი კანის მახასიათებლების ცოდნა და მისი რეაქციის თვალყურის დევნება პროცედურაზე. ყველა ადამიანის კანი განსხვავებულია და მზა უნივერსალური გადაწყვეტილებები არ არსებობს და ვერც იარსებებს.