როგორ გავრეცხოთ სავარცხელი სწორად

0
709

თმის ჯანმრთელობა და სილამაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ ცხოვრების წესზე, კვების რაციონსა და შამპუნის ხარისხზე, არამედ საყვარელი სავარცხლის სისუფთავეზე. სავარცხლის ასარჩევად მკაცრი რეკომენდაციები არ გვაქვს, მაგრამ არსებობს რამდენიმე მარტივი წესი მის სწორად მოსავლელად.

რატომ უნდა გარეცხოთ სავარცხელი

ერთი შეხედვით, კითხვა რიტორიკულია, მაგრამ კომენტარს მაინც გავაკეთებ. სავარცხელს ყოველდღე ვიყენებთ, ლოგიკურია, რომ მასზე ათასობით ბაქტერია, კანის ცხიმის ნარჩენები, მტვერი და სტაილინგის საშუალებები რჩება. ამ ყველაფერმა კანზე შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს, გაღიზიანება და სიწითლე გამოიწვიოს. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად თმის ხელსაწყოს ჰიგიენას ყურადღება უნდა მიაქციოთ.

რამდენად ხშირად უნდა გარეცხოთ

დაიცავით წესი: რაც უფრო ხშირად, მით უკეთესი. სპეციალისტები გირჩევენ, რომ სავარცხელი კვირაში ერთხელ გარეცხოთ, ორჯერ – თუ სტაილინგის საშუალებები ძალიან გიტაცებთ და მათ მხოლოდ დღესასწაულებებზე არ იყენებთ. სავარცხელი მიჯაჭვულობის მიუხედავად წელიწადში ერთხელ მაინც გამოცვალეთ. პირველ რიგში, 12 თვეში სავარცხელზე უამრავი ბაქტერია წარმოიქმნება, რომელთა ჩამობანა რაიმე ხსნარით შეუძლებელია. მეორეც, ჯაგრისები ძლიერ ცვდება, მასზე მიკრონაკაწრები წარმოიქმნება, რომლებიც კანს და თმის სტრუქტურას აზიანებენ.

საპნით და წყლით

სანამ სავარცხელს გარეცხავთ, დაგროვებული თმისგან გაწმინდეთ, შემდეგ საპნიან წყალში ჩადეთ და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. ზოგიერთი თმის სპეციალისტი მასში ჩვეულებრივ შამპუნს ამატებს, რაც დასაშვებია. ასე სქელ ქაფს და სასიამოვნო არომატს მიიღებთ. ამის შემდეგ წყალი ააქაფეთ, კბილები და ინსტრუმენტი მთლიანად გასაპნეთ, შემდეგ წყალი კარგად გაავლეთ. ასეთი დეზინფექციის მეთოდი ნებისმიერი სახის სავარცხელზე გამოგადგებათ: მნიშვნელობა არ აქვს ხის სავარცხელია თუ პლასტმასის ბრტყელი ჯაგრისი. სიტყვაზე, ხის სავარცხელი სჯობს წყალში არ ჩაალბოთ, რომ ხე არ დააზიანოთ.

სოდით

საპნიანი წყლის ალტერნატივად შეგიძლიათ გამოიყენოთ სოდიანი ხსნარი. 5 ს/კ საკვები სოდა და 1 ლ წყალი აურიეთ, სავარცხელი მთელი ღამე ამ ხსნარში დატოვეთ, დილით წყალი გაავლეთ. სოდა კანის ცხიმის ნარჩენებს შესანიშნავად აშორებს და სავარცხელს ჭუჭყისგან წმენდს.

თეთრი ძმრით

ძმარი თმას ბზინვარებას შემატებს. გარდა ამისა, ძმარი სავარცხლის ზედაპირს დაგროვებული მტვრისგან შესანიშნავად წმენდს. ძმრიან ხსნარში სავარცხელი რამდენიმე საათით მაინც გააჩერეთ. პროცედურის შემდეგ წყალი აუცილებლად უნდა გაავლოთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ