
ჩვენ დროში თმის ცვენის ნამდვილი მიზეზის დადგენა რთულია. მიზეზი რომ სავარცხელზე, ხელზე და ძილის შემდეგ ბალიშზე ჩვეულებრივზე მეტი თმა რჩება, შეიძლება იყოს კვების დარღვევა და ძლიერი სტრესი ან გადატანილი კორონავირუსი. შემოდგომა–ზამთრის პერიოდში პრობლემას სეზონური ფაქტორებიც ემატება. პრობლემა იმდენად აქტუალური და გავრცელებული გახდა, რომ საავადმყოფოს კლინიკური დონიდან ექსპერტული სალონების დონეზე გადავიდა, სადაც თმის ზედაპირის აპარატული აღდგენა მოთხოვნადი და გარკვეულწილად მოდური პროცედურა გახდა.
სილამაზის ინდუსტრიის გურუები, Dermadrop–ის აპარატები, რომლებიც არა მხოლოდ სახეზე, არამედ თავის კანზე უჯრედებს ასტიმულირებენ და აახალგაზრდავებენ, ეფექტურობის მხრივ „შეიარაღებულ ბრძოლას“ შეუერთდნენ. მაგალითად, შრატის Shine&Glow კურსს არა მხოლოდ პანიკური თმის ცვენის დროს იტარებენ, არამედ სუსტი და მტვრევადი თმის გასაძლიერებლად, ქერტლის მოსაშორებლად და გაყოფილი ბოლოების დასავიწყებლად.
„საქმე Shine&Glow–ს აქტიურ ინგრედიენტებსა და თავად აპარატის მოქმედებაშია. შრატის საფუძველი აბუსალათინის ზეთისგან მიიღება, რომელიც ანტიბაქტერიულ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს. გარდა ამისა, მასში შედის ცხიმოვანი მჟავები, რომელთა დიდ ნაწილს იკავებს რიცინოლეინის მჟავა – მას სებორეის სამკურნალოდ იყენებენ. ეს მთავარი კომპონენტი თმის ღერსა და ფესვების ზონაზე გავლენას ახდენს“ – განმარტავს შრატის მოქმედებას მარიეტა იზორია Beauty Club Lume 21-დან.
საქმე არა მხოლოდ მჟავებში, არამედ B ჯგუფის ვიტამინებშია. კერძოდ, B3, PP (ცნობილი, როგორც ნიაცინის ამიდი) და დაბალ ალერგენული ნიაცინამიდი (არ იწვევს სიწითლეს და წვის შეგრძნებას). „სისხლძარღვების გამაფართოებელი თვისებების წყალობით კომპლექსი უჯრედების განახლებას ააქტიურებს, თავის კანს აჯანსაღებს, თმის ცვენას ამცირებს და თმის ბოლქვებს აძლიერებს“ – ამატებს იზორია.
ამას დაუმატეთ მენთოლის ბუნებრივი ანტისეპტიკური თვისებები და თუთიის მარილები, რომელიც უჯრედების დაყოფას აძლიერებს და თქვენ ბომბა კოქტეილს მიიღებთ, რომელიც თმის ცვენას თავიდან აგაცილებთ და თმის ბზინვარებას, მოცულობას და სიგლუვეს აღადგენს.