ტუჩის პატჩები: რა არის და როგორ გამოვიყენოთ სწორად

0
936

ნაჭრის ნიღბები ძალიან მარტივად გამოიყენება და ძალიან სწრაფად მოქმედებს. მათი პოპულარობის ფონზე სილამაზის მწარმოებლებმა სხვადასხვა ზონისთვის პატჩების წარმოება დაიწყეს, დაწყებული დეკოლტეთი და დამთავრებული ქუთუთოთი. მათ ტუჩის თხელ კანსაც გვერდი არ აუარეს. ერთი შეხედვით, სილამაზის გამო პირის დაწეპების იდეა უცნაურად გამოიყურება, მაგრამ მეორე მხრივ არც თუ ისე ცუდი ეფექტი აქვს.

ჰიდროგელის ნიღაბი ტუჩისთვის Beauugreen Glam

რა არის ტუჩის პატჩი?

თუ ამ კითხვას სიტყვასიტყვით ვუპასუხებთ – თხელი ჰიდროგელის ფირფიტა, რომელიც ჰიალურონის მჟავით, ზეთებით და კოლაგენით გაჟღენთილია. პატჩები ნაჭრის ან ცელულოზის იშვიათადაა, რადგან ასეთი მასალები უხეში ტექსტურის გამო ტუჩზე უსიამოვნოდ შეგრძნებას ტოვებს.

რაც მთავარია, ტუჩის პატჩები შესანიშნავი SOS-საშუალებაა შემოდგომა–ზამთრის პერიოდში. ის კანის სიმშრალეს სწრაფად და ეფექტურად ხსნის, აქერცვლას აქრობს და წვრილ ნაკაწრებს ახორცებს. კოსმეტოლოგები ხაზს უსვამენ, რომ ტუჩის პატჩების რეგულარული გამოყენებით ბალზამების გამოყენება იშვიათად დაგჭირდებათ – ეს განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვინც ცივ სეზონზე კილოგრამ „ვაზელინს“ ჭამს.

პატჩები ტუჩის მოცულობის გასაზრდელად GUAM

როგორ გამოვიყენოთ ტუჩის პატჩები სწორად?

ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივია – პირზე დაიმაგრეთ და დაჯექით, ტელეფონს უყურეთ. მეორე მხრივაც – იგივე. სწორედ მარტივი გამოყენების გამო მოიგეს ნაჭრის და ჰიდროგელის ნიღბებმა მთელ მსოფლიოში ბიუთიჰოლიკების გული. თუმცა ტუჩის პატჩის გამოყენებას თავისი განსაკუთრებულობა აქვს. მაგალითად, ნიღბის გამოყენების წინ პირის ირგვლივ თხელი კანი რბილი სკრაბით უნდა დაიმუშაოთ, თავად ტუჩები კი მშრალი კბილის ჯაგრისით. კორეელი კოსმეტოლოგები გირჩევენ, რომ პატჩების გამოყენების შემდეგ ჰიგიენური ტუჩსაცხით ტენი კანში „დაბეჭდოთ“.

რა ვუყოთ გამოყენებულ პატჩებს?

ამ კითხვაზე სწორი პასუხი: გადააგდეთ. ინტერნეტ სივრცეში ათას ერთ მეთოდს იპოვით, თუ როგორ გამოიყენოთ ჰიდროგელის პატჩები ხელმეორედ, მაგრამ არც ერთის გამეორებას არ გირჩევთ. დამატენიანებელი შრატებით პატჩების გავსების მცდელობა წარმატებით არ სრულდება – instant-ნიღბების წარმოება გელის ნაჭერში მხოლოდ მკვებავი სითხის გაჟღენთვით არ შემოიფარგლება. ხოლო რჩევა, როგორიცაა გამოყენებული პატჩის ცხელ წყალში გახსნა და სახეზე წასმა, მხოლოდ ზიანს მოგაყენებთ. პირველ რიგში, თავად პატჩში სასარგებლო არაფერია, რომ ასეთ წვალებად ღირდეს. მეორეც, ის მცირე სასარგებლო ნივთიერება, რომელიც გელის ფირფიტიდან შეიძლება „გამოწუროთ“, იშლება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ