როგორ მოვიშოროთ ნაოჭები კისერზე

0
624

კისრისა და დეკოლტეს არეში კანი ძალიან თხელია, იგი ყველაზე მეტად ექვემდებარება სხვადასხვა ფაქტორის უარყოფით გავლენას: ცუდი ეკოლოგია, ცხოვრებისა და კანის მოვლის არასწორი წესი. ეს ყველაფერი ე.წ. “ვენერას რგოლების” გაჩენას იწვევს. ესაა კისერზე გრძივი ნაოჭები, რომლებიც არამხოლოდ ასაკოვან ქალბატონებს, არამედ სულ ახალგაზრდა გოგონებსაც შეიძლება გაუჩნდეს. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ღრმა რგოლების გაჩენა კანის ასაკობრივი ცვლილებების შედეგია, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ კისრის ნაოჭები ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ჩნდება, შემაერთებელ ქსოვილში წარმოქმნილი ცვლილებების გამო, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არა მემკვიდრეობითობა, არამედ ანატომიური თავისებურებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად, ყოველთვის სჯობს პრობლემის პროფილაქტიკა, ვიდრე მისი შედეგების დიდხანს და რთულად მოგვარება.

კისერზე ნაოჭების გაჩენის მიზეზები:

  • მემკვიდრეობითობა;
  • ასაკობრივი ცვლილებები;
  • არასწორი მოვლა;
  • მავნე ჩვევები: მრუდე დგომი, ცხოვრების მჯდომარე წესი და სხვ.;
  • ულტრაიისფერი სხივების უარყოფითი გავლენა.

კომპლექსური მიდგომა პრობლემის აღმოსაფხვრელად

1. კანის მოვლა

მნიშვნელოვანია დეკოლტესა და კისრის მონაკვეთის გაწმენდა: სახლის პირობებში კარგია კანის მსუბუქი დელიკატური პილინგი კვირაში ერთხელ, წვრილი აბრაზიული საშუალებით, კანის დაზიანების თავიდან ასაცილებლად. იდეალში, ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ როგორც სახლის, ისე სალონური პროცედურებიც: თვეში ორჯერ შეგიძლიათ სალონის სპეციალისტებს მიმართოთ ქიმიური პილინგის ან გაპრიალების პროცედურებისთვის. კოსმეტოლოგები გაგარკვევენ პროფესიული მოვლისა და პროცედურის პროგრამებში. საგულდაგულოდ დაიტენიანეთ კანი შრატებითა და სპეციალური კრემებით, დაიცავით კისრისა და დეკოლტეს ზონა მზის პირდაპირი სხივებისგან.

2. გახურება და მასაჟი

თუ დილას/საღამოს ან უქმეებზე ორი წუთი თავისუფალი დრო გაქვთ, შემოიღეთ ჩვევად მსუბუქი გახურება და მასაჟი, რათა შეუნარჩუნოთ კანს სიმკვრივე და ტონუსი მაქსიმალურად დიდხანს:

  • თავი ტალღოვნად დახარეთ მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან;
  • წაისვით დამატენიანებელი საშუალება კისერზე, ზელვითი მოძრაობებით დაიზილეთ კანი ნიკაპიდან კისრისკენ, დევნეთ ლიმფა ნიკაპქვეშა ლიმფური კვანძებისკენ;
  • ეცადეთ, დაიცვათ სწორი დგომი, მუდმივად გამართული გქონდეთ ზურგი.

3. ძილისა და კვების რეჟიმი

კანის მდგომარეობა პირდაპირაა დამოკიდებული ჩვენი კვებისა და ძილის რეჟიმზე. ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ – დღეში არანაკლებ 8 საათით, აგრეთვე, იკვებოთ დაბალანსებულად: მიირთვათ ბოსტნეული, თევზი, ხილი, ხორცი და მცენარეული ზეთები,

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ