მაისის მთვარის დაბნელება და ის ამოცანები, რომლებსაც ის ჩვენს წინაშე აყენებს

0
36

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში საუბარია მაისის თვის მთვარის დაბნელებაზე და იმ ამოცანებზე, რომლებსაც ის ჩვენს წინაშე აყენებს.2022 წლის 16 მაისს გველოდება მთვარის დაბნელება, რომელიც დახურავს გაზაფხულის დაბნელების დერეფანს. მაგრამ, ჩვენ ვერ შევძლებთ მოდუნებას, რადგან დაბნელება ყოველთვის რთავს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც აუცილებლად უნდა განვახორციელოთ იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა, რომელიც კაცობრიობისთვის არის განკუთვნილი.

მთვარის დაბნელება, ფაქტობრივად, არის იგივე სავსემთავრეობა, მაგრამ რომელიც ხდება ბედის ღერძის მახლობლად, რომელიც წარმოდგენილია მთვარის კვანძებით, რაც რამდენჯერმე ზრდის ამ ციური მოვლენის მნიშვნელობას და პროვოცირებს მნიშვნელოვანი მოვლენების რიგს, რომლებმაც უნდა წარმართოს ჩვენი ცივილიზაცია მისი დანიშნულების გზით.მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელ ზოდიაქალურ ღერძზე დგას ახლა მთვარის კვანძები, რადგან ჩვენი ცხოვრების სწორედ ეს სფეროები იქნება აქცენტირებული დაბნელებით, სწორედ აქ უნდა ველოდოთ უდიდეს ტრანსფორმაციებს. ახლა დაღმავალი კვანძი მორიელშია, ხოლო აღმავალი კვანძი – კუროში. ასტროლოგიაში ამ ნიშნებს უწოდებენ მონეტარულ ღერძს, რაც ნიშნავს, რომ პირველ რიგში, მატერიალური ინტერესები და ფასეულობები, გლობალური ეკონომიკა და ფინანსები განიცდის ცვლილებებს, ასევე, თითოეული ჩვენგანი ჩვენი საჭიროებებით, სურვილებითა და ფინანსური შესაძლებლობებით მოხვდება ამ გლობალურ მოვლენაში.

მნიშვნელოვანია, რომ, დაღმავალი კვანძი (კეტუ) ყოველთვის გვიჩვენებს იმ სფეროს, რომელიც ჩვეული სახით მიდის წარსულში, ის უფრო მეტად განიცდის ტრანსფორმაციას, რათა შეიძინოს ახალი სახე და ფორმა. მაგრამ, როგორი გახდება ის, რა გველოდება ჩვენ ყველას, გვიჩვენებს აღმავალი კვანძის მდებარეობა (რაქუ).

ამ მთვარის დაბნელების შემთხვევაში, ეს მნიშვნელობა უკიდურესად ხაზგასმულია, რადგან მთვარე და პროზერპინა კეტუს მახლობლად მდებარეობს, მზე და ურანი კი რაქუს გვერდით. ეს ორივე პლანეტარული კავშირი მაქსიმალურად აძლიერებს ბედის ღერძს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანს ხდის იმ მოვლენებს, რომლებიც დაბნელების პერიოდამდე დაიწყო, ხდება ახლა და გაგრძელდება გარკვეული დროის განმავლობაში. პროზერპინა არის პლანეტა, რომელსაც შემოაქვს დიდი ცვლილებები, მისი ამოცანაა ჩამოყალიბებული, მაგრამ უკვე მოძველებული სისტემის გარდაქმნა და ახალ დონეზე გადაყვანა. რას შეცვლის იგი? რა თქმა უნდა, მორიელის წინაშე ანგარიშვალდებულ ზონას. და ეს არის საზოგადოების ქვეცნობიერი, სამომხმარებლო დამოკიდებულება მსოფლიოში ყველასა და ყველაფრის მიმართ, ძალაუფლების სტრუქტურები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც დაფუძნებულია მავნე მანიპულირებაზე, ჩახშობასა და იძულებაზე, დიდი ფულის, სიმდიდრის, მიწიერი რესურსების, სამხედრო ორგანიზაციებისა და სტრატეგიების სფეროზე. მოკლედ, ყველაფერი, რაზეც იდგა მთელი მსოფლიო გასული ათწლეულების მანძილზე, რაც იყო საფუძველი სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებისა, შეიცვლება და ზოგან შეიცვლება რადიკალურად. იმის გათვალისწინებით, რომ დაბნელების დროს აქ მთვარე აღმოჩნდა, ჩვენთვის, ხალხისთვის, ადვილი არ იქნება, ეს დიდ ემოციურ ხარჯებს მოითხოვს. ბუნებრივია, რადგან, ხელახალი დაბადების პროცესი გაივლის კრიზისებს, უზარმაზარ პრობლემებს, ომებს, გაჭირვებებს, სიკვდილს, დანაკარგებს, შეზღუდვებს, სისასტიკეს, სხვაგვარად, მორიელი არ გამოგვიშვებს თავისი სამეფოდან.

მოცემულ ფაქტს, ასევე ადასტურებს ვარსკვლავი უნუკ-ელჰაია ან გველის თავი, რომელიც ჩაირთვება დაღმავალი კვანძით. ის გვატყობინებს სასიცოცხლო ციკლების ტრანსფორმაციას და ადამიანის რიტმებსაც კი, შეიძლება გამოიწვიოს დაავადებების აფეთქება და შხამებით, ქიმიკატებით მოწამვლა, მოიტანოს საბედისწერო, ფატალური მოვლენები, უბედური შემთხვევები. რაც მთავარია, ის პატიობს ზნეობისა და მორალის ნორმების უარყოფას, გვიბიძგებს გავიმეოროთ ჩვენი წინაპრების მიერ დაშვებული შეცდომები.და მორიელის 26 გრადუსი, რომელშიც მთვარე იქნება დაბნელების დროს, კიდევ უფრო მეტს დაამატებს. ის იძლევა კაპრიზულობას, თვითნებურობას, საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფას, უგუნურებას, უნამუსობას, დემორალიზებას, გვაფრთხილებს უბედურებების და ადაპტაციასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ.

ვგრძნობ, რომ ვიღაც უკვე შევაშინეთ. გვაპატიეთ, თუ ასეა! მაგრამ, რაც არის, არის. მთავარია გვახსოვდეს, რომ ყოველივე ზემოთქმული იმ ეტაპსაც ეხება, რომელიც უკვე გავიარეთ, ამ ყველაფერზე უარი უნდა ვთქვათ, შევტრიალდეთ და მივყვეთ ახალ გზას, რომელიც მთელ კაცობრიობას განვითარების ახალ დონეზე აიყვანს. და, რაც უფრო მალე გავაკეთებთ ამას, მით უფრო მალე დასრულდება მთელი ეს საშინელება, კრიზისი, პრობლემები და დაიწყება ცხოვრების ახალი ეტაპი, რომელსაც, როგორც შუქურა, ისე გვიჩვენებს აღმავალი კვანძი, რომელიც ახლა კუროშია.

შეგახსენებთ, რომ ამ აღმავალი კვანძის მახლობლად მდებარეობს მზე და ურანი, რაც გვამცნობს რაიმე მოულოდნელ და არაპროგნოზირებად სიტუაციებზე, ინციდენტებზე, რომლებზეც ჩვენ არ გვაქვს კონტროლი, მაგრამ ისინი აუცილებელია ჩვენი ცივილიზაციის ახალი პროგრამის დასაწყებად. რაში მდგომარეობს ის? ამას კი გვეტყვის კურო, რომელშიც განლაგდა ეს ზეციური კოალიცია. ამ ნიშნის ენერგიები მოგვიწოდებს ჰარმონიაში ყოფნას არა მარტო საკუთარ თავთან და ერთმანეთთან, არამედ ბუნებასთანაც. ეს ნიშანი მიგვანიშნებს მძიმე შრომის პერიოდზე, მათ შორის ფიზიკურ შრომაზე, შესაძლოა სოფლის მეურნეობასთანაც დაკავშირებულზეც კი. იგი მიგვანიშნებს ფინანსების, ეკონომიკისა და კულტურის სფეროების განახლების აუცილებლობაზე. გვაიძულებს გავხდეთ ფინანსურად უფრო განათლებული, ვისწავლოთ როგორ მოვაგროვოთ მარაგები, მათ შორის ფულადი, ვიცხოვროთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, უარი ვთქვათ გადაჭარბებული მოხმარების სტრატეგიაზე და გადავიდეთ შექმნაზე, წარმოებაზე, ვისწავლოთ სიყვარულის დაფასება, ერთგულება და სტაბილურობა ურთიერთობებში.

კუროს 26 გრადუსი, რომელშიც დაბნელების დროს იქნება მზე, გვეუბნება, თუ რა თვისებები უნდა განვავითაროთ საკუთარ თავში, რათა მივაღწიოთ ბედნიერ ცხოვრებას და ეს კი არის მშვიდობისა და ჰარმონიისკენ ლტოლვა, სიმშვიდე, გაწონასწორებულობა, ემოციური თავშეკავებულობა და რაც მთავარია სიკეთე და სიყვარული.

მნიშვნელოვანია, რომ მთვარის დაბნელების დროს კვანძები, რომლებიც ქმნიან ბედის ღერძს, იქნებიან სტაციონარულ ფაზაში, ანუ „მოძრაობის გარეშე“ და ეს იმაზე მეტყველებს, რომ არჩევანის უფლება გვეძლევა, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რამდენ ხანს გავჩერდეთ მორიელის საშინელ და პირქუშ სამეფოში, სადაც ყველაფერი ინგრევა და კარგს არაფერს გვპირდება, ან უფრო სწრაფად გადავიდეთ ახალ და ბედნიერ ცხოვრებაში. იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, ჩვენ მოგვეცემა გარკვეული სირთულეები, პრობლემები და, შესაძლოა, კატასტროფული მოვლენებიც კი, რომლებიც ზემოთ აღვწერეთ, ლაპარაკია, ვარსკვლავ უნუკ-ელჰაის და მორიელის 26 გრადუსის მისტერიაზე. ჩათვალეთ, რომ ისინი იმოქმედებენ როგორც “ჯადოსნური გულსაკიდი”, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაგვეხმაროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში – რაც შეიძლება მალე. ასე რომ, მოემზადეთ, გაზაფხულის დაბნელების პერიოდი გამოიწვევს ან უკვე პროვოცირებს რთულ და შემაშფოთებელ მოვლენებს, რომლებმაც შესაძლოა დიდი მასშტაბები მოიპოვოს. რადგან, მთვარის კვანძები დიდხანს არ გაჩერდება მორიელ-კუროს ღერძზე, მათი ამოცანაა, დარჩენილ დროში მოახერხონ ჩვენი განვითარების ახალ საფეხურზე გადაყვანა, ახალი გამოცდილებით, სხვა იდეალებით, ღირებულებებითა და განახლებული მსოფლმხედველობით.