რძალს სწყინს, რომ უქმეებზე შვილიშვილი ჩემთან არ მიმყავს

0
20

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, ქალბატონი, მასსა და მის რძალს შორის არსებულ ურთიერთობაზე მოგვითხრობს და მკითხველის აზრი აინტერესებს.ვიცი, რომ ეს თემა უკვე მოძველებულია, მაგრამ აი რა სიტუაციაში ვარ მე. ჩემი ვაჟი დაქორწინდა, საცხოვრებლად ცალკე გადავიდა, შეეძინა ვაჟი. მე ჩემი შვილიშვილი მიყვარს, ახალგაზრდების საქმეებში არ ვერევი, რჩევებით თავს არ ვაბეზრებ. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ თურმე “ყველა ნორმალურ ბებიას შვილიშვილები უქმე დღეებში თავისთან მიჰყავს”, მე კი არ მიმყავს! მე შემიძლია საღამოობით დავიტოვო, რამდენიმე საათი ვასეირნო, სანამ ახალგაზრდები სეირნობენ ან თავიანთ საქმეებზე დადიან, მაგრამ მე არ ვარ მზად, რომ ბავშვი მთელი ორი დღით დავიტოვო.

მე მიყვარს ჩემი შვილიშვილი, მაგრამ, რომ იცოდეთ, როგორ ვიღლები მასთან ერთად! გამუდმებული ხმაურისგან თავი მისკდება, ღამით 2-4 ჯერ იღვიძებს, მეორე დღეს ძალიან დაღლილი ვდგები, მოკლედ, არ მაქვს ამდენი ენერგია. გასეირნებიდანაც ძალიან დაღლილი ვბრუნდები, სახლში კი ისევ სჭირდება გართობა, თვალყურის დევნება, საჭმლის მომზადება, იგი ძალიან აქტიურია. ამ ყველაფრის შემდეგ კი – სამსახური, სადღაც უნდა იაზროვნო და ყურადღებით უნდა იყო.ჯერ ერთი, მე ვმუშაობ, თანამდებობა საპასუხისმგებლოა, ვიღლები და მჭირდება, რომ გამოვიძინო, სიჩუმეში ვიჯდე და არა ბავშვს დავდევდე, ფაფები ვუხარშო და ღამე არ დავიძინო. მეორეც, როცა ჩემი შვილი ცალკე გადავიდა, ბოლოს და ბოლოს, დავიწყე საკუთარ თავზე ზრუნვა. იოგაზე ჩავეწერე, სახლში საჭმელს ნაკლებად ვამზადებდი, ნაკლებად ვალაგებდი, დავიწყე მეტი კომუნიკაცია მეგობრებთან, სეირნობა, სტუმრად და თეატრში სიარული. მე ბავშვი უკვე გავზარდე და არ ვარ გონებრივად და ფიზიკურად მზად, ისევ ამ ყველაფერში ჩაძირვისათვის.

სანამ შვილები პატარები არიან, სამსახურიდან სახლში მორბიხარ, საჭმელი უნდა მოამზადო, გაკვეთილები, დალაგება, ბავშვთან საუბარი, მოკლედ, საზოგადოებაში ყოფნისთვის არ გცალია. ახლა კი, ხან დაბედების დღეზე, ხან სტუმრად, ხან სად, თავსაც უკეთესად ვუვლი, ახლა ზაფხულია – მეგობართან მიდა წასვლა, აგარაკზე. მინდა ცხოვრებით დავტკბე, სანამ მაქვს ამის შესაძლებლობა და ჯანმრთელობა.ვერ ვიტყოდი, რომ მათ საერთოდ არ ვეხმარები. ხან ვასეირნებ, ხან ვიტოვებ, თუ სურსათის საყიდლად მივდივარ, მათთვისაც ვყიდულობ, რასაც მაბარებენ. შეძლებისდაგვარად ბავშვსაც ვიტოვებ და მატერიალურადაც ვეხმარები (სანამ ვმუშაობ, შემიძლია), ცალკეც ჩემი წყალობით ცხოვრობენ, მაგრამ მე არ ვარ მზად, რომ საკუთარი დრო მთლიანად შვილიშვილს დავუთმო.

მე მათი ერთადერთი ნათესავი არ ვარ, თუმცა მეორე მხრიდან ერთი საათითაც კი არ მოდის არავინ. ჩემს რძალს ჰყავს უმცროსი ძმა, დედა და მამა, დედა პენსიონერია. ბავშვი არ მიჰყავთ და ამას იმით ამართლებენ, რომ სახლში მოხუცი ბებია ჰყავთ და მას მოვლა სჭირდება, თანაც ძმას სახლში მეგობრები მოჰყავს, ბავშვს კი სიჩუმე და სიმშვიდე სჭირდება. ამბობენ, რომ მანძილიც დიდია (40 წუთის) და მამას სამსახურიდან დახვედრა სჭირდება საღამოობით.

ვაჟმა და მისმა მეუღლემ თქვეს, რომ მათმა მეგობრებმა ბანაკში სახლი იქირავეს მთელი ზაფხულისთვის და შაბათ-კვირას შესაძლებელი იქნებოდა მათთან სტუმრობა. ვეუბნები – რა კარგია, ბავშვი სუფთა ჰაერზე იქნება-მეთქი, რაზედაც ჩემმა რძალმა მიპასუხა, რომ იგი ფიქრობდა, ბავშვი ჩემთან დაეტოვებინა, რადგან იქ პირობები არ არის: მხოლოდ ცივი წყალია, ტუალეტი და აბაზანა ცალკე შენობაშია და რამდენიმე სახლზეა გათვლილი. პირადად მე, საშინელ პირობებს ვერ ვხედავ, ჩვეულებრივი ბანაკია. უბრალოდ, მათ მეგობრებს შვილები არ ჰყავთ და, როგორც ჩანს, ბოლომდე უნდათ გართობა. შემდეგ კი, მან ჩემს შვილს უამბო ნორმალური ბებიების შესახებ, მაგრამ მე ყველაფერი მესმოდა.

ჩემს შვილთან ერთად კარვებშიც და ბანაკებშიც დამისვენია და უპრობლემოდ, სახალისოც კი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დამტოვებელი მყავდა, თუმცა აზრადაც არ მომსვლია ბავშვისთვის სუფთა ჰაერი მომეკლო.მაგალითად, გუშინ 4 საათი მასთან ერთად ვისეირნე, ჯერ პარკში, მერე ეტლში ჩაეძინა. 4 საათის განმავლობაში შეეძლოთ დაესვენათ ან რაიმე გაეკეთებინათ. მანამდე, ხუთშაბათს ვიყავი მათთან, რძალი საპარიკმახეროში წავიდა.ვკითხულობ, რამდენი მშობიარობს 40 წლის შემდეგ, ალბათ ფეხებს გავჭიმავდი, საიდან აქვს ხალხს ამდენი ძალა? აქ ორ დღეში ისე ვიღლები, რომ ვბარბაცებ.როგორ გამოვიდე ამ სიტუაციიდან ისე, რომ ახალგაზრდებთან ურთიერთობა არ გავიფუჭო?