
ისრაელმა იცის როგორ გაგვაოცოს, მათ შორის წონის დაკლების ტექნიკებით. მარტივი, მაგრამ უაღრესად ეფექტური ვარჯიშები, რომლებიც საშუალებას იძლევა მოვიშოროთ ცხიმი მუცლისა და წელის არეში – ეს არის ის, რითაც ადგილობრივი ფიტნეს ტრენერები გვახარებენ. სწორედ, ამ ვარჯიშებზეა საუბარი Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.
წონის დაკლება რთული და შრომატევადია? თუ თქვენ ჯერ კიდევ გჯერათ ამ მითის, ახლა ჩვენ მას თქვენთან ერთად გავფანტავთ! მაგრამ, დასაწყისისთვის მოგითხრობთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტის შესახებ.ფიტნეს ტრენერი, რომელმაც მუცლისა და წელის გასახდომი სამი წუთიანი ვარჯიშები შეიმუშავა, ადრე 100 კგ-ს იწონიდა. მას მხოლოდ 1 წელი დასჭირდა ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად. ამის შემდეგ, მან დაიწყო წონის დაკლების ტექნოლოგიების ეფექტურად შესწავლა და გახსნა საკუთარი სკოლა, სადაც მთავარი პრინციპია – წონის დაკლება ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
წონის დაკლების ყოველი ახალი პროგრამა – მრავალრიცხოვანი ტესტირებების შედეგია. და მხოლოდ მაშინ, როდესაც მიღებული შედეგები მართლაც არსებითია, ფიტნეს ტრენერი იწყებს მათ განხორციელებას თავის სკოლაში. ასე რომ, სკამის გამოყენებით ვარჯიშის ეფექტურობაში ეჭვი ნამდვილად არ უნდა შეგეპაროთ.და აი, თავად ვარჯიშები, რომელთა წყალობითაც მუცელს ცხიმი მოშორდება, წელი კი გაცილებით თხელი გახდება!
მომზადება: მათ შესრულებამდე თქვენ უნდა “გამოაღვიძოთ” თქვენი სხეული ისე, რომ იგი განეწყოს ფიზიკური აქტივობისთვის. ამისათვის, ჩვენ ვჯდებით სკამზე, ხელებს თანდათან ვწევთ მაღლა და ვაჯვარედინებთ მკერდის დონეზე. შემდეგ, სხეულს ვხრით წინ, მკლავებს ქვევით ვშლით და თანდათან ვწევთ გვერდებზე. ვიმეორებთ 10-15 ჯერ.
ვარჯიში №1 – პოზიცია – სკამზე ჯდომა. ზურგი სწორია. ხელები აწეული, იდაყვებში მოხრილი. ვწევთ მარჯვენა ფეხს და ამავდროულად ვაბრუნებთ სხეულს მარცხნივ. მარცხენა იდაყვს მაქსიმალურად უკან ვწევთ. შემდეგ, იგივეს ვაკეთებთ მეორე მხარეს. ვაგრძელებთ, კიდურების მონაცვლეობით.
ახლა, ისევ ვასრულებთ ვარჯიშს “მომზადების” განყოფილებიდან.
ვარჯიში №2 – ვზივართ სკამზე, მარცხენა ფეხს ვასწორებთ და გადაგვაქვს გვერდზე, ზეწოლა ქუსლზეა. მარჯვენა ფეხი მოხრილია მუხლში, ზეწოლა ხდება ტერფზე და ორივე ხელისგული მუხლზეა. მარჯვენა ხელს იდაყვში ვხრით და თითის წვერები მიგვაქვს თავთან. ამავდროულად, მარცხენა ხელით ვიწევით მარცხენა ფეხისკენ. ვასრულებთ 20-ჯერ, შემდეგ ვიცვლით გვერდს და ვიმეორებთ კიდევ 20-ჯერ.
კვლავ, ვასრულებთ ვარჯიშს “მომზადების“ განყოფილებიდან.
ვარჯიში № 3 – პოზიცია – სკამზე ჯდომა, ზურგი სწორია. ფეხები ერთად, ტერფები მჭიდროდ იატაკზე. მკლავები მოხრილია იდაყვებში, მკერდის წინ. ორივე მუხლს ერთდროულად ვწევთ მკერდისკენ და ხელებით ვაკეთებთ წრიულ მოძრაობებს წინ, იდაყვების გაშლის გარეშე. ვაკეთებთ 20 ჯერ.
კვლავ, ვასრულებთ ვარჯიშს “მომზადების” განყოფილებიდან.ამ ვარჯიშების ყოველდღიური შესრულებით, წელი შევიწროვდება და მუცლიდან კი ცხიმი გაქრება. რამდენი დრო დასჭირდება? ეს ყველაფერი საწყის პარამეტრებზეა დამოკიდებული – ვიღაცას დასჭირდება 1 თვე, ვიღაცას – 6. მაგრამ, მთავარია იმედი არ დაკარგოთ, თუ ზედმეტი კილოგრამები ძალიან ბევრი გაქვთ!