უკვე დიდი ხანია დამავიწყდა, რა არის სახლში ბუზები, კოღოები და ჩრჩილი. გაჩვენებთ ხრიკს, რომელიც დაგეხმარებათ მათ ერთხელ და სამუდამოდ მოშორებაში

0
358

ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით ზაფხულის სეზონს, რათა სითბოთი ვისიამოვნოთ. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად ჩვენს სახლში დაუპატიჟებელი სტუმრებიც მოდიან, რომლებიც ძალიან გვიფუჭებენ ნერვებს და მათი არსებობა სახლის სისუფთავეზეც მოქმედებს.რა თქმა უნდა, საუბარია ბუზებზე. უკვე რამდენიმე წელია, რაც ბუზების გაჩენასთან დაკავშირებული პრობლემა არ შემხვედრია, რადგან ერთ ხრიკს ვიყენებ. სწორედ, ამ ხრიკზეა საუბარი, Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.ეს მეთოდი გასაკვირვად მარტივია.

საჭირო არ არის სპეციალური საშუალებების შეძენა, რომლებსაც საკუთარი მინუსები გააჩნია, ყველაფერს ვამზადებთ ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ინგრედიენტებიდან. მაგალითად, მე სიფრთხილით ვუდგები დიქლოფოსის გამოყენებას.ვფიქრობ, რომ თუ თქვენც გყავთ შვილები ან სახლში გყავთ შინაური ცხოველები, თქვენც ვერ გაბედავდით ამ აგრესიული საშუალების გამოყენებას.წებოვან ლენტს არ ვიყენებ, რადგან ესთეტიური თვალსაზრისით არ მომწონს. ამ დროს ბინა ძალიან მოუწესრიგებლად გამოიყურება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ლენტზე უკვე არის მიწებებული 5 – 10 ბუზი.ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩემი უსაფრთხო მეთოდი ყველას მოეწონება. ამ მეთოდში მე ვიყენებ ეთერზეთებს.

ეთერზეთების მთელი კოლექცია მაქვს, რადგან ძალიან მომწონს მათი არომატები და ხშირად გამოვიყენებ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ხრიკებისთვის.ბუზებთან ბრძოლაში დაგვეხმარება ეთერზეთები პიტნისა და გერანის არომატებით. ასევე, უნდა მოამზადოთ შესასხურებლიანი ბოთლი.პირველ ეტაპზე, ვიღებთ მცირე რაოდენობის წყალს, ვასხამთ ჯამში და ვამატებთ 7 წვეთ პიტნის ეთერზეთს ან 3 წვეთ გერანის ეთერზეთს. კარგად ვურევთ და ვასხამთ შესასხურებლიან ბოთლში.შემდეგ, ამ ნარევს ვასხურებთ სახლში არსებულ ზედაპირებს. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ფარდებს, კოღოს ბადეებს, ხალიჩებს, ფანჯრის ჩარჩოებს.ეს პროცედურა უნდა ჩატარდეს ყოველ 4 დღეში ერთხელ. ამ პირობის შესრულების შედეგად, თქვენ აღარასოდეს შეგაწუხებთ თქვენს სახლში ბუზების არსებობა.

გაამახვილეთ ყურადღება. ეს 2 სურნელი შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს, იძლევა შესანიშნავ არომატს. ასე რომ, თქვენს სახლში ბუზების არარსებობის გარდა, სასიამოვნო სურნელიც იდგება.კომენტარებში მოგვწერეთ, იცოდით თუ არა ამ მეთოდის შესახებ.